12 ტურისტული მიმართულება ღვინის მოყვარულთათვის

საკნატუნო ამბები

12 აგვისტო 13:00, 2017 წელი

თუკი მოგზაურობაც გიყვართ და კარგი ღვინოც, მაშინ შესაძლოა, ჩვენმა ინფორმაციამ დაგაინტერესოთ!

მენდოსა, არგენტინა




არგენტინის ეს რეგიონი მეღვინეობის ერთ-ერთ ცენტრად მიიჩნევა. სწორედ აქ აწარმოებენ საუკეთესო „მალბეკს“. ვენახები ანდების მაღალ ფერდობებზე იზრდება. ერთ დღეში რამდენიმე ღვინის საწარმოს მონახულებას შეძლებთ. თუკი შესაბამის სეზონს შეარჩევთ, შეიძლება იქაურ რთველშიც მიიღოთ მონაწილეობა. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ არგენტინა სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობს და მათი შემოდგომა ჩვენს გაზაფხულს ემთხვევა.


ბახა, მექსიკა




ბევრი ადამიანი მექსიკურ სასმელებზე საუბრისას ტეკილას წარმოიდგენს. არადა მექსიკაში ბახას რეგიონიცაა, სადაც საკმაოდ პრესტიჟულ ღვინოებს აყენებენ. რეგიონში ნიადაგი ქვიშიანი, მაგრამ ნოყიერია, რაც ყურძნისთვის მისწრებაა.


ტექსასი, აშშ




ტექსასი ნაწარმის მოცულობით მეღვინეობის მეხუთე შტატია აშშ-ში. აქ ხმელთაშუა ზღვის ჯიშების ყურძენია გავრცელებული. ტექსასი, ღვინის გარდა, ბუნებითაც არის განთქმული, აქ ბოკალი ღვინით ხელში ლამაზი ხედებითაც დატკბებით.


ფრანჩაკორტა, იტალია




იტალიაში ღვინის უამრავი სახეობაა ცნობილი. მაგრამ ფრანჩაკორტაში რთული არომატისა და აბრეშუმივით ტექსტურის მქონე კლასიკურ ღვინოებს დააგემოვნებთ. ეს რეგიონი აგროტურიზმისთვის ზედგამოჭრილია.


ლუკა, იტალია




იტალიის ეს პროვინცია ბიოდინამიკური ფერმერული მეურნეობებით არის განთქმული, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ყველა პროცესი ხელით სრულდება, ნიადაგს ნაკელით ანაყოფიერებენ, არ ხმარობენ ქიმიკატებს და პესტიციდებს და არც გენურ მოდიფიცირებას მიესალმებიან. აქ სხვადასხვა სახეობის ღვინოებს აწარმოებენ, პინო ბლანიდან პინო ნერომდე. თუ ამას იტალიურ სამზარეულოსაც დაუმატებთ, ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით.


ალენტეჟუ, პორტუგალია




ლისაბონი და პორტუ პორტუგალიის მეღვინეობის ძირითადი მიმართულებებია, მაგრამ ალენტეჟუმაც შეიძლება მიიქციოს თქვენი ყურადღება. აქ მშრალ წითელ და თეთრ ღვინოებს აწარმოებენ. ღვინის ტურიზმი ალენტეჟუში სწრაფად ვითარდება - თქვენ შეძლებთ, დაესწროთ ღვინის დეგუსტაციას, ისადილოთ ფერმერის სამზარეულოში და დაათვალიეროთ ვენახები.


ისრაელი



დასავლეთ გალილეას ახლო აღმოსავლეთის ტოსკანასაც უწოდებენ. აქ თქვენ მაღალი ხარისხის უნიკალურ ღვინოებს გაეცნობით.



რიოხა, ესპანეთი




რიოხა ესპანეთში, ბილბაოს მახლობლად მდებარეობს. რეგიონში სხვადასხვა ზონებად დაყოფილი ექვსასამდე ვენახია. აქ განსაკუთრებით წითელი ტემპრანილიო მოსწონთ, თუმცა არც თეთრ ღვინოებს იწუნებენ. აქ თქვენ ნახავთ ბოთლებს, რომლებშიც ღვინო საუკუნის წინაა ჩამოსხმული.



ელზასი, საფრანგეთი




საფრანგეთის ეს რეგიონი გერმანიის საზღვართან მდებარეობს, ამიტომაც ვაზის ჯიშებს გერმანული წარმომავლობა აქვს - აქ მოჰყავთ „რისლინგი“ და „გევიურცტრამინერი“. ღვინოს აქ სახელს, სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ყურძნის ჯიშის მიხედვით არქმევენ და არა ადგილის.
 

პასო რობლეს, აშშ




ეს რეგიონი სან-ფრანცისკოსა და ლოს-ანჯელესს შორის მდებარეობს. ეს ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მეღვინეობის რეგიონია. აქ ღვინის წარმოება 1983 წელს დაიწყო და უკვე 200-ზე მეტი საწარმოა შექმნილი. თქვენ შეგეძლებათ როგორც ტრადიციული ჯიშების, ისე უჩვეულო კომბინაციებით შექმნილი ღვინოების გასინჯვა. ყველაზე საინტერესო ყურძნის ჯიშად კი ზინფანდელი ითვლება.


იაპონია




ტოკიოდან ორი საათის სავალზე იაცუგატაკის რეგიონი მდებარეობს. აქ თქვენ, ადგილობრივი ღვინოების გარდა, იაპონურ და იტალიურ სამზარეულოსაც გაუგებთ გემოს და სპა პროცედურებსაც მიიღებთ.


კაპადოკია, თურქეთი




ეს რეგიონი თურქეთის გულში მდებარეობს. აქ საუკეთესო ღვინოებს აყენებენ, მათ შესანახად კი ბუნებრივ გამოქვაბულებს იყენებენ. თქვენ მოინახულებთ ღვინოების გასაოცარ კოლექციას და მათ დეგუსტაციასაც მოახერხებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?