წელს შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე მაყურებელს დიდი სანახაობა ელის

საკნატუნო ამბები

10 აგვისტო 13:55, 2017 წელი

ფესტივალის სპეციალური სტუმარია La Moneta & Flamenco - ფლამენკოს მოცეკვავე ჯადოქრები ესპანეთიდან, Black Sea Arena-ზე ცეცხლოვან შოუს გვპირდებიან. კონცერტები 31 აგვისტოს და 1 სექტემბერს, ბათუმსა და შეკვეთილში გაიმართება. 2 სექტემბერს კი გრანდიოზული გალა კონცერტით „ბლექ სი არენაზე“ დასრულდება.  

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად  შავიზღვისპირეთში ჩატარდება და  წელს, გურიასთან ერთად, აჭარაც უმასპინძლებს.
ფესტივალი, რომლის ავტორი და ორგანიზატორი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრია,  Black Sea Arena-ს, Check in Georgia-სა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება.


წელს ფესტივალი სამ დღის განმავლობაში გაგრძელდება და 7 ქვეყანას უმასპინძლებს.  
მაყურებლის წინაშე ესპანეთის, იტალიის, პოლონეთის, უკრაინის, სომხეთის, თურქეთისა და საქართველოს ფოლკლორული ანსამბლები წარსდგებიან და თავიანთი ქვეყნის უნიკალურ ხალხურ ტრადიციებს, სიმღერითა და ცეკვით წარმოადგენენ.  


„შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს წელს სპეციალური სტუმარი ეყოლება - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი „La Moneta & Flamenco”.  ფლამენკოს მოცეკვავე ჯადოქრები ესპანეთიდან  Black Sea Arena-ზე ცეცხლოვან შოუს გვპირდებიან. ისინი სპეციალური სტუმრის სტატუსით მაყურებლის წინაშე  ფესტივალის გალა კონცერტზე, 2 სექტემბერს წარდგებიან და 35 წუთი დაეთმობათ. 

მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალში მონაწილე ყველა ქვეყანა გამოირჩევა თავისი უნიკალური ფოლკლორით, ძალიან დიდ ყურადღება დავუთმეთ ანსამბლების შერჩევას და პროგრამის მრავალფეროვნებას. ვფიქრობთ, რომ წელს მაყურებელი დიდი სანახაობის მომსწრე გახდება,“ - ფესტივალის დეტალებზე საუბრობს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე.


„ლა მონეტად“ წოდებული ფუენსანტა ესპანელი ხელოვანია, რომელიც ფლამენკოს ბავშვობიდან ცეკვავს და წარმატებასაც ადრეული ასაკიდანვე მიაღწია. სამბრას და ტაბლაოს თეატრების გამორჩეულ არტისტს მიღებული აქვს უამრავი ფოლკლორული ჯილდო ესპანეთში და წამყვან მოცეკვავედაა აღიარებული.
ზოგჯერ "ლა მონეტას“ წარმოდგენებში თანამედროვე მიდგომები შეინიშნება, თუმცა მათ მიღმა კარგად გააზრებული და ნამდვილად ექსპრესიული ფლამენკოს მოძრაობები ჩანს.


„მათ შეუერთდებიან საუკეთესო ფოლკლორული გუნდები პოლონეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და იტალიიდან. ყველაფერ ამას კი, რა თქმა უნდა, ქართველი შემსრულებლები მრავალხმიანობითა და ცეცხლოვანი ცეკვებით შეაზავებენ,“ - აღნიშნავს დონაძე.


როგორც ფესტივალის ორგანიზატორები განმარტავენ, წელს ფესტივალს დიპლომატიური კორპუსი ოფიციალურ მხარდაჭერას უცხადებს და მის წარმატებულად ჩატარებაში დიდი წვლილი შეაქვს იტალიის, თურქეთი, პოლონეთისა  და უკრაინის საელჩოებს.
მათივე ძალისხმევითა და მხარდაჭერით გაიზრდა მონაწილე ფოლკლორული ანსამბლების რაოდენობაც.


ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის განცხადებით, შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციული გახდა  და დასაწყისისთვის ეს მისასალმებელია.
მისივე თქმით, ფესტივალისთვის „Black Sea Arena“ იდეალური სივრცეა თავისი უზარმაზარი სცენით, ხარისხიანი განათებით, ეკრანებითა და გახმოვანებით.
ღონისძიების წარმატებით ჩატარებაში ასევე მნიშვნელოვან როლს რეჟისურა შეასრულებს.

ცნობისათვის: შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც საქართველოს, იტალიიის, შვეიცარიისა და თურქეთის ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ, პირველად შარშან კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდა. დიდ ქართულ სცენაზე ფოლკლორის უნიკალური ნიმუშებით 4 ქვეყანა, 24 ჯგუფი და 400-მდე მონაწილე წარდგა. ფესტივალი, რომელსაც გურიამ უმასპინძლა, 3 დღის განმავლობაში გაგრძელდა და 2 მნიშვნელოვან ლოკაციას - ოზურგეთსა და შეკვეთილს მოიცავდა. ფესტივალი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით გაიმართა, რომელიც ახლად გახსნილ  „Black Sea Arena“-ს სცენაზე გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?