კლოდ მონე და მისი მუდმივი მენატურე

საკნატუნო ამბები

8 აგვისტო 19:00
70

„ქალები ბაღში“ კლოდ მონემ 1866 წელს დახატა. ტილოზე გამოსახული სამივე ქალის მოდელი კამილა დონსე გახლდათ. კამილაა ასევე „იაპონელი“, ქალი ქოლგით“, ქალი მწვანეში“ - ამ გენიოსი იმპრესიონისტის თითქმის ყველა ქალი. მართლაც, რატომ უნდა გადაუხადო მენატურეს, როცა ახალგაზრდა და ლამაზი ცოლი გყავს?

წვრილი ლიონელი ბურჟუას 17 წლის ქალიშვილი კამილა დონსე მონემ 1865 წელს გაიცნო. მალე მათ ერთად ცხოვრება დაიწყეს. „ლამაზი ქალიშვილი რბილი ხასითით, ერთნაირად იღებდა მეუღლის კარიერაში აღმასვლასა და ვარდნას. მძიმე ვითარებისას არ ჩიოდა სიცივესა და მწირ რაციონზე“, - წერს ჟან-პოლ კრესპელი თავის წიგნში „იმპრესიონისტთა ყოველდღიური ცხოვრება“.
მათ იმდენად უჭირდათ, რომ მონე თავისი ძველი ტილოებიდან საღებავს ფხეკდა, რათა ახალი დაეხატა.
1869 წელს მონე მეგობარს სწერდა: „რენუარს ჩვენთვის სახლიდან პური მოაქვს, რათა შიმშილით არ მოვკვდეთ. კვირა უპუროდ, სიცივესა და სიბნელეში - ეს საშინელებაა“.


ბოლოს მათ ბედმაც გაუღიმა: მონეს ნახატების გამოფენებზე წარდგენა და, შესაბამისად, გაყიდვაც დაიწყო!
კამილას უკვე მზარეული, მებაღე და ვაჟისთვის ძიძაც ჰყავდა. საუკეთესო კაბები მის ჯერაც უჭკნობ სილამაზეს ხაზს უსვამდა. მათ ერთად 15 წელი იცხოვრეს...
ჟან-პოლ კრესპელის აზრით, კამილას სიკვდილი ტრაგიკული იყო. „იგი საშვილოსნოს კიბოთი გარდაიცვალა. ეს მეორე ვაჟის მიშელის დაბადების შემდეგ მოხდა. საწყალი ქალის აგონია საშინელი იყო. ამასთანავე, მისმა უდარდელმა მეუღლემ იგი სოფლის ექიმის ამარა დატოვა... კლოდ მონე მხოლოდ კამილას სიკვდილის შემდეგ გამოჩნდა. ასეთ ტრაგიკულ მომენტშიც კი მონე მხატვრად დარჩა - მან კამილა სასიკვდილო სარეცელზე დახატა. ასე შეიქმნა იმპრესიონისტის ფუნჯით ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი ნახატი“.

  • „იაპონელი ქალი“

  • „ქალი მწვანეში“

  • „საუზმე მდელოზე“

  • „ქალები ბაღში“

  • „ქალი ქოლგით“

  • „კამილა სასიკვდილო სარეცელზე“

წყარო: moya-planeta.ru