„ფეისბუკის“ მომხმარებელთა ოთხი ტიპი - რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

საკნატუნო ამბები

11 აგვისტო 16:00, 2017 წელი

ფსიქოლოგებმა „ფეისბუკის“ (Facebook) მომხმარებელთა ოთხი ტიპი განსაზღვრეს: „სელფომანი“ (Selfie), „ქალაქის მაუწყებელი“ (Town Crier), „უქნარა“ (Window Shopper) და „ურთიერთობის ამწყობი“ (Relationship Builder). თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ქსელში 2 მილიარდ მომხმარებელზე მეტია, გამოდის, მთელი კაცობრიობა ამ ოთხი ტიპის ადამიანებისგან შედგება.

„სელფომანები“



სახელი თავისთავად ამბობს სათქმელს. „სელფომანს“ საკუთარი თავის ფოტოგრაფირების გარეშე გაძლება არ შეუძლია. მათი გვერდები სელფით არის სავსე, მიზანი კი - რაც შეიძლება მეტი ლაიქით და კომენტარით ყურადღების მიღებაა. „სელფომანებისთვის“ ვირტუალური სამყარო ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი „ფეისბუკს“ იდეალური „მეს“ შესაქმნელად იყენებენ და სულ არ აინტერესებთ, რამდენად რეალური იქნება ეს „მე“. ისინი რაც უფრო მეტ სოციალურ ყურადღებას მიაღწევენ, მით უკეთესად გრძნობენ თავს.


„ურთიერთობათა შემქმნელი“



სულ სხვანაირად იქცევა „ურთიერთობის ამწყობი“. ისინი სოციალურ ქსელს რეგულარულად იყენებენ, აქვეყნებენ პოსტებს, პასუხობენ სხვისას, ურთიერთობენ კომენტარებში და საერთოდ ინტერნეტში ურთიერთობის აწყობას ცდილობენ. იძენენ ახალ მეგობრებს და ძველებთან ურთიერთობას ინარჩუნებენ. მათთვის „ფეისბუკი“ რეალური ცხოვრების გაგრძელებაა. 


„ქალაქის მაუწყებელი“



„ქალაქის მაუწყებელი“ ზედა ორი ტიპისგან ძლიერ განსხვავდება - მათ რეალურ და ვირტუალურ ცხოვრებას შორის დიდი სხვაობაა. ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ცხოვრებაზე მოახდინონ კონცენტრაცია, გამოაქვეყნონ ფოტოები, დაალაიქონ და დააკომენტარონ პოსტები, ისინი კითხულობენ და აზიარებენ სიახლეებს, განიხილავენ მიმდინარე საკითხებს და მსოფლიოში მიმდინარე დიდი მოვლენების შესახებ გვატყობინებენ.


„უქნარა“



დაბოლოს, „უქნარა“ - ეს ისეთი ტიპია, რომელიც, „ქალაქის მაუწყებლის“ მსგავსად, „ფეისბუკის“ სხვა მომხმარებლებზეა დამოკიდებული, მაგრამ, მისგან განსხვავებით, „ჩუმად“ (ლაიქებისა და კომენტარების გარეშე) ათვალიერებს სხვა ადამიანთა გვერდებს და მათ ვირტუალურ ცხოვრებას აკვირდება. მათ შეუძლიათ, წლობით აკვირდებოდნენ „ფეისბუკ“-მეგობრების ცხოვრებას და ერთხელაც არ გამოელაპარაკონ. ისინი ველურ ბუნებაში მყოფ ზოოლოგებს ჰგვანან, ოღონდ, ცხოველების ნაცვლად, ადამიანებს შეისწავლიან.


კვლევის შესახებ



ეს შედეგები ბრიგამ იანგის უნივერსიტეტის მკვლევარებმა წარმოადგინეს. 
ამასთანავე, მკვლევარებმა პატიოსნად აღიარეს, რომ ზოგი „ფეისბუკელის“ მიკუთვნება ამ ოთხი კატეგორიიდან რომელიმეზე ცალსახად შეუძლებელია.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?