ფრანგული სტილი
გაიხსენეთ 60-70-იანი წლების ფრანგული ფილმების გმირები. ტრენჩი, შარვალი და, რაღა თქმა, უნდა ბერეტი - იმ დროის კლასიკური სახე კვლავ მოდურია. შექმენით დაუდევრობის ილუზია. ბერეტიდან დატალღული კულულები გამოაჩინეთ. ფერს არა აქვს მნიშვნელობა - აირჩიეთ, რომელიც გნებავთ. თქვენი ლუქი წითელი პომადით და თხელი აბრეშუმის შარფით დაასრულეთ.
ბერეტი + მსხვილი ბიჟუტერია
სცადეთ ბერეტთან კომბინაციაში მსხვილი ბიჟუტერია - ამგვარი შეხამება მასიდან გამოგარჩევთ, თანაც ისე, რომ ძალიან გამომწვევად არ გამოიყურებოდეთ. დაასრულეთ ლუქი ნაზი მაკიაჟით და გრძელი ქვედაბოლოთი.
მაღალი მოდა
მკვეთრი პრინტის პერანგები, ტყავის ქურთუკები და კოსტიუმები კარგად ეხამება კლასიკურ ბერეტს. დააკვირდით შავ ტყავის ბერეტებს - ისინი მოკრძალებულად, მაგრამ შნოიანად გამოიყურება.
ბერეტი + გრძელი პალტო
ბერეტისა და პალტოს კომბინაცია - ეს ნამდვილი კლასიკაა. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მასალის შერჩევას. ნუ შეუშინდებით ფერებით ექსპერიმენტებს და შეეცადეთ, თქვენს უნიკალურ ფერთაშეხამებას მიაგნოთ.