სერიალ „ფარული ვნების“ მსახიობები დღეს (6 ფოტო)

საკნატუნო ამბები

29 ივნისი 16:00, 2017 წელი

2000-იანი წლების დასაწყისის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის ბოლო ეპიზოდის შემდეგ თითქმის 13 წელი გავიდა. Funtime-მა, მკითხველთა თხოვნით, ამ სერიალში მონაწილე მსახიობების შესახებ ინფორმაცია მოიძია. ერთად გავეცნოთ, რას აკეთებენ „ფარული ვნების“ მსახიობები დღეს, რომლებისთვისაც, სხვათა შორის, ეს სერიალი კარიერაში სერიოზული ტრამპლინი აღმოჩნდა. 

  

  • დანა გარსია - კოლუმბიელი მსახიობი და მომღერალი თავის ქვეყანაში დღემდე ძალიან პოპულარულია. დანას კარიერაში ყველაზე დიდი წარმატება სწორედ „ფარულმა ვნებამ“ მოუტანა. მას შემდეგ მსახიობმა 15 სერიალში ითამაშა. მათ შორის უკანასკნელი იყო 2016 წელს გადაღებული „ამორძალები“. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობს თავისი გულშემატკივრები მუდმივად „აწყვილებენ“ ხოლმე სერიალებში თავის სხვადასხვა პარტნიორებთან, დანას ოფიციალური საქმრო იყო კოლუმბიის თავდაცვის ვიცე-მინისტრი ხორხე ესტმანი. თუმცა დანამ ბოლო წუთს გადაიფიქრა და ეს ქორწინება არ შედგა. ასე რომ, 39 წლის ლამაზმანი დღეს კვლავ მარტოა.

  • მარიო ჩიმარო - ამ სიმპათიურ მექსიკელ მსახიობს „ფარულმა ვნებამ“ დიდი წარმატება მოუტანა. მისი მეუღლე იყო ვენესუელელი მსახიობი, უმშვენიერესი ნატალია სტეიგნარდი. თუმცა მარიოს პოპულარობასთან ერთად, წყვილის ურთიერთობა დაიძაბა. საბოლოოდ ისინი დაშორდნენ, თუმცა კარგ მეგობრებად დარჩნენ. მარიოს მძიმე ხასიათს, როგორც ამბობენ, რეჟისორებიც უფრთხიან, რის გამოც შეთავაზებებმაც იკლო. დღეს 48 წლის მარიო მარტო ცხოვრობს. მას ნატალიასთან შვილი არ ჰყოლია.

  • მიშელ ბრაუნი - არგენტინელი მსახიობი, მომღერალი და კომპოზიტორი „ფარული ვნების!“ ერთ-ერთ გამორჩეულ პერსონაჟს ასრულებს. მისი გმირი ფრანკო რეისი სიყვარულისთვის თავგანწირული იბრძვის. ამ როლისთვის ბრაუნმა რამდენიმე პრემია მიიღო. დღეს იგი 41 წლისაა, დაქორწინებულია, მისი მეუღლეა 29 წლის კოლუმბიელი მსახიობი მარგარიტა მუნოსი. ბრაუნი წარმატებით აგრძელებს მოღვაწეობას კინოში. ბოლო როლი 2016 წელს შეასრულა მექსიკურ დრამაში „პარალელური გზები“.

  • პაოლა რეი - კოლუმბიელი მსახიობი, მომღერალი და მოდელი დღემდე წარმატებით მოღვაწეობს. იგი 37 წლის არის, თუმცა ულამაზესი კოლუმბიელი ქალების სიაში საპატიო ადგილს კვლავ იკავებს. პაოლას მეუღლე არ ჰყავს, თუმცა ჰყავს მეგობარი მამაკაცი - მსახიობი ხუან კარლოს ვარგასი.

  • ხუან ალფონსო ბაპტისტა - ვენესუელელი მსახიობი დღეს 30 წლისაა. პირველი სერიოზული წარმატება „ფარულმა ვნებამ“ მოუტანა. მისი ბოლო ნამუშევარია ერთ-ერთი მთავარი როლი 2012 წელს გადაღებულ სერიალში „რეის ოჯახი“. ჰყავს მეგობარი გოგო - ლათინოამერიკელი მსახიობი, ულამაზესი გაბრიელა ესპინო. 

  • ნატაშა კლაუსი - კოლუმბიელი მსახიობი, რომელზეც თავის ქვეყანაში ამბობენ, რომ, თუ სერიალში თამაშობს ნატაშა კლაუსი, მხოლოდ მის გამოც კი ღირს ამ სერიალის ნახვა. ნატაშა დღემდე აქტიურად მონაწილეობს სერიალებში. ნატაშას სიყვარული გადასაღებ მოედანზე ეწვია. მისი მეორე

    ნახევარი, ასევე, კოლუმბიელი მსახიობი მარსელო გრეკოა, ჰყავთ ორი შვილი. 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?