მუდმივად გაქვთ დაღლილობის შეგრძნება? - 11 სიმპტომი, რომელიც ქალმა არ უნდა დააიგნოროს!

საკნატუნო ამბები

9 იანვარი 09:00, 2018 წელი

როდესაც ადამიანის ხასიათში, გარეგნობასა და ჯანმრთელობაში არასასურველი ცვლილებებია, დიდი შანსია, ორგანიზმში რომელიმე ჰორმონის გამომუშავება იყოს დარღვეული. გაინტერესებთ, როგორ მიხვდეთ, რომ თქვენი პრობლემის მიზეზი სწორედ ჰორმონებია? 

ყურადღებით გაეცანით და ნუ დააიგნორებთ ამ მინიშნებებს.

  • გამონაყარი სახეზე

    სახეზე გამონაყარსა და შავ წერტილებს ფორების ბლოკირება იწვევს, თუმცა, ექიმები გვაფრთხილებენ, რომ ხშირი გამონაყარი ორგანიზმში ჰორმონალურ ცვლილებებს უკავშირდება. მაგალითად, ანდროგენების ძალიან დაბალი მაჩვენებელი მთელ სხეულზე აკნეს იწვევს. 

  • ხშირი თავისტკივილი

    ენდოკრინოლოგების თქმით, თავის ხშირ ტკივილს სტრესი და დაღლილობა იწვევს, თუმცა, ხშირად ამის მიზეზი ესტროგენის დაბალი მაჩვენებელია. ეს არის ქალის ჰორმონი, რომელიც საკვერცხეებში გამომუშავდება და აკონტროლებს გაცვლით პროცესებს თავისა და ზურგის ტვინში. ამიტომ მისი უკმარისობა შესაძლოა, შაკიკის ან მუდმივი უხასიათობის მიზეზი გახდეს.


  • ხშირი უძილობა

    უძილობა დაკავშირებულია ჰორმონ პროგესტერონის უკმარისობასთან. სომნოლოგ ტრეისი ჯონჯოსის თმით, პროგესტერონი - ეს არის ბუნებრივი რელაქსანტი, რომელიც ამშვიდებს და აწესრიგებს ძილს.  ესტროგენისა და პროგესტერონის დონე ხშირ შემთხვევაში მშობიარობის შემდეგ მცირდება. ამიტომ ამ პერიოდში ქალები უძილობას უჩივიან.


  • მომატებული ოფლიანობა

    ეს ჰორმონალური დარღვევის ერთ-ერთი აშკარა მიზეზია. ჰორმონები აკონტროლებს სხეულის ტემპერატურას, ამიტომ მათი დისბალანსის დროს შესაძლოა, მკვეთრი ცხელება იგრძნოთ. ექიმების თქმით, ამგვარი სიმპტომი მენოპაუზამდე ან მის შემდეგ უფრო გამოიკვეთება, როდესაც ჰორმონების დონე მერყეობს. სხვა დროს კი ეს სიმპტომი მიგვანიშნებს, რომ ორგანიზმს დახმარება სჭირდება.


  • მუდმივი დაღლილობა

    თუკი მუდმივად გაქვთ დაღლილობის შეგრძნება, ახლად გაღვიძებულზეც და დასვენების შემდეგაც,  ეს ჰორმონალური დისბალანსის მანიშნებელია. ექიმების თქმით, ქრონიკული დაღლილობა ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევაზე მიანიშნებს.


  • წონის მკვეთრი ცვლილება

    ჰორმონალური დისბალანსის დროს, შესაძლოა, საგრძნობლად მოიმატოთ წონაში, მიუხედავად იმისა, როგორ იკვებებით. რამდენიმე ჰორმონის უკმარისობა ან დარღვევით მუშაობა სხეულს აიძულებს, სწრაფად მოაგროვოს ცხიმი და დაკარგოს კუნთოვანი მასა. მაგალითად, როდესაც ესტროგენის, კორტიზოლის, ინსულინის დონე მაღალია, ხოლო ტესტოსტერონის - დაბალი, ცხიმი მუცლის არეში გროვდება, ხოლო თუკი ფარისებრი ჯირკვლის  მუშაობაა დარღვეული, ნივთიერებათა ცვლის პროცესი ნელდება, რაც, ასევე, იწვევს წონის მომატებას.


