ლიტერატურული კონკურსის – „მოდინახეს“ საფინალო დაჯილდოება 13 აგვისტოს სხვიტორში გაიმართება

საკნატუნო ამბები

10 აგვისტო 16:05, 2017 წელი

13 აგვისტოს ლიტერატურული კონკურსის „მოდინახეს“ მონაწილეებს საჩხერე, სხვიტორის აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი უმასპინძლებს. დაჯილდოების ცერემონია 14:30 საათზე დაიწყება.

როგორც პროექტის ავტორმა და ორგანიზატორმა როლანდ ხოჯანაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ განუცხადა, საკონკურსოდ 100-ზე მეტი ლექსი შევიდა. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თამარ წოწორიამ შეარჩია 10 ფინალური ლექსი. ეს 10 ლექსი შემდგომ გადაეგზავნა ჟიურის 7 წევრს დამოუკიდებლად, უგვარ-სახელოდ, რომლებმაც ლექსები შეაფასეს 10-ბალიანი სისტემით.

13 აგვისტოს გამოვლინდება 3 გამარჯვებული, მათ, შესაბამისად, გადაეცემათ 500, 300, და 200 ლარის ოდენობის ფულადი პრემიები.

„პროექტის გენერალური სპონსორია „ჯორჯიან მანგანეზი“, ასევე არაერთი სახელმწიფო სტრუქტურა გვიჭერს მხარს, მათ შორის არის ეროვნული ბიბლიოთეკა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელმაც ათივე ფინალისტისთვის გამოყო სასაჩუქრე პაკეტები, არის რამდენიმე ორგანიზაცია, რომლებიც მხარს უჭერენ პროექტს და ასევე არიან ფიზიკური პირებიც.

საფინალო დღეს გაიცემა სიმპათიის პრიზები, რომელსაც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია, ჭიათურის მაორიტარი დეპუტატი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, სავარაუდოდ, საჩხერის თვითმმართველობა დააწესებს…

ასე რომ, „მოდინახე“ თავის ფინალისტებს და მეგობრებს 13 აგვისტოს ელოდება სხვიტორში, რათა ორგანიზებულად და გეგმის მიხედვით შევძლოთ კონკურსის ფინალის წარმართვა“, – აღნიშნა როლანდ ხოჯანაშვილმა.

ფინალისტები არტტურის ფარგლებში მიწვეულნი არიან საჩხერეში ა. წერეთლის სახლ-მუზეუმს და დაათვალიერებენ ზემო იმერეთის ღირსშესანიშნაობებს.
ცნობისათვის: ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „მოდინახე“ 2014 წელს „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური სპონსორობით და ჟურნალისტ როლანდ ხოჯანაშვილის ინიციატივით დაარსდა.

კონკურსს მხარს უჭერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი, ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო, სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზია“, გაზეთი „ინდუსტრიული მაცნე“ და მედიასახლი „პოსტსკრიპტუმი“. საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?