ნარკომანიის ამერიკული ეპიდემია, რომელზეც იშვიათად საუბრობენ

საკნატუნო ამბები

7 იანვარი 17:00, 2018 წელი

ჩრდილოეთ ფილადელფიაში 5 კილომეტრზე გადაჭიმული კენსინგტონ ავენიუ ნარკომანიის, პროსტიტუციისა და დანაშაულის სამფლობელოდ არის ცნობილი. ფოტოგრაფმა ჯეფრი სტოკბრიჯმა (Jeffrey Stockbridge) ამ სახიფათო რაიონში ექვსი წელი გაატარა. ის მოღუშულ რეალობას ასახავდა და თავისი ფოტოგმირების ნაღვლიან ისტორიებს იწერდა.

ფილადელფიის ამ მხარეზე საუბარი მიღებული არ არის და საზოგადოებასაც ნაკლებად აჩვენებენ, რა ხდება მსგავს რაიონებში. სკოტბრიჯმა პროექტს Kensington Blues-ს უწოდა.
2016 წლისთვის ნარკოტიკებმა უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ვიდრე ვიეტნამის ომმა.
ათობით ათასი უბრალო ადამიანი ოპერაციის, მშობიარობის ანდა ტრავმის შემდეგ ექიმების მიერ გამოწერილ ტკივილგამაყუჩებლებს ეჩვევა. ისინი საკმაოდ ძვირი ღირს, რაც ადამიანებს უფრო იაფი ვარიანტის შოვნას აიძულებს. ამის გამო კი კენსინგტონ ავენიუზე ბევრი ხვდება.

  •  ტყუპები ტიკ-ტაკი და ტუტსი. დები ყოველდღე ცდილობენ, ფული გამოიმუშაონ, რათა ღამის გასათევი ჰქონდეთ. ისინი ერთმანეთზე ზრუნავენ.

  • ელი ცხოვრობს სახლში, სადაც არც ელექტრობაა და არც წყალსადენი. ზოგჯერ ის ოთახს მეძავებზე აქირავებს.

  •  სარა: „55 წლის ვარ და ფსიქოლოგიის მაგისტრი გახლავართ. ორი წლის წინათ ჩემი მეუღლე და მშობლები ავტოავარიაში დაიღუპნენ. მე ერთ დღეს დავკარგე ოჯახი, კარიერა და ჯანმრთელობა".

  • ქეროლი დღისით ქუჩაში იძინებს, რათა ღამით თავის დაცვა შეძლოს.

  • ტანა 25 წლისაა. აქედან 7 წელი სექსინდუსტრიაშია.

  • ბობი

  •    პეტი და რეიჩელი იძულებულები გახდნენ, შვილები დაცვის მიზნით გაშვილების სააგენტოში ჩაებარებინათ. ისინი მიიჩნევენ, რომ სწორად მოიქცნენ. მათ შვილებს უკეთესი მომავლის შანსი გაუჩნდათ.

  • ჯეიმი კრეკსა და ჰეროინს მოიხმარს. ის ფეხმძიმობის მეშვიდე თვეზეა და მას, ამის გარდა, კიდევ ერთი გოგონა ჰყავს.

  • სარა და დენისი. სარას ხელზე ვენები აღარ გამოდგება წამლის გასაკეთებლად, ამიტომაც მანდენისს სთხოვა კისერში ეჩხვლიტა.

  •  მეტ ნილი ნარკოდამოკიდებული ციხიდან გამოსვლის შემდეგ გახდა. მის ფეხში სეფსისი განვითარდა, მაგრამ ნარკოტიკების გამო მკურნალობა შედეგს არ იძლეოდა. ექიმები იძულებულები გახდნენ, მისთვის ფეხი მოეკვეთათ. 

  • ქეროლი 41 წლისაა. ის 21 წლიდან მოიხმარს ჰეროინს, რომელიც მთელი „მისი ცხოვრების სიყვარული“ გახდა.

  •  ვინი, ყოფილი პროფესიონალი მოკრივე.

  • ბობი, ნარკოტიკების გავრცელებისთვის იჯდა.

  •  მელისამ ნარკოტიკების მიჩვევის შემდეგ პროსტიტუცია დაიწყო.

  • ეშლი. 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ოქტომბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

5 ფილმი, რომლებიც სულს აგიფორიაქებთ

თუ ცოტა ხნით ბლოკბასტერებს მოსწყდებით და სერიოზული ფილმის საყურებლად განეწყობით, ეს ფილმები ღრმა შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.
დღის ჰოროსკოპი

18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ხრაშუნა კარტოფილის ჩხირები ლორით

ალბათ მიხვდით, რომ ეს არ არის კარტოფილი ფრი, თუმცა გარწმუნებთ, ფრიზე მეტად შეიყვარებთ!
დღის ჰოროსკოპი

17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

11 მიზეზი იმისა, რატომ არის ჰიუ ჯეკმანი გენიალური

იცოდით, რომ ეს ავსტრალიელი არტისტი ჰოლივუდამდე ჯამბაზად მუშაობდა და პატარებს ართობდა? და არამარტო ეს...
ამბები

„ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა

ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა.
დღის ჰოროსკოპი

16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

შოუბიზნესის მუქკანიანი ლამაზმანები

ეს მსახიობები ეკრანზე გამოჩენისთანავე განსაკუთრებულ შარმს სძენენ ფილმებს.




×

საბანერო პოზიცია
300x150