სიკვდილთან თამაშები - მსოფლიოს ყველაზე საშიში ტრადიციები, რომელთა შორის ერთ-ერთი ქართულია

საკნატუნო ამბები

26 ივლისი 17:00, 2017 წელი

ეს გართობები ყოველთვის ტრავმებით, ზოგჯერ კი ლეტალურადაც მთავრდება, თუმცა საუკუნეებია, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გრძელდება და მონაწილეები და მაყურებლები არ აკლდება. ამ ქვეყნების სიაში ჟურნალმა „Вокруг света“-მ საქართველოც შეიყვანა.

ენსიერო. ესპანეთი, პამპლონა



„ვთხოვთ ჩვენს მფარველ წმინდა ფირმინას, გაგვატაროს ენსიეროზე და წყალობა მოგვცეს!“ - ამ ლოცვა-სიმღერას ორი მაშხალის გასროლა მოსდევს და ძველი ქალაქის ქუჩებში ადამიანთა რბოლა იწყება. მანძილი - 875 მეტრი, ბოსლიდან ქალაქის მთავარ არენამდე. რატომ ბოსლიდან? იმიტომ, რომ მონაწილეებს ფეხდაფეხ ექვსი საჯიშე ხარი მისდევს. ყოველ წელს წმინდა ფირმინას ხარების ფესტივალზე 50-დან 100-მდე ადამიანი ზიანდება.


 


ფორთოხლების ბრძოლა. იტალია, ივრეა



ყოველწლიურ საკარნავალო ბრძოლაში ათასამდე ადგილობრივი მცხოვრები მონაწილეობს და მილიონამდე „საბრძოლო მასალა“ იხარჯება. ამ ტრადიციას საფუძვლად ლეგენდა უდევს, რომლის თანახმადაც ერთ ჰერცოგს მეწისქვილის ქალიშვილთან ღამის გატარება მოუნდა. მამაცმა ქალიშვილმა მოძალადე ჰერცოგს თავი მოჰკვეთა, ხოლო მოსახლეობამ მას ციხე-დარბაზი დაურბია.
„არანჩერების“ ცხრა გუნდი მოსახლეობას გამოსახავს, რომლებიც ურმებზე მდგარ „სასახლის მცველებს“ ფორთოხლებს გამეტებით ესვრიან.


 


ომბასირა. იაპონია, ნაგანო



სუვას ტბის თავზე წამომდგარ მთაზე 16 უშველებელი სოჭი იჭრება. ამ 20-მეტრიან მორებსა და მათზე გადამჯდარ თავზეხელაღებულებს, თოკების მეშვეობით, მთის ციცაბო ფერდობზე აგორებენ.
„საპატიო ბოძების“ ფესტივალი ვეფხვისა და მაიმუნის წლებში იმართება და იაპონიაში ყველაზე სახიფათო გასართობად მიიჩნევა. მართლაც ასეა, მონაწილეები ზოგჯერ სასიკვდილო დაზიანებებსაც კი იღებენ.


 



კუპერსჰილის ყველის რბოლა. დიდი ბრიტანეთი, გლოსტერშირი




ყოველწლიურად სულების დღეს (აღდგომიდან 50-ე დღეს) 4-კილოგრამიან ყველის თავს სოფელ ბროკუორტთან მდებარე კუპერის ბორცვიდან აგორებენ. რბოლის მონაწილეები, ყველთან ერთად, 112 კმ/სთ სიჩქარით მორბიან. ამ დროს იტეხენ ფეხებს, ხელებს, ნეკნებს, კისრებს. ყოველ მათგანს დაბლა სასწრაფო დახმარების ფურგონი ელოდება.


 


ელ-კოლაჩო. ესპანეთი, კასტილიო-დე-მურსია



ქრისტეს სხეულის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ფესტივალზე წითელ-ყვითელ ტანსაცმელში გამოწყობილი მამაკაცები, რომლებიც ეშმაკს განასახიერებენ, შუა მოედანზე დაწვენილ, იმ წლის განმავლობაში დაბადებულ ჩვილებს თავზე ახტებიან. იმ მხარეში სჯერათ, რომ ეს ტრადიცია ბავშვს ჩასახვის ცოდვისგან ათავისუფლებს და ბოროტი ძალებისგან იცავს. ეკლესიას კი ამაში ეჭვი ეპარება.



მუსანგვე. სამხრეთ აფრიკა, ლიმპოპო



ორთაბრძოლა მაშინ წყდება, როცა ერთ-ერთ მონაწილე სისხლს დაანთხევს, ნოკაუტში ჩავარდება ან დანებდება. ეს ვენდას ტომის მებრძოლთა კლუბის წესია. ბრძოლები კი შობას, მუსანგვეს ფესტივალზე იმართება.


 


ლელო. საქართველო, შუხუთი



სპეციალურ ტყავის ბურთს ნახერხითა და ქვიშით ავსებენ, ღვინით ალბობენ და შედეგად 18-კილოგრამიან სპორტულ იარაღს იღებენ. აღდგომის დღეს მღვდელი ეკლესიის კარიბჭიდან ბურთს მოთამაშეებს გადაუგდებს და თამაშიც იწყება. სოფლის ახალგაზრდობა ორ გუნდშია გადანაწილებული. უკომპრომისო ბრძოლაში ტრავმები პირველი წუთებიდანვე იჩენს თავს.




ბუზკაში. ავღანეთი, ტაჯიკეთი და სხვა



ტაჯიკურიდან სახელწოდება ითარგმნება, როგორც „თხის დათრევა“. მიზანი თხის მოხელთება და ფინიშამდე მისვლაა. ძველ დროში მოწინააღმდეგის გამათრახებაც შეიძლებოდა, მაგრამ ამჟამინდელი წესებით ეს აკრძალულია. ამის მიუხედავად, ცხენებს არავინ უშლის სხვა ცხენებისა და მოთამაშეების კბენას და მათთან შეჯახებას.


 


სკის-ფოიერვერკების ფესტივალი. ტაივანი, იანშუაი



მაშინ, როცა მთელი ჩინეთი ახალი წლის მე-15 დღეს ცაში ჩინურ ფანრებს უშვებს, იანშუაიში შეკრებილ ხალხს პეტარდებითა და „სკა“-თი, სპეციალური სარაკეტო დანადგარებით ბომბავენ. ცეცხლში მოყოლა დიდ ბედს ნიშნავს. ამიტომაც ხალხი ჩაფხუტებს იხურავს და ცეცხლის ქვეშ მიძვრება. ფესტივალზე ტრავმის მიღება და დამწვრობა ჩვეულებრივი ამბავია.


 


ციხე „ანგოლას“ როდეო. აშშ, ლუიზიანა



აშშ-ს ყველაზე დიდი და მკაცრი ციხის პატიმრებს, რომლებიც სასჯელს პლანტაციებში იხდიან, მძიმე შრომისგან თავის დაღწევის საშუალება ეძლევათ. ციხეში აპრილსა და ოქტომბერში როდეო იმართება. ერთ-ერთი გართობაა პოკერი ხართან. ოთხი პატიმარი არენის ცენტრში მაგიდასთან პოკერის თამაშს იწყებს, გამძვინვარებული ხარი კი მათ უტევს. მოგებული ის პატიმარია, ვინც ყველაზე ბოლოს დაყრის ბანქოს ქაღალდს და გაიქცევა. ეს ტრადიცია 1965 წლიდან არსებობს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?