კამასუტრა სტაჟიანი წყვილებისთვის: 10 პოპულარული პოზა

საკნატუნო ამბები

3 იანვარი 22:00, 2018 წელი

თუ თქვენ ქორწინებაში ხართ 5, 10 ან მეტი ხნის მანძილზე, თქვენ შორის უკვე განსაკუთრებული ურთიერთობაა, თითქოს ერთმანეთს ხართ „შეზრდილები“ და ორგაზმსაც სულ სხვა პოზებში აღწევთ. ნახეთ ილუსტრაციებში სტაჟიანი ოჯახური წყვილის კამასუტრა - ცოტა იუმორი და ბევრი სიმართლე... 

1. პოზა „მოწოდება“



ცოლი იხრება დივანზე წამოწოლილი ქმრის ფეხებთან, რათა მის მიერ ძირს დაყრილი ნაგავი მოხვეტოს, თან თითქოს მოუწოდებს, გეყოფა ტელევიზორის ყურება, დროა, ყურადღება მომაქციოო, თან რამდენიმე ვნებიან ფრაზას ეუბნება.


2. პოზა „ჭურჭლის რეცხვა“



აქ როლები იცვლება: ქმარი ნახმარ ჭურჭელს ჭურჭლის სარეცხ მანქანაში აგროვებს, ცოლი კი ყურადღებით აკვირდება, რამე არ გააფუჭოს. და აი, მაშინ, როცა უკვე სთხოვს, გარეცხილი ჭურჭელი კარადაში შეაწყოს, ქმარი ნამდვილ ორგაზმამდე მიჰყავს...


3. პოზა „არომატული“



ქმარი, სრულიად უშფოთველი სახით, ოთახში ჰაერს აფუჭებს... ამ დროს ცოლს ეძალება მგზნებარე ვნება, ქმარს სახეში ჩუსტი ესროლოს და სხვა ოთახში გაეცალოს...


4. პოზა „ურღვევი კავშირი“



ეს პოზა წყვილების კომპანიისთვისაა, თუმცა არა - სვინგერების. სიყვარულით ხელიხელჩაკიდებული წყვილი გულში ბედნიერია, ვიდრე მათ წინ მეორე წყვილი ერთმანეთს ეჩხუბება.


5. პოზა „მესამე არ არის ზედმეტი“



კლასიკური პოზა, როცა ქმარი ნაზად ეხვევა ცოლს, იწყება ვნება და აი, იმ დროს, როცა ეს ყველაფერი კულმინაციას აღწევს, ისმის ბავშვის ტირილი ან პატარა თავისი ფეხით მოდის, რათა დედ-მამას შუაში ჩაუწვეს.


6. პოზა „დამკვირვებელი“



სახლში რემონტია ან ოჯახი გადასაბარგებლად ემზადება. ცოლი დაკუნთულ მუშას ქირაობს, ქმარი კი კუნთებიან მაჩოს აკვირდება და შურით გულზე სკდება.


7. პოზა „შოპოჰოლიკი“



წყვილი შოპინგზეა. ქმარი თავიდან ენერგიულია, ის კი არადა, გასახდელში პეტინგსაც აწყობს - მსუბუქად შეხებას სხეულზე და ეროგენული ზონების სტიმულირებას, შემდეგ კი იღლება და სრულიად მომჩვარული ელოდება, სანამ ცოლი „მომხმარებლურ ორგაზმს“ არ მიაღწევს ან ბარათზე თანხა არ ამოიწურება.


8. პოზა „დამწვრის სუნია“



ცოლი უახლოვდება პლანშეტში თავჩარგულ ქმარს, რათა დაცლილი ყავის ჭიქა ააცალოს. ამ დროს ეკრანზე ხედავს მიმოწერას ქმრის ახალგაზრდობის სიყვარულთან. ამ ქალს სახეზე იცნობს და ის ძველი ამბავიც იცის. აფორიაქებული ქმარი მიმოწერის დახურვას ცდილობს, რა დროსაც შემთხვევით კიდევ სხვა ქალთან მიმოწერას ხსნის, რომელზეც ცოლს წარმოდგენაც არ აქვს.


9. პოზა „ბებიასთან“



წყვილი ბავშვებს შაბათ-კვირას ბებია-ბაბუასთან აგზავნის, თვითონ კი „თაფლობის თვის“ დროინდელ ცდუნებებს ეძლევა, როცა შესვენება მხოლოდ საკვებისთვის კეთდება. აი, ყველაზე ძლიერი ორგაზმი კი მაშინ იწყება, როცა შვილის არდადეგების დრო მოდის!


10. პოზა „მე თვითონ“



ბავშვი ბებიასთანაა, ქმარი - სათევზაოდ, ცოლი სახლში მარტო რჩება და საყვარელ პოზას იხსენებს - წვება არომატულ აბაზანაში, უყურებს საყვარელ მელოდრამას ან კითხულობს ახალ წიგნს, წრუპავს ღვინოს ან ცხელ კაკაოს. ორგაზმი ყველა შემთხვევაში გარანტირებულია.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?