საკნატუნო ამბები

სად არ შეიძლება კოცნა?

fun time

14:00 ოთხ. 17 მარტი, 2021 წელი

სად არ შეიძლება კოცნა?

14
დაკოპირებულია

არაბულ და აზიის ქვეყნებში საზოგადოებაში კოცნა კანონით რომ ისჯება, ეს არავის გაგიკვირდებათ, თუმცა სახალხო კოცნაზე აშშ-სა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაშიც არის აკრძალვები, ოღონდ ამ შემთხვევაში ისინი პრაქტიკული მიზეზებითაა დაწესებული.

ევროპისა და ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში დაწესებულების მენეჯმენტს უფლება აქვს, კოცნის შესახებ საკუთარი წესები დაამკვიდროს, რომელთა გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ფულადი ჯარიმა დაგეკისრებათ ან მთელი ცხოვრების განმავლობაში ამ დაწესებულებაში შესვლის უფლება არ გექნებათ.

ახლა კი ჩამოგითვლით, რომელ ქვეყანაში რა ადგილას იკრძალება კოცნა:

საჭესთან - იტალიის ქალაქ ებოლიში მანქანაში კოცნისთვის 500 ევროთი დაჯარიმდებით. ეს აკრძალვა გზებზე უსაფრთხო გადაადგილებისთვის დაწესდა.

ოქსფორდის უნივერსიტეტში - სტუდენტები უნდა იყვნენ კონცენტრირებულები მხოლოდ სწავლაზე, სწორედ ამიტომ სასწავლებლის ტერიტორიაზე ახალგაზრდებს კოცნა ეკრძალებათ. ხოლო მოუთმენელი სტუდენტებისთვის უნივერსიტეტის სასადილოში გამოყოფილია სპეციალური ადგილი - „ზონა კოცნისთვის“.

პარიზში სადგურებსა და მეტროში - სარკინიგზო პლატფორმებზე კოცნა აკრძალულია. ეს კანონი მთელი საფრანგეთის ტერიტორიაზე 1910 წლიდან მოქმედებს. თავდაპირველად შეზღუდვა იმიტომ დაწესდა, რომ შეყვარებული წყვილები ერთმანეთს დიდხანს ემშვიდობებოდნენ, შედეგად კი მატარებელი გასვლას აგვიანებდა. დღეს სადგურში კოცნისთვის არ დაგაჯარიმებენ, მაგრამ ნუ გექნებათ იმედი, რომ მემანქანე დაგელოდებათ.

ლონდონის მეტროში - აქ კოცნა იკრძალება იმისთვის, რომ პიკის საათის დროს მგზავრები ჭყლეტაში არ მოყვნენ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეყვარებული წყვილებისთვის საკოცნელად სპეციალური ზონები გამოყო, სადაც სხვა მგზავრებს ხელს არ შეუშლიან.

ბირმინგემში კინოთეატრებში - კინოში პაემანი უკვე კლასიკაა. ჩაბნელებული დარბაზის უკანა რიგებიდან კოცნის გარეშე გამოსვლა რთულია. ბრიტანულ ბირმინგემში ამ წესს არ ითვალისწინებენ: ადგილობრივი კინოთეატრების მფლობელები მკაცრად აკონტროლებენ, რათა ფილმის ყურების დროს მაყურებლებმა კოცნისგან თავი შეიკავონ.

კოლორადოს შტატში ძილში - აშშ-ში რამდენიმე უცნაური კანონი არსებობს, რომლებიც სასიყვარულო თამაშებს ეხება. კოლორადოს შტატში მამაკაცს არ აქვს მძინარე ცოლის კოცნის უფლება. მინესოტაში ცოლს შეუძლია, უარი უთხრას ქმარს კოცნაზე, თუკი მას პირში ხახვის ან ნივრის სუნი აქვს. ფლორიდაში ქმრებს ეკრძალებათ ცოლის მკერდზე კოცნა, ხოლო კონექტიკუტსა და მიჩიგანში ცოლ-ქმარს კვირა დღეს სექსი არ აქვთ.

არაბულ და აზიის ქვეყნებში ყველას თვალწინ - არაბულ და აზიის ქვეყნებში კანონი გაცილებით მკაცრია: საზოგადო ადგილას ლოყაზე კოცნაც კი ჯარიმით ან დაპატიმრებით სრულდება. მაგალითად, არაბეთის გაერთიანებულ სამეფოში ქუჩაში კოცნისთვის 1000 დოლარის გადახდა მოგიწევთ ან ციხეში ჯდომა ათი დღით. ამ წესის შესახებ უნდა იცოდნენ ტურისტებმაც - დუბაიში 2010 წელს დააპატიმრეს ბრიტანელი წყვილი, რომლებიც ერთმანეთს ადგილობრივ რესტორანში ვახშმის დროს კოცნიდნენ.

სახალხოდ კოცნა ასევე მიუღებელია იაპონიაში და ჩინეთში - აზიის მცხოვრებნი მიიჩნევენ, რომ კოცნა სექსის პრელუდიაა.

ესეც საინტერესოა 🔰:

ქალები - 10 უცნაური აკრძალვა, რომელიც დღესაც მოქმედებს;



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები