Camera Van: ავტომობილი ფოტოაპარატებისგან (ვიდეო)

საკნატუნო ამბები

17 სექტემბერი 14:00, 2017 წელი

ერთ საღამოს მხატვარ ჰეროდ ბლანკს ესიზმრა, როგორ მიდის ქუჩაში ფოტოაპარატებისგან აგებული მიკროავტობუსით, თანაც ყველა ფოტოაპარატი მუშა მდგომარეობაში იყო. გაიღვიძა თუ არა, ბლანკმა გადაწყვიტა, სიზმარი ცხადად ექცია.

ბლანკი მეგობარ-ენთუზიასტებთან ერთად მიკროავტობუსს ორი წელი აგებდა. 1995 წელს ავტობუსი ფარეხიდან გამოაგორეს და ბლანკი მაშინვე კალიფორნიიდან ნიუ-იორკში გაემართა. ნიუ-იორკში ის ნახევარი წელი ჩარჩა: ხალხი მის მიკროავტობუსთან ფოტოებს იღებდა და ამით ბლანკი ორ კაპიკს შოულობდა.



მიკროავტობუსის ძარაზე ფოტოაპარატები, უბრალოდ, მიწებებული არაა. მაგალითად, რადიატორის ცხაური მთლიანად კომპანია Polaroid-ის იმ აპარატებითაა დამზადებული, რომლებიც კომპანიის შექმნიდან 1993 წლამდეა გამოსული. ამგვარი კოლექციის შექმნა გაცილებით ძნელი იყო, ვიდრე ფოტოავტომობილის შექმნა. ასევეა შედგენილი დიზაინის სხვა ელემენტებიც - ფოტოაპარატები ჯგუფებად არის განლაგებული.



ავტობუსის ერთ-ერთ გვერდზე, ფოტოაპარატების გარდა, ოთხი მოქმედი ტელეეკრანიც არის მოთავსებული - ფანჯრების ადგილას. ხოლო კარებზე ფერადი ფოტოფილტრებით თვალია დახატული.



ავტომობილის განსაკუთრებულობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ყველა ფოტოაპარატი მუშა მდგომარეობაშია, უბრალოდ, მისვლა და ღილაკზე თითის დაჭერაა საჭირო. მაგრამ ბევრი ფოტოაპარატი და მონიტორებიც შიგნით მდებარე მართვის პულტზეა მიერთებული. ფოტოკამერებს ვერ მოხსნი, ისინი სამუდამოდაა მიწებებული. ასე რომ, ფირიან აპარატებში ფირის გამოცვლა შეუძლებელია. ბლანკი ფოტოებს მხოლოდ ციფრული კამერებით „აგროვებს“.



მიკროავტობუსის მეორე ბორტზე ფოტოკამერა Kodak Instamatic-ით უზარმაზარი მოზაიკაა შექმნილი, რომელიც... ფოტოკამერა Kodak Instamatic-ს გამოხატავს. ავტობუსის სახურავზე იმავე კამერებით სიტყვა Smile („გაიღიმე“) წერია.


Camera Van უკვე 20 წელია სხვადასხვა ფესტივალს სტუმრობს და ადამიანებისთვის ბედნიერება და ხალისი მოაქვს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?