„მინდა, გაჩვენოთ თავისუფალი ქალი, რომელსაც არაფრის ეშინია“ (14 ფოტო)

საკნატუნო ამბები

11 აგვისტო 23:00
758

ამ ფოტოების ავტორი შვეიცარიელი ჰანს ფოიერია - XX საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი ფოტოგრაფი. მის მიერ 1983 წელს გადაღებული „კენზოს“ სარეკლამო კამპანია ამ დარგის ერთგვარი ქრესტომათიაა.

ჰანს ფოიერი შვეიცარიაში 1939 წელს დაიბადა. მუშაობდა მხატვარ-გრაფიკოსად, ილუსტრატორად და არტდირექტორად ლონდონის რამდენიმე სარეკლამო სააგენტოში. სწორედ ამ გამოცდილებამ შესძინა განუმეორებელი სტილი.


„მიყვარს ქალები. ფოტოსესიის დროს მათ გარშემო ვტრიალებ, სანამ ჯადოსნურ კუთხეს არ ვიპოვი. ყოველთვის ვსარგებლობ ტელეობიექტივით და შემიძლია, მთავარი გამოვკვეთო. გადაღების დროს მე ძენ-ბუდისტი ვარ“, - ამბობს ფოტოგრაფი.

წყარო: cameralabs.org