#მეხანძრეგმირია - მედიასააგენტო „კლიპარტი“ სოციალურ კამპანიას იწყებს

საკნატუნო ამბები

23 აგვისტო 15:27, 2017 წელი

#მეხანძრეგმირია - ხშირად მათ საკუთარი სიცოცხლის ფასად უწევთ ჩვენი დაუდევრობით გამოწვეულ სტიქიასთან გამკლავება.

#მეხანძრეგმირია, რადგან ყველაზე საშიშ მოვლენასთან პირისპირ დარჩენილები არ ფიქრობენ საკუთარ უსაფრთხოებაზე - მათი მიზანი სხვისი სიცოცხლისა და ბუნების გადარჩენაა. ნუ ჩავაგდებთ საფრთხეში, გავუფრთხილდეთ და დავიცვათ როგორც საკუთარი, ისე მეხანძრეების სიცოცხლე და საქართველოს უნიკალური ბუნება! მთავარი კი ელემენტარული წესების ცოდნა და დაცვაა, რომელთა გაცნობასაც მედიასააგენტო „კლიპარტი“ სოციალური კამპანიის #მეხანძრეგმირიას ფარგლებში აპირებს.


ბორჯომის ხეობაში გამძვინვარებულ ხანძარს 400-მდე მეხანძრე-მაშველი, 100-ზე მეტი ტყის მცველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი, ათეულობით მოხალისე და მეზობელი ქვეყნებიდან დასახმარებლად გამოგზავნილი ავიაცია და სპეცტექნიკა ებრძვის. სტიქიასთან 24-საათიანი თავგანწირული ბრძოლის შედეგად ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია. ისინი არ უშინდებიან ცეცხლს, ქარს, ღამის სიბნელეს და სწორედ მათი წყალობით გადაურჩა ბორჯომის ხეობა შთამომავლობას.  #მეხანძრეგმირია - მათზე უკვე ლეგენდებს ყვებიან:


,,ვხედავდი ჩემს მეხანძრე-მაშველებს (დიახ, ჩემი!), რომლებსაც უძილობისგან და დაღლილობისგან ფერი აღარ ედოთ სახეზე, თითქმის იძულებით გამოიყვანეს რამდენიმე მათგანი ტყიდან, რომ ცოტა დაესვენათ... შემთხვევით გავიარე კარავთან, სადაც მათ, სულ რაღაც, 2 საათით უნდა მოესვენათ, ალბათ. კარვიდან  ხმა  შემომესმა: „იქიდან გადაკეტე, ბიჭო, ცეცხლი არ წავიდეს“! მივხვდი, რომ ძილში ყვიროდა!! როგორი გრძნობაა, თითქმის ჩამქრალ ხანძარს ქარი რომ ხელახლა გიღვივებს?! მომერიდა, შემრცხვა, რომ ჩემდაუნებურად ვხმაურობდი, ერთ-ერთ ჟურნალისტს ვესაუბრებოდი ტელეფონით. მეგონა, მე გავაღვიძებდი - ვითომ ვერტმფრენები „ფეხაკრეფით“ დაფრინავდნენ. გამოვიპარე იმ ადგილიდან. ძალიან ბევრი ასეთი დასამახსოვრებელი მომენტი დამიტოვა დღევანდელმა დღემ, მაგრამ თავს აღარ შეგაწყენთ“.  - წერს სოციალურ ქსელში სტიქიის ზონაში მყოფი ერთ-ერთი თვითმხილველი.


საქართველოში მსგავსი მასშტაბის სტიქიური მოვლენა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ არ მომხდარა, მაშინ მიზეზი ომი იყო, ამჯერად კი შესაძლოა, ელემენტარულ დაუდევრობას ჰქონდეს ადგილი, რომლის გამოც 12 ჰექტარი უნიკალური ტყის მასივი გადაიწვა. მედიაგავრცელების სააგენტო „კლიპარტი“ სოციალური ქსელის საშუალებით საზოგადოებას გააცნობს იმ წესებს, რომელთა დაცვითაც თავიდან ავიცილებთ მსგავსი მასშტაბის ხანძრებს და გავუფრთხილდებით საქართველოს უნიკალურ ბუნებას.


მათი დაცვა გაცილებით მარტივია, ვიდრე ჩვენივე დაუდევრობით გამოწვეული ხანძრების ჩაქრობა.


ნუ გადავაგდებთ ტყეში ჩაუმქრალ ნამწვს;


ნუ დავანთებთ ტყეში კოცონს გამხმარი მწვანე საფარის სიახლოვეს;


ნუ დავტოვებთ ტყეში ნაგავს;


ნუ დავტოვებთ ტყეში და მის სიახლოვეს თვითაალაბედ ნივთებს.


ნუ დავტოვოთ ტყეში ან მინდორში მინის ჭურჭელს ან მის ნამსხვრევებს;


ავტომობილებში ვიქონიოთ ცეცხლმაქრი.


ტყის ხანძრები სწრაფად ვრცელდება და მოიცავს ტყის მასივებსა და სხვა მწვანე მცენარეებს - ბუჩქებს, ბალახს, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს.


ასე რომ, მოგიწოდებთ, შემოუერთდეთ „კლიპარტის“ სოციალურ-საგანმანათლებლო აქციას #მეხანძრეგმირია, გაააზიარეთ ხანძრის პრევენციის წესები და ამით დაიცავით საკუთარი უსაფრთხოება და საქართველოს უნიკალური ბუნება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?