  • თმის ცვენა

    თმის ხშირ ცვენას ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის, ინსულინის ან ტესტოსტერონის დონის დარღვევა იწვევს. მაგალითად, ჰორმონი ტესტოსტერონი კაცებში წონის მომატებასა და ჭარბთმიანობას იწვევს.


  • საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები

    ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევარების მტკიცებით, ნაწლავების მიკროფლორაზე ესტროგენის მაღალი დონე უარყოფითად მოქმედებს. ჰორმონების მაღალი მაჩვენებლები შესაძლოა, მუცელში დისკომფორტისა და ტკივილის მიზეზი გახდეს.


  • მუდმივი შიმშილის შეგრძნება

    ადამიანის მადასა და შიმშილის შეგრძნებაზე სხვადასხვა ჰორმონია პასუხისმგებელი. მათი დისბალანსი შიმშილის მუდმივ შეგრძნებას იწვევს. ექიმებმა დაადგინეს, რომ შიმშილის კონტროლისთვის ორი ჰორმონი უნდა იყოს დაბალანსებული - ლეპტინი და გრელინი. ლეპტინი ამცირებს მადას, ხოლო გრელინი, პირიქით, ეხმარება სხეულს, ზუსტად განსაზღვროს, როდის არის საჭირო ჭამა.


  • გულმავიწყობა

    მუდმივი გულმავიწყობა და გონებაგაფანტულობა შესაძლოა, სხვადასხვა ფაქტორით იყოს განპირობებული, მათ შორის, ჰორმონების - ესტროგენისა და კორტიზოლის დისბალანსით.


  • მკერდის ზომის შეცვლა

    ეს ერთ-ერთი სერიოზული ნიშანია იმისა, რომ ორგანიზმში დარღვევებია. ესტროგენის დონის ძლიერი კლება კანის ელასტიკურობასა და დატენიანებას ხელს უშლის. შედეგად კი მკერდი კარგავს ფორმას და იკლებს ზომაში. გარდა ამისა, მკერდის შიგნით ჩნდება მყარი ფორმირებები, რომლებიც დისკომფორტს ქმნის. კიბოს ნაციონალური ცენტრის ცნობით, სარძევე ჯირკვლებში ცვლილებები ქალებში ხშირია და, როგორც წესი, ეს არ არის მკერდის კიბოს დაავადება. ასეთ ცვლილებებს ჰორმონების დისბალანსი ან მენოპაუზის პერიოდი იწვევს.


წყარო
დღის ჰოროსკოპი

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

როგორ იბრძოდნენ ქალები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

საქართველოს ეროვნულ საბჭოში, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, 5 ქალი დეპუტატი იყო. მათი ხელმოწერაც ამშვენებს კონსტიტუციური ხასიათის პირველ ქართულ დოკუმენტს.
დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ასფალტზე გაცოცხლებული მულტფილმის გმირები თვითიზოლაციაში 

ასეთ უჩვეულო დროში ჩვენ ყველას მხარდაჭერა და კარგი განწყობა გვჭირდება.
სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ დავეხმაროთ გაუწყლოვანებულ კანს სახლის პირობებში?

თქვენც ფიქრობთ, რომ მშრალი და გაუწყლოვანებული კანი - ერთი და იგივეა? 
საკნატუნო ამბები

საწოლში პრეზიდენტთან: პოლიტიკოსების 5 ყველაზე ხმაურიანი სექს-სკანდალი

მორიგი სექს-სკანდალს ცნობილ მომღერალსა ან მსახიობზე ლამის ყოველდღე ვაწყდებით ინტერნეტსივრცეში და შეიძლება, გვერდიც აუიაროთ, თუმცა, იმავეს ვერ ვიტყვით იმ ადამიანებზე, რომელთა ცხოვრება მეტ-ნაკლებად გასაიდუმლოებულია. 
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

დისნეის პრინცესები პირბადეების დეფიციტის დროს

კორონავირუსის გამო მთელ მსოფლიოში სამედიცინო ნიღბების დეფიციტი გაჩნდა. პრონცესები არ დაიბნენ და პრობლემიდან სახალისო გამოსავალიც იპოვეს.
ამბები

ონლაინდისკუსია თემაზე პერსონალური მონაცემების დაცვის ევროკავშირის რეგულაციები და ქართული კანონმდებლობა

25 მაისს, 17:00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაცია IRC-ის Facebook გვერდზე https://www.facebook.com/IRC111 გაიმართება ონლაინდისკუსია