როგორ ვაქციოთ ჰობი შემოსავლის წყაროდ?

საკნატუნო ამბები

14 სექტემბერი 17:15, 2017 წელი

ფანტასტიკის ჟანრის ქართველი მხატვარი პოლონეთის „ფანტასტიკის დღეებზე“...

ცოტა ხნის წინ, პოლონეთში ფანტასტიკის დღეების ფესტივალი გაიმართა, რომელიც ფანტასტიკის ჟანრის მწერლებთან და მხატვრებთან შეხვედრებს, ლექციებს და გამოფენებს მოიცავდა.
ფესტივალზე საქართველოდან მიწვეული იყო მხატვარი, ჯეპრას ტექნოლოგიური განვითარების მენეჯერი, ლაზარე გვიმრაძე.


- როგორ მოხვდით ჯეპრაში და რას ნიშნავს თქვენთვის პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების წამყვან კომპანიაში, ტექნოლოგიური განვითარების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობა?
- ჯეპრასკენ გზა პიარკოლაში სწავლამ გამიკვალა. ციფრული მედია მიმართულებები მანამდეც მაინტერესებდა, მაგრამ ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის გავლის შემდეგ სულ სხვა სიღრმის ინტერესი გამიჩნდა, გადავწყვიტე თავი პრაქტიკაში გამომეცადა. სტაჟირების გავლის შემდეგ შევიძინე ტექნოლოგიური განვითარების მენეჯერის პოზიცია, რაც გულისხმობს არა მხოლოდ კლიენტებზე მუშაობას, არამედ ციფრული კომუნიკაციის განხრით კომპანიის არხების და შიდა პროცედურების განვითარებასაც. ეს, პირველ რიგში, დიდი პასუხისმგებლობაა.


- მოგვიყევით ჯეპრას გუნდზე და პირადად თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე...
- ჯეპრა არის პროფესიონალი, ლაღი და მრავალფეროვანი ადამიანების გუნდი რომელიც მუდმივად ახლის ძიებაშია. შეიძლება, ეს ფრაზა ცოტა კლიშედ ჟღერს, მაგრამ მე პირდაპირი გაგებით ასე აღვიქვამ აქ ყოფნას; ყოველდღე მიმდინარეობს რაიმე ახალი მიდგომის ათვისება, საინტერესო და უნიკალური პროექტის განხილვა და განხორციელება, მობილიზებული კრეატიული და სამუშაო შეხვედრები.
ჩემი ყოველდღიური საქმიანობა, ნაწილობრივ, სწორედ ამ კორპორატიულ აქტივობებში ჩართულობას და ჩემი მხრიდან მათში წვლილის შეტანას ეხება, იქნება ეს რჩევები ციფრული მარკეტინგის განხრით თუ სრულიად თავისუფალი ბრეინშტორმინგი. ასევე ვარ სტაჟიორების და პიარსკოლელების მენტორი.
საქმიანობის ძირითადი ნაწილი ეხება პროექტებში და შეთავაზებებში მუშაობას, სადაც უმეტესწილად სოციალური მედიის მენეჯერის ან ციფრული რეკლამის და ანალიტიკის მენეჯერის როლს ვითავსებ.


- ფანტასტიკის ჟანრის ციფრული მხატვარიც ხართ, როგორ აღმოაჩინეთ და განავითარეთ ეს ნიჭი თქვენში?
- ხატვა ყოველთვის მიყვარდა, ბავშვობიდან სულ რაღაცეებს ვჯღაბნიდი. ერთი პრობლემა ის იყო, რომ რატომღაც, კარიერულად არასოდეს განვიხილე, ამიტომ დროთა განმავლობაში სხვადასხვა პასუხისმგებლობებმა ხატვის დრო აღარ დამიტოვეს.
სადღაც 2011-2012 წელი იქნებოდა, პირველი iPad-ი რომ ჩამივარდა ხელში და უკვე ციფრულ განზომილებაში გადავიტანე ხატვის ჰობი. მარტივი, სწრაფი და მობილური გადაწყვეტა იყო და საქმიანობაშიც არ მიშლიდა ხელს. ასე, ნელ-ნელა, ჰობის სახით დავიხვეწე თავი და საბოლოო ჯამში, სტრესისგან გათავისუფლების გზასაც მივაგენი.


