BAIC ჯგუფი არის Beijing Automotive International Corporation, რომლის ელექტრომობილებმაც, სხვადასხვა წამყვან ევროპულ ბრენდებთან თანამშრომლობით, დიდ წარმატებას მიაღწიეს ჩინურ ბაზარზე. BAIC MOTOR - ჩინურ ელექტრომობილების ინდუსტრიის ლიდერი და ბაზრის 30%-ი წილის მფლობელია.
კომპანიების მესვეურები დარწმუნებულები არიან, რომ ქართველი მომხმარებლების მოთხოვნას BAIC MOTOR-ის ელექტრომობილებიც სრულად პასუხობს და, რაც მთავარია, მომხმარებლებისთვის საგზაო მოძრაობას ბევრად ეკონომიურს და ეკოლოგიურს გახდის.
BAIC MOTOR-ის ელექტრომობილები, რომლის იმპორტსაც „თეგეტა პრემიუმ ვიიქელსი“ გეგმავს სხვადასხვა სეგმენტზეა გათვლილი, როგორც კომპაქტური ავტომობილი, ასევე სედანი და მაღალი გამავლობის SUV.
ეს არის BAIC MOTOR-ის სამი განსხვავებული მოდელი, მორგებული ავტომფლობელების სამ განსხვავებულ სეგმენტზე.
აღსანიშნავია, რომ BAIC-ის ავტომობილებს სწრაფი დატენვის ფუნქციაც გააჩნიათ და ამასთან ზოგიერთი მოდელი დატენვის გარეშე 400 კმ-ს გადის.
„თეგეტა პრემიუმ ვიიქელსი“ ისეთი ცნობილი საავტომობილო ბრენდების ოფიციალური დილერია, როგორებიც არის Porsche და Mazda.