ენერგოეფექტურობა ქვეყნისთვის პრიორიტეტული უნდა გახდეს

საკნატუნო ამბები

18 ივლისი 15:25, 2017 წელი

მცირე დანახარჯებით ბინის გაგრილება ან გათბობა, თანაც გარემოსთვის ზიანის მიუყენებლად - კომპანია „სიგმა ტექნოლოჯის & სოლუშენსის“ თანადამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცინცაძე ნანო ტექნოლოგიებით შექმნილი პირველი ქართული სამშენებლო პროდუქტის „ვესტუსის“ შესახებ გვესაუბრება.

საქართველო ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის შემუშავებას გეგმავს, რომლის დებულებების თანახმად, 2030 წლამდე სათბურის აირების გამოყოფა 15%-ით შემცირდება.
ცნობისათვის - 2014 წლის ივნისში საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ხოლო ორი წლის შემდეგ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი გახდა. ამით ქვეყანამ ენერგოეფექტური ნაგებობების აშენების ვალდებულებაც აიღო. 

„ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვა მოსახლეობას ხელს შეუწყობს, რომ მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოცულობა შემცირდეს, შესაბამისად, შემცირდეს გადასახდელი თანხის რაოდენობაც. ენერგიის მოხმარება მთელ მსოფლიოში იზრდება და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შენობა იყოს უფრო ენერგოეფექტური, დაინერგოს ენერგოეფექტურობა წარმოებაში (ან მრეწველობაში), დაინერგოს უფრო ენერგოეფექტური ტრანსპორტი და ა.შ.” - მიაჩნიათ საქართველოს მთავრობაში.


დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობისთვის ენერგოეფექტურობის ის რეალური და პოზიტიური მახასიათებლები, რომლებიც არამარტო ეკოლოგიას, არამედ ფინანსურ ეკონომიასაც უკავშირდება, სიახლეს აღარ წარმოადგენს. შესაბამისად, დასავლური ქვეყნების ეკონომიკა სწორედ ენერგომოხმარების შემცირების ხარჯზე ვითარდება. ისინი ახალ ტექნოლოგიებს წარმატებულად იყენებენ და ყველა მათი ნაბიჯი გრძელვადიან სარგებელზეა გათვლილი.


რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქართულ ბაზარზე, რას სიახლეს სთავაზობენ ბაზარზე მოქმედი კომპანიები მომხმარებელს, კერძოდ, როგორ შეამციროს ენერგომოხმარება ნანო ტექნოლოგიებით შექმნილი პროდუქტების გამოყენებით და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ინოვაციური პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის „სიგმა ტექნოლოჯის & სოლუშენსის“ თანადამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცინცაძე:

- კომპანია „სიგმა ტექონოლოჯის & სოლოუშენი“ მომხმარებელს ინოვაციური პროდუქტს „ვესტუსს“  სთავაზობს. „ვესტუსი“ ნანო ტექნოლოგიით დამზადებული თერმო, ჰიდრო და ანტიკოროზიული და ხმის საიზოლაციო ინოვაციური პროდუქტია. მის უნიკალურობას გამოყენების სიმარტივე განაპირობებს, რომელიც შენობა-ნაგებობის შენახვის მინიმუმ 16-წლიან გარანტიას იძლევა. დღეს ქართულ ბაზარზე აღნიშნულ  პროდუქტზე მოთხოვნა დიდია. მსგავსი ხარისხის და ამ ფასის შესაბამის პროდუქტის ანალოგი საქართველოში არ არის, რაც კვლევებმაც დაადგინა.




კომპანია დაარსდა ქართული კაპიტალით და ბაზარზე  რამდენიმე წელია, რაც ოპერირებს. 
კომპანია, რომელიც  ორიენტირებულია სამშენებლო მასალების ახალი და ინოვაციური ტექნოლოგიების საქართველოს ბაზარზე შემოტანასა და დანერგვაზე, გამოირჩევა ადგილობრივი ინვეტიციებით და არ არღვევს ქვეყნაში არსებულ ენერგეტიკული უსაფრთხოების ნორმებს. წარმოებაში გამოიყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის ნედლეული, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.


- აღნიშნეთ, რომ კომპანია დაარსდა ქართული კაპიტალით ანუ 100 პროცენტით ქართულია?
- ეს არის  ქართული კერძო ინვესტიცია, რომლის მოცულობამ  მილიონ ნახევარ ლარს გადააჭარბა. ასევე იგეგმება მისი გაზრდა და სხვადასხვა უნიკალური პროდუქტების დამატება.  უკვე არსებულ ჰიდრო და თერმოიზოლაციებთან ერთად, კომპანიას დაგეგმილი აქვს ქართულ ბაზარზე შემოიტანოს თხევადი ცელოფანი, მაგნიტური საღებავი, კოღოს საწინააღმდეგო საღებავი, ხმის იზოლაცია, ანტიკოროზიული იზოლაცია, ხანძარსაწინააღმდეგო და ელექტრომაგნიტური გამოსხივების საწინააღმდეგო საღებავი. მნიშვნელოვანია, რომ წარმოებაში გამოიყენება მაღალი ხარისხის ნედლეული, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.  ნედლეული შემოდის  მხოლოდ პირველი კლასის ხარისხის.  ძირითადი მომწოდებლები არიან საფრანგეთი, შვეიცარია და თურქეთი.