- ცოტა ხნის წინ, პოლონეთში, ფანტასტიკის დღეებზე იყავით მიწვეული. რა თემაზე წაიკითხეთ ლექცია და კიდევ რა აქტივობებს მოიცავდა ეს ღონისძიება?
- ფანტასტიკის დღეებზე მიწვევა ჩემთვის ძალიან დიდი წარმატება იყო, რადგან ეს ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა სამხრეთ პოლონეთში და სწორედ ისეთი სახის კონვენციაა რომელიც საქართველოში მაკლია. გამიმართლა, რომ ორგანიზატორები მოიხიბლნენ ჩემი ახლანდელი ნამუშევრებით.
ჩემი იქ ყოფნის ფარგლებში წავიკითხე ლექცია, რომელიც ეხებოდა სწორედ იმ უცნაურ ნიშას, რომლის ჩარჩოებშიც გავიღვივე ხატვის ჰობი. ვისაუბრე ციფრულ ხელოვნებაზე და კონკრეტულად მის მობილურ, შედარებით ახალგაზრდა ნაირსახეობაზე, მოვუწოდე ახალგაზრდებს, უფრო დიდი შემართებითა და ნაკლები შიშით მოკიდონ ხელი კრეატივს, ვიზუალური ხელოვნება იქნება ეს თუ რაიმე სხვა.
ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა ჩემი ნამუშევრების გამოფენა. მონაწილეობა მივიღე ვორკშოპებში და სადისკუსიო პანელებშიც, რომლებიც ეხებოდა ფანტასტიკის ჟანრში სამყაროების შექმნას. მათში ჩემთან ერთად ცნობილი უცხოელი და პოლონელი მწერლები იღებდნენ მონაწილეობას, რაც ჩემთვის უზომოდ ძვირფასი გამოცდილება იყო.


- შეიძლება, რომ ეს გატაცემა შემოსავლის წყარო გახდეს?
- კონკრეტულად მობილურ ციფრულ ხატვაზე შემიძლია ვთქვა, რომ თუ არსებობს პირადი განვითარებისა და სისტემატური მუშაობის სურვილი, ეს სრულიად რეალისტური პროგნოზია. საქართველოში Paypal-ის ამოქმედებამ კრეატიულ ახალგაზრდებს იმდენი კარი გაუხსნა, რომ აღარცაა დიდი ძალისხმევა საჭირო - შექმენი ონლაინ მაღაზია, მიაბი ერთ ცოცხალ სოციალური მედიის არხს და უბრალოდ იყავი აქტიური რელევანტურ ჯგუფებში და თავისთავად, ხატვაში. ამ ზოგადი ფორმულის ჩარჩოებში უკვე შეიძლება ნიშების ძიება, ჟანრებში თამაში და რიგ შემთხვევაში, რაიმე კონკრეტული „ბაზრის საჭიროების“ დაჭერაც. სულ უფროდაუფრო მეტ ქართველ ციფრულ თუ ტრადიციულ მხატვარს ვხედავ ონლაინ, ამასთან ერთად, ვაწყდები ნაირ-ნაირ სტარტაპებს, რომლებიც თავის სოლიდურ წარმატებებს აღწევენ; ადამიანებს, რომლებიც ჩემსავით, საზღვარგარეთ კონვენციებზე დადიან ან საკუთარ ონლაინ მაღაზიებს განაგებენ. საბოლოო ჯამში, ეს ისევ ცნობადობის გაზრდას ემსახურება და ქვეყნისთვის მხოლოდ კარგის მომტანია.


- როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის მიზნის/წარმატების მისაღწევად?
- სისტემატური, მიზანმიმართული მუშაობა და რეგულარული თვითგანვითარება. წარმატება, ხშირ შემთხვევაში, ათი ან ოცი იმედგაცრუების შემდგომ მოდის, ამიტომ მთავარია, ყოველთვის გქონდეს საქმისადმი გამორჩეული სიყვარული, ან თუნდაც რაიმე ტიპის პირადი კავშირი, რაც დაგეხმარება, რომ ამ სირთულეებს გაუმკლავდე.


- როგორ უთავსებთ ერთმანეთს სამსახურსა და ხატვას?
- უპირველეს ყოვლისა, ჯეპრა ჩემი სამსახურია, ხოლო ხატვა - ჰობი, რომელსაც ნაკლებად განვიხილავ როგორც საპასუხისმგებლო საქმეს; არასდროს ვცდილობ „ვიჟონგლიორო“, დროის მართვის მხრივ ნებისმიერი ჰობი ყოველთვის მეორეხარისხოვანია.
ვხატავ თავისუფალ დროს, უმეტესწილად შაბათ-კვირას, სულ რამდენიმე საათის გამონახვის შემთხვევაშიც. ვხატავ ჩემთვის, გამომდინარე იქიდან, თუ რა მიღიტინებს გულში იმ დროს. ჩემი ფეიჯის აუდიტორია ინფორმირებულია ამგვარი მუშაობის ტემპზე და, შესაბამისად, პრობლემები არ მექმნება. მობილური ციფრული პლათფორმა სწორედ ამის საშუალებას მაძლევს, რომ პატარა დროში ჩემთვის კომფორტული რაოდენობის კონტენტი შევქმნა, რასაც ტრადიციული მეთოდებით ვერ მოვახერხებდი. სწორედ ეს ფაქტორი განაგებს ჩემი გატაცების „ინსტრუმენტს.“

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?