ამ ნივთებს თუ იპოვით, ნუ აიღებთ და მიითვისებთ!

საკნატუნო ამბები

10 აგვისტო 13:00, 2017 წელი

ეზოთერიკოსები ამბობენ, რომ ნივთებს ყოველთვის თან სდევს ძველი პატრონის ენერგეტიკა. აქედან გამომდინარე კი, ნაპოვნ ნივთთან ერთად შეიძლება თქვენზე ძველი მფლობელის ფიქრები, პრობლემები, უსიამოვნებები და დაავადებებიც კი გადმოვიდეს.

არ არის გამორიცხული, რომ ე.წ. „დაკარგული“ ნივთების დიდ ნაწილს ძველი პატრონი სპეციალურად ტოვებდეს ქუჩაში, რათა უარყოფითი ფიქრები, ნაღველი, ფინანსური წარუმატებლობა, ცუდი ჯანმრთელობა და სხვა პრობლემები თავიდან მოიშოროს!
თუკი გზად ამ 9 ნივთიდან რომელიმეს გადააწყდით, აუცილებლად გვერდი აუარეთ!


1) რკინის ფული



ცნობილი ფაქტია, რომ ლითონი კარგად ითვისებს ენერგეტიკას, როგორც დადებითს, ისე უარყოფითს. მაგრამ თუკი ლითონის ფულს კეთილი ენერგიით შეავსებენ, ის თილისმად იქცევა და მას ხელიდან არავინ გაუშვებს. მაგრამ არის მეორე ვარიანტიც, ლითონის ფულს რაღაც ცუდის მოსაშორებლად (როგორც წესი, ფინანსური პრობლემების) „დააპროგრამებენ“ და ქუჩაში „კარგავენ“. ამგვარი ფულის აღებით თქვენ რამდენიმე თეთრით მდიდრდებით, უფრო მეტს კი კარგავთ! 


2) ძვირფასი ლითონის სამკაული



თუკი საქმე ოქროს ანდა ვერცხლის ნივთებს ეხება, მათი მითვისებით შედეგი შეიძლება კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდეს. მფლობელის სხეულზე მყოფი სამკაული არა მხოლოდ ენერგეტიკას ითვისებს, არამედ ბიოველთან ურთიერთქმედებას იწყებს და შემდეგ მთელ ინფორმაციას ინახავს. მთავარი კი ისაა, რომ ოქროსა და ვერცხლის ნივთებს ხშირად ავი თვალის ანდა ჯადოს მოსაშორებლად იყენებენ! ასე რომ, თუკი თქვენ საქორწინო ბეჭედი იპოვეთ, დარწმუნებული იყავით - ბევრ შემთხვევაში ის „გადაგდებულია“, რათა პირად ცხოვრებაში არსებული პრობლემები თავიდან მოიშორონ. ალბათ, ხვდებით, რა მოჰყვება ამგვარი სამკაულის თუნდაც მხოლოდ მოზომებას?


3) ჰენდ-მეიდ ნივთები (რბილი სათამაშოები, ხის ქანდაკებები, თოჯინები)



თუკი ამგვარი ნივთი საკუთარი ხელით შექმნეს და სახლიდან გამოიტანეს, დიდი ალბათობით, ეს გამიზნულად გაკეთდა, რათა სახლიდან რაღაც ცუდი „გაეტანათ“, ანდა ეს ცუდი ვინმესკენ მიემართათ. მათკენ არცკი გაიხედოთ. ამგვარ ნივთთან მიკარებაც კი სახლში არეულობას, ფინანსურ პრობლემებსა და დაავადებებს მოგიტანთ.


4) ნემსები და ქინძისთავები



ეზოთერიკოსების მტკიცებით, უარყოფითი ენერგიით ყველაზე მეტად წვეტიანი ლითონის ნივთები „იმუხტება“. სწორედ ამიტომ ნემსებისა და ქინძისთავების 99% ქუჩაში სპეციალურად არის გადაგდებული! იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ძველი მფლობელი ამგვარ ნივთს თილისმად ატარებდა, მისი პოვნა თქვენ სწორედ იმ უბედურებას გწევთ, რისგანაც ძველ მფლობელს იფარავდა. არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - არანაირად არ შეიძლება ამგვარი ნაპოვნი ნივთით ჩხვლეტა. ასეთ შემთხვევაში უბედურების თავიდან აცილება შეუძლებელი ხდება.


5) გასაღები



იცით, რიტუალებში გასაღებს რისთვის იყენებენ და რატომ აგდებენ? იმისთვის, რომ უბედურება „ჩაკეტონ“ და თავიდან მოიშორონ. დაკარგული გასაღების პოვნით თქვენ შეიძლება, სხვისი უბედურებები „გახსნათ“ და საკუთარ ცხოვრებაში შეუშვათ.


6) სამაჯურები



ჰენდ-მეიდ ბიჟუტერიის დიდი პოპულარობის მიუხედავად, ადამიანთა უმრავლესობა მათ თილისმად ამზადებს. ცნობილია, რომ გარკვეულ დრომდე ამგვარი სამკაული მფლობელს უარყოფითისგან იცავს ანდა მის უარყოფით ენერგიას ითვისებს. შემდეგ, როცა სამაჯური „გადაივსება“, ის წყდება ანდა სრიალდება მაჯიდან. ამგვარ სამკაულს დამცავი ფუნქცია უკვე აღარ აქვს, პირიქით - საწინააღმდეგო ფუნქციის შესრულებას იწყებს. 


7) სარკე



სარკესთან დაკავშირებული პრობლემები კარგად დამტკიცებული ფაქტია. საუკუნეების მანძილზე ეს საოჯახო ნივთი ყველაზე სახიფათოდ იყო მიჩნეული. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ სარკის ზედაპირი ადამიანთა თავს გადამხდარი ყველა მოვლენის შემსწრეა. სარკე ყველაფერს თავის მეხსიერებაში ინახავს. სწორედ ამიტომ ნაპოვნ სარკეში ჩახედვაც კი არ შეიძლება.


8) საათი



თანამედროვე სამყაროში, როცა საათი ყოველდღიურ აქსესუარად იქცა, ძნელი წარმოსადგენია, რა თავსატეხი უნდა გაუჩინოს მან მპოვნელს. ძველ მფლობელს ცოტა ხანიც რომ ეტარებინა დაკარგული საათი, ის მაინც მოასწრებდა მის ბიოველთან კონტაქტს. ამიტომაც ნაპოვნი საათის მაჯაზე გაკეთება, პირველ რიგში, თქვენს ბიოველს დაარღვევს, სამაგიეროდ ძველი მფლობელის პრობლემებითა და დაავადებებით „დაგასაჩუქრებთ“.


9) სავარცხელი



სავარცხლის პოვნისას გახსოვდეთ, რომ აქ მხოლოდ ძველი მფლობელის უარყოფითი ენერგეტიკით ვერ გადარჩებით. ამ ნივთს ძალიან ხშირად იყენებენ გასათვალად და ჯადოს გასაკეთებლად. აქედან გამომდინარე, ეს ნივთი მაქსიმალურად სახიფათოების კატეგორიაშია.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?