- სად აწარმოებთ პროდუქტს?
- კომპანია ნანო ტექნოლოგიებით შექმნილ ინოვაციურ პროდუქტს „ვესტუსს“  საქართველოში აწარმოებს და  ასევე სარგებლოს ექსპორტის ექსკლუზიური უფლებით მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ირანში. ასევე იგეგმება პროდუქციის გატანა ჩინეთშიც.


- ვინ არიან თქვენი მომხმარებლები?
- კომპანიის სამიზნე აუდიტორია არის მოსახლეობა, სამშენებლო კომპანიები და ასევე ის კომპანიები, მათ შორის, წყალგაყვანილობის კომპანიები, რომელთაც სურთ, მომხმარებლებს შეუქმნან კომფორტული გარემო.


- პროდუქციაზე მოთხოვნა მაღალია მეზობელ ქვეყნებშიც, რაც უკვე ნიშნავს, რომ აღნიშნული პროდუქტი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გარკვეული ნაწილია...
- აღნიშნული პროდუქცია ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არ არის, შესაბამისად, მათზე მოთხოვნა კიდევ მეტად გაიზრდება, ვიდრე დღეს არსებობს,  რადგან ეს არის კონკურენტუნარიანი პროდუქტი. ეს არის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გარკვეული ნაწილი, რადგან ქვეყნიდან ნაკლები თანხა გაედინება ენერგომატარებლებზე. კერძოდ, ადამიანი ნაკლებს მოიხმარს და უფრთხილდება თბოენერგორესურსებს. შესაბამისად თბოელექტროსადგურებისგან  ნახშროჟანგის გამოყოფა ჰაერში ნაკლებია. შესაბამისად, აღნიშნული პროდუქტი მნიშნველოვანია ენერგეტიკულად, ეკოლოგიურად და ეკონომიურად.
ამასთან, კომპანია „სიგმა ტექონოლოჯის & სოლოუშენის“  მიერ წარმოებული ყველა პროდუქტი არის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, დამზადებული ეკოლოგიურად სუფთად.  ეს დასტურდება სხვადასხვა საერთაშორისო სერტიფიკატით.


- ენერგოეფექტურობაზე ყველა საუბროს, რეალურად რა მდგომარეობაა დღეს ქართულ ბაზარზე, გახდა თუ არა ენერგოეფექტურობა მთავრობისთვის პრიორიტეტული მიმართულება?
- დღეს ქართულ ბაზარზე არსებული პროდუქტები მოძველებულია არამარტო ფასი გამო, არამედ ტექნოლოგიურადაც. მათი დატანება შეუძლებელია ყველა ზედაპირზე. მაგალითად, ბინაში შესასვლელ რკინის კარზე, რომელიც სითბოს მთავარი გადინების წყაროა. ასევე თუნუქის სახურავზე ან ცივი და ცხელი წყლის მილებზე, მათი გარედან  დატანის შემდეგ აუცილებელია ზედაპირის მოპირკეთება. „ვესტუსი“ შეიძლება იყოს ბოლო ფენა. ამ ფონზე, შეუძლებელია საცხოვრებელ კორპუსში ლოკალურად ერთი ბინის დათბუნება, რადგანაც სხვა მაცხოვრებლების სურვილი იქნეს გათვალისწინებული. გარდა ამისა, ქალაქის სამსახურები არ მისცემენ ფასადის ცვლილების ნებართვას და ა.შ.  ამიტომაც მსოფლიოში სახელმწიფოების მიერ ხდება მოსახლეობის სუბსიდირება, რათა მათ მოახდინონ საკუთარი საცხოვრებლების დათბუნება და ამით ენერგომატარებლების ეკონომია და ატმოსფეროში გამოტყორცნილი CO-ს შემცირება. საქართველოც სწორედ ამ მიმართულებით უნდა წავიდეს და ენერგოეფექტურობაზე ზრუნვა პრიორიტეტული გახდეს.


- მთავრობას ამ მიმართულებით მხარდაჭერას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებს. ამასთან ქვეყანა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრიც გახდა, დღეს როგორია ხელისუფლების მზაობა ამ კუთხით?
- თუ გვაქვს სურვილი ევრო კავშირში გაერთიანების, უკვე უნდა დავიწყოთ მისი მოთხოვნების გათვალისწინება.ხელისუფლებიდან კი არ ჩანს არანაირი გზავნილი.


- გარდა ამისა, ამით საქართველომ ენერგოეფექტური ნაგებობების აშენების ვალდებულებაც აიღო... და მაინც რას გულისხმობს ენერგოეფექტურობა შენობაში?
- ჩვენ მიერ შეძენილი ენერგომატარებლებით არ „გავათბოთ“ ატმოსფერო. მცირე დანახარჯებით უზრუნველყოთ საკუთარი ბინის თუ სახლის თბომომარაგება და გაგრილება. ამის მიღწევა კი ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიებისა და მასალების აქტიური დანერგვით შეიძლება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?