ჰამბურგერი: ისტორია კერძისა, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო (8 ფოტო)

საკნატუნო ამბები

11 აგვისტო 09:00
103

კულინარების ამ ნოვატორულმა მიგნებამ, რომელსაც სახელი ჰამბურგის მოსახლეობამ დაარქვა, თავისი სიმარტივითა და გემოთი, მსოფლიოში წარმოუდგენელი პოპულარობა მოიპოვა. წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ამ გემრიელი პროდუქტის შესახებ.

  

  • სიტყვა „ჰამბურგერი“ გერმანიის ქალაქ ჰამბურგს უკავშირდება. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ამ ქალაქიდან მოხვდა რეცეპტი გერმანიაში. ამ დროს ჰამბურგერი მხოლოდ შემწვარი ღორის ნაჭრისა და პურით მზადდებოდა.

  • სხვა ვერსიების თანახმად, ჰამბურგერი ნიუ-იორკში, ჰამბურგის პატივსაცემად უწოდეს. 1885 წელს ძმები ჩარლზ და ფრენკ მენჩისები, ამერიკულ ბაზარ „ჰამბურგში“ მოსახლეობას პურში ჩაწყობილ შემწვარ კატლეტებს სთავაზობდნენ. ამბობენ, რომ მათ გამოელიათ ღორის ძეხვის მარაგი, რომელსაც სენდვიჩებისთვის იყენებდნენ და გადაწყვიტეს, ის ღორის ხორცის კატლეტებით ჩაენაცვლებინათ.

  • იმავე, 1885 წელს, სეიმურის ბაზარში ჩარლი ნაგრინი პურის ნაჭერში ჩადებულ ხორცის ბურთულებს ყიდდა. მისი აზრით, ამგვარი კერძი აუცილებლად უნდა ყოფილიყო წვეულებებზე, რადგან მისი ჭამა ადვილად შეეძლო ადამიანს ფეხზე დგომისას ან სიარულისას. თავის კულინარიულ შემოქმედებას მან „ჰამბურგერ ჩარლი“ უწოდა.

  • ნიუ-იორკის რესტორნებში ტერმინი „ჰამბურგერი“ პირველად 1834 წელს გაჩნდა. „ჰამბურგერ სტეიკის“ პირველი რეცეპტი ჟურნალ „საღამოს ბოსტონში“ 1884 წელს გამოქვეყნდა.

  • ლატვიაში, ქალაქ ტალსში მცხოვრები ვებერ ბილბის ოჯახი ამტკიცებს, რომ პირველი ჰამბურგერი მათმა წინამორბედმა 1891 წელს მოამზადა. ოსკარის დიდი ბაბუა ამზადებდა კატლეტებს და მათ საფუარიან ფუნთუშებში აწყობდა. 1995 წელს გუბერნატორი ფრანკ კიტინგმა ქალაქ ტალსს „ჰამბურგერის დაბადების ნამდვილი ადგილი“ უწოდა.

  • ჰამბურგერის კიდევ ერთ შესაძლო „დამაარსებლად“ ოტო კუასვს მიიჩნევენ, რომელმაც 1891 წელს მოამზადა კატლეტი და მას ზემოდან შემწვარი კვერცხი დაადო. მეზღვაურები, რომლებიც კაფეს ხშირად სტუმრობდნენ, კატლეტს კვერცხის გარეშე მიირთმევდნენ.

  • ამერიკელი მზარეული ფლეტჩერ დევისი მიიჩნევდა, რომ ჰამბურგერის გამომგონებელი თავად იყო. ის ტეხასის შტატში, ქალაქ აფინაში ცხოვრობდა. მან 1880 წელს შემწვარი კატლეტი, მდოგვითა და ხახვით, პურში მოათავსა. 1904 წელს სენტ-ლუისის ბაზარში მას და მის ცოლს ჰქონდათ ადგილი, სადაც თავიანთ ბურგერებს ყიდდნენ.

  • 1900 წელს, აშშ-ს ქალაქ ნიუ-ჰეივენში თავისი პირველი ჰამბურგერი მოამზადა ლუი ლესინგმა. კლიენტმა მას სწრაფი და ცხელი კერძის მომზადება სთხოვა. ლესინგმა კატლეტის ფარში გრილზე შეწვა, ხორცი პურის ორ ნაჭერს შორის მოათავსა და კლიენტს მიართვა. სწორედ ამ დეტალის გამო კულინარების უმეტესობა მიიჩნევს, რომ პირველი ჰამბურგერი ლუიმ მოამზადა. 2000 წელს, აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკამ ლესინგი  ამერიკული ჰამბურგერის ავტორად დაასახელა. 

წყარო: bigpicture.ru