14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

საკნატუნო ამბები

13 ივლისი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივლისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
დღეს იმდენი საქმის გაკეთებას მოასწრებთ, რომ საკუთარი შრომისუნარიანობით სასიამოვნოდ გაკვირვებული და კმაყოფილი დარჩებით. დაგეგმილი გაქვთ ვიღაცასთან გულახდილი საუბარი, რომელიც იმაზე მძიმე აღმოჩნდება, ვიდრე ელოდით. აუცილებელი არაა, გაიღიმოთ, თუ ამის განწყობა და სურვილი არ გაქვთ.


კურო
დაიწყეთ დღე სარკეში საკუთარი ანარეკლისთვის გაღიმებით და დღე შესანიშნავად ჩაივლის. ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდებით, სადაც გამეორება ცოდნის დედაა. საყვარელ ადამიანთან კამათი დიდი ხნით გამოგიყვანთ წყობიდან.


ტყუპები
ამ დღეს მთების დაძვრაც კი შეგიძლიათ, ამიტომ გამოიყენეთ შანსი, რომ შეუძლებელი შეძლოთ. დღეს ვიღაცას დაეხმარებით ან საქმიან რჩევას მისცემთ. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს, რომლებსაც ვარსკვლავები გიგზავნიან.


კირჩხიბი
შესაძლოა, რაღაც საინტერესო წინადადება მიიღოთ, თუმცა, სანამ უპასუხებთ, კარგად დაფიქრდით. მთელი დღე რაღაც გინდათ, მაგრამ თავადაც ვერ გაგიგიათ, რა. რაღაც, თქვენთვის უცნობი კერძის გასინჯვას ვერ ბედავთ, თუმცა, თუ გაბედეთ, აუცილებლად მოგეწონებათ.


ლომი
ამ დღეს ადამიანებს ისე იზიდავთ, როგორც მზესუმზირებს მზე, რაც ძალიან სასიამოვნოდ გეჩვენებათ. მთავარია, თქვენი სითბო ყველას ეყოს. თავი შეიკავეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობისგან, რომლებსაც არ ენდობით. ლომებო, გარეგნობა ნუ შეგაცდენთ, რომელიც დღეს ისეთი მატყუარაა, როგორც არასდროს.


ქალწული
უგუნური გადაწყვეტილება უგუნურ ქცევამდე მიგიყვანთ, რაც უზარმაზარ სიხარულს მოგანიჭებთ. რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, გარშემომყოფებს საკუთარი ემოციები არ დაანახოთ. დღეს ტექნიკასთან თქვენი ურთიერთობა ძალიან სახიფათოდ ვითარდება და რასაც ხელს მოჰკიდებთ ყველაფერს ამტვრევთ. ამიტომ ტექნიკასთან ურთიერთობისგან მაქსიმალურად თავი უნდა შეიკავოთ.


სასწორი
სასწორებისთვის ხვალინდელი დღე წარმატებით დაიწყება. თუკი ამ დღეს ვერ გადაწყვეტთ, რა გააკეთოთ ან სად დასაქმდეთ, შეიძინეთ ლატარიის ბილეთი. სასწორებო, გახსოვდეთ, სიამაყე ნაკლი არ არის, მაგრამ ნუ გადააჭარბებთ.


მორიელი
მორიელებს ვარსკვლავები გირჩევენ, ღირსშესანიშნავი ადგილები მოინახულოთ, რომლებიც შთაგაგონებთ და განვითარებაში დაგეხმარებათ. დღის მანძილზე ძილიანობის შეგრძნება გექნებათ და შესაძლოა, რაღაც მნიშვნელოვანი გამოტოვოთ. ამ დღეს არ ღირს რაიმე სახის ცვლილებების გატარება. უმჯობესია, ყველაფერი თავის ადგილას დატოვოთ.

მშვილდოსანი
მშვილდოსნები აუჩქარებლად მიჰყვებიან ცხოვრების დინებას, მაგრამ, სამაგიეროდ, თავდაჯერებულები არიან და ზუსტად იციან, რომ მიზანთან უკვე ძალიან ახლოს დგანან. შესაძლოა, მარტოხელა მშვილდოსნებმა ხვალინდელი საღამო კინოთეატრში გაატარონ, შესაფერისი კომპანიონობის გასაწევად კი ვინმეს მოძებნას ნახევარ დღეს დაუთმობთ. ვარსკვლავები არ გირჩევენ შორს გამგზავრების დაგეგმვას.

თხის რქა
ამ დღეს შესაძლოა, ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი საჩუქარი მიიღოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დაურეკოთ მშობლებს მოსაკითხად, ხოლო, თუ დრო გაქვთ, აუცილებლად გაუარეთ მათ და მოინახულეთ. დასვენებისთვის დახარჯული ფული სიამოვნებას ვერ მოგანიჭებთ.


მერწყული
მერწყულებო, შეუთანხმდით მეგობრებს შეხვედრაზე და დროს მხიარულად გაიყვანთ. ამ დღეს შესაძლოა, სინოპტიკოსის როლში აღმოჩნდეთ, რადგან გარშემომყოფებისთვის „ამინდს შექმნით“. ხმამაღლა საუბარს ვარსკვლავები არ გირჩევენ, რადგან უახლოეს პერიოდში შესაძლოა, თქვენი ხმამაღალი ნათქვამი შემოგიბრუნდეთ.


თევზები
ამ დღეს ვარსკვლავები გირჩევენ, გარისკოთ და ლატარიის ბილეთი შეიძინოთ. თევზებო, იყავით თავაზიანი, თუკი ვინმეს გაცნობა მოგიწევთ. ამ დღეს შესაძლოა, თავი სამყაროში ყველაზე მარტოსულად იგრძნოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?