„... და ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად “ – 68 წელი ერთად (7 ფოტო)

საკნატუნო ამბები

27 ივნისი 17:00, 2017 წელი

ამბობენ, ნამდვილ სიყვარულს დრო ვერაფერს აკლებსო. სწორედ ამის მაგალითია დონალდ და ოლი კინგების წყვილი. მათი ქორწინების 68 წლისთავზე გადაღებულმა ფოტოებმა ინტერნეტსივრცე დაიპყრო.

  

  • „დონალდი არ წყვეტდა იმაზე ლაპარაკს, თუ როგორ დააჯილდოვა ღმერთმა ის 68 წლის წინათ“ - ჰყვება abcnews.go.com-ის ფოტოგრაფი პეიჯ ფრანკლინი (Paige Franklin) - „დონალდს და ოლის 68 წლის მანძილზე ერთი დღეც კი არ გაუტარებიათ ერთმანეთის გარეშე. ეს ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი ისტორიაა, რაც კი მომისმენია“.

  • წყვილისთვის ფოტოსესია შვილიშვილმა ეშლი ოუენმა შეუკვეთა. მან ფოტოგრაფი ფერმაზე მიიყვანა, სადაც მისი ბებია და ბაბუა ცხოვრობენ, რათა სამუდამოდ აღებეჭდა მათი ურთიერთობა და ზრუნვა ერთმანეთზე.

  • „ვგიჟდები ბაბუაზე და ბებიაზე, თუმცა, რა თქმა უნდა, მიკერძოებული ვარ, - სიცილით ამბობს ეშლი - ამ ფოტოსესიის მოწყობა, უმეტესწილად, ჩემთვის გადავწყვიტე, რადგან არ მინდა, რომ მათი სიყვარული უკვალოდ გაქრეს“.

  • ეშლიმ თავიდანვე ვერ მოახერხა ბებიის და ბაბუის დათანხმება. 

  • „ისინი ძალიან მორიდებულები არიან და არ უყვართ სურათების გადაღება. მათ ერიდებოდათ თავიანთი თავის საჯაროდ წარმოდგენა,“ - ამბობს შვილიშვილი.

  • 87 წლის დონალდი მთელი ცხოვრება მოძღვარი იყო. 83 წლის ოლი კი ბოლო 30 წლის მანძილზე საბნებს კერავს. 

  • „ეს სურათები ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ისევე როგორც ბებია და ბაბუა. სურათებზე ისინი მუდამ ერთად იქნებიან. ეს ძალიან სიმბოლურია, რადგან ცხოვრებაშიც ყველაფერს ერთად აკეთებენ,“ - ჰყვება ეშლი.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?