საერთაშორისო სამხრეთკავკასიური მედიაფორუმი თბილისში

საკნატუნო ამბები

5 ივლისი 16:20, 2017 წელი

საერთაშორისო სამხრეთკავკასიური მედიაფორუმი „მედია, პოლიტიკა, ფასეულობები: დავძლიოთ პოსტ–სიმართლე“, რომელიც 29–30 ივნისს თბილისში გაიმართა, ისეთი აქტუალური პრობლემების განხილვის მოედანი გახდა, როგორებიცაა პოლიტიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობა, რომლებიც დღეს განსაზღვრავს  ურთერთობებს რუსეთსა და ამიერკავკასიის სახელწიფოებს შორის.

ქართული გამოცემა „საქართველო და მსოფლიოს“,  პოლიტოლოგიური ცენტრის „ჩრდიელოეთი–სამხრეთისა“ და საერთაშორისო პრეს–კლუბ „თანამეგობრობის“, მონაწილე დსთ-ის ქვეყნების ჰუმანიტარული თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს და რუსეთის მედიის ახალი ტალღის წარმომადგენლებმა. ორი დღის განმავლობაში მათ მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა, მჭიდრო ურთიერთობა ჰქონოდათ წამყვანი მასმედიის კორიფეებთან, ავტორიტეტულ ექსპერტებთან და ცნობილ საზოგადო მოღვაწეებთან, რომლებსაც  დიდი წვლილი შეაქვთკულტურათა შორის დიალოგში.  ფორუმის პირველი სამუშაო დღის ღონისძიებებს სტარტი მისცა დსთ-ის ქვეყნების ჰუმანიტარული თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი ფონდის თანათავმჯდომარის, კულტურული თანამშრომლობის სფეროში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის წარმომადგენლის მიხეილ შვიდკოის მოდერატორობით გამართულმა სადისკუსიო პანელმა „თანამეგობრობის ჰუმანიტარული გარემო თანამედროვე რეალიებში: მემკვიდრეობითობის პრიორიტეტები“, რომელიც შეივსო ფორუმის საკვანძო მოვლენით  – მრგვალი მაგიდით „რუსული მედია და სამხრეთ კავკასია – თარგმანში დაკარგულები“.


მისმა მოდერატორებმა  – რუსეთის საბჭოს ექსპერტმა საერთაშორისო საქმეებში და რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის დოცენტმა ალექსანდრ გუშჩინმა დაგაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ მთავარმა რედაქტორმა ირაკლი თოდუამ, სხდომის გახსნისას ხაზი გაუსვეს აღნიშნული თემის „არა ლინგვისტური“ განმარტების მნიშვნელობას. თარგმანის სირთულეებში უნდა ვიგულისხმოთ არა შინაარსის გადმოცემის სტილისტური თავისებურებებ , არამედ რეგიონის პრობლემური საკითხების გაშუქეებისას მხარეთა ინტერესების ბალანსის დაცვის აუცილებლობა, ისეთების, როგორიცაა ყარაბაღის კონფლიქტი, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის  თვითგამორკევის პრობლემა.


მრგვალი მაგიდის ფარგლებში გამართული მწვავე დისკუსიის შეჯამებისას ა.გუშჩინმა წამოაყენა წინადადება, შეიქმნას ერთიანი საინფორმაციო ინტერნეტ–პორტალი რეგიონში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი მოვლენების გასაშუქებლად და  კონსტრუქციული კონტენტის შესაქმნელად რუსეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის ავტორიტეტული ექსპერტების მონაწილეობით,რომელთაც მიუკერძოებელი და არგუმენტირებული კომენტარის გაკეთება შეუძლიათ.


ღონისძიების მონაწილეებმა არანაკლებ აქტუალურად მიიჩნიეს ლექცია „სიტყვის თავისუფლება და რელიგიის თავისუფლება: ჰარმონიის ძიება პოლიტკულტურულ საზოგადოებაში“, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ ყიფშიძემ წაიკითხა.


გამოსვლისას სპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ სიტყვის თავისუფლება და რელიგიის თავისუფლება  მხოლოდ მაშინფასობს, როცა ისინი დაბალანსებულია პასუხისმგებლობით და გაცნობიერებული შეზღუდვებით, მათ შორის – თვითშეზღუდვით.


–  სინდისის თავისუფლებას, ისევე როგორც სიტყვის თავისუფლებას ზოგიერთი აღიქვამს, როგორც რელიგიური გამოხატულების თავისუფლებაში პასუხისმგებლობის სრულარქონას. თუმცა რელიგიური თავისუფლების საზოგადოებრივ გამოხატვაში უამრავი შეზღუდვაარსებობს, – განმარტა მან.


ეროვნული უნივერსიტეტის – „ეკონომიკის უმაღლესი სკოლის“ კომუნიკაციების, მედიის და დიზაინის ფაკულტეტის მედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილია ქირიამ თავის მასტერ–კლასზე „რატომ ხდება მედიაკომპანიების დეგრადაცია: როგორ ვმართოთ კრეატიულობა ახალ პირობებში?“ განიხილა ტრადიციული მედიის კრიზისის პრობლემა, რომელიც ახალი კადრების სიმცირითაა გამოწვეული. მისი მტკიცებით, ახალი თაობა დიდი ენთუზიაზმით აღიქვამს დღეს სოციალური ქსელებისა და ინტერაქტიული პლატფორმების რესურსებს, რომლებიც პირდაპირი კომუნიკაციისთვის დიდ შესაძლებლობებს იძლევა. ამასთან ერთად მედია–სივრცეში სულ უფრო მეტად კვეთება ციფრული კაპიტალიზმის ნიშნები. – ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მედიის შემდგომ „ინდუსტიალიზაციას“. ისინი სულ უფრო მეტად ემსგავსება ახალი ამბების ფაბრიკებს. პრობლემა იმაშია, რომ კონვეირული ტიპის წარმოება სრულიად ანადგურებს კრეატიულობას, ხოლო ჟურნალისტიკა, სამწუხაროდ, კრეატივის გარეშე ვერ იარსებებს – აღნიშნა სპიკერმა. ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს ფორუმის მონაწილეებმა დისკუსიის დროს თემაზე „სპორტი და მედია – მსხვილი სპორტული ღონისძიებების გაშუქების ახალი ფორმატები“, რომლის მოდერატორიც გახლდათ კრეატიული პროდიუსერი, რადიოსადგურ „Вести FM“–ს წამყვანი გიორგი სარალიძე. ასევე – სოციალური პროექტირების ცენტრ „პლატფორმას“ დამფუძნებლის ალექსეი ფრისოვის ლექციიდან „იდეოლოგიური სტრატეგიები და მედია – შინაარსის შექმნის ტექნოლოგიები.“ ფორუმის შედეგების შეჯამებისას მონაწილეებმა რუსეთის მედია–საზოგადოებისა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების წარმომადგენლებს შორის ჰუმანიტარული თანამშრომლობისა და კულტურათა შორის დიალოგის განვითარებისკენ მიმართულ სახელმწიფოთაშორის პროექტების ფარგლებში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?