POWERUP DART - ეს ქაღალდის თვითმფრინავების კომპლექტია. ის მოიფიქრა და შექმნა მფრინავმა შაი გოიტენმა (Shai Goitein). როგორც მწარმოებელი წერს, საკმარისია, ქაღალდის თვითმფრინავი გააკეთო, მას მოწყობილობა DART მიამაგრო და აპარატი მზადაა.
როგორც ამბობენ, ეს ქაღალდის თვითმფრინავი 40 კმ/სთ-მდე სიჩქარეს ავითარებს. აკუმულატორის სრული დატენისთვის მას 25 წუთი ჰყოფნის (ის სტანდარტული Micro-USB-თი ხორციელდება).
თვითმფრინავის მართვა სმარტფონიდან ხდება. ამისთვის მობილურის აპლიკაცია POWERUP app-ს იყენებენ.