მსხლის მუზეუმი იაპონიაში

საკნატუნო ამბები

12 აგვისტო 11:00
41

XX საუკუნის ჯიშის მსხალი ტოტორის პრეფექტურის სიამაყეა. ამ ხილმა სახელი შორს გაითქვა და არაფერია გასაკვირი იმაში, რომ იაპონიაში მისი მუზეუმი არსებობს.

  

  • ამ შენობის შემხედვარე ნამდვილად ვერ იფიქრებ, რომ ეს მსხლის მუზეუმია

  • მუზეუმში საკმაო სიხალვათეა

  • ძნელი წარმოსადგენია, ამხელა ფართობზე ამ თემატიკის ექსპონატების გამოფენა

  • აქ ყველაფერია... მათ შორის მსხლები მთელი მსოფლიოდან

  • ვაშლი  მუზეუმში არაა, ეს ყველა მსხალია...

  • XX საუკუნის მსხალი ტოტორის პრეფექტურაში 100 წლის წინათ გამოიყვანეს და მხოლოდ ამ ტერიტორიაზე იზრდებოდა

  • მუზეუმში ცენტრალური ადგილი მსხლის ხეს უკავია... თუმცა აქ მხოლოდ მისი ფესვები ჩანს...

  • აქ კი უკვე ვარჯია გამოფენილი

  • მუზეუმში უამრავი საინფორმაციო სტენდი, კომპიუტერი და მონიტორია, სადაც მსხლის სელექციისა და ზრდის შესახებ უამრავი ინფორმაციაა თავმოყრილი

  • არის უფრო ჩვეული ექსპოზიციებიც

  • ბავშვებს ბევრი ყურადღება აქვთ დათმობილი

  • მუზეუმში ყოველდღე დეგუსტაცია ხდება

  • რა თქმა უნდა, XX საუკუნის ჯიშის მსხლის შეძენა აქვე შეგიძლიათ... და არა მარტო მსხლის, არამედ ყოველნაირი კანფეტის, მარმელადისა და ნაყინის

  • მუზეუმში მსხალი ცალობით იყიდება

  • ამ მუზეუმში ნამყოფი ტურისტების თქმით, იქ მსხალი... ძალიან გემრიელია

წყარო: funny24.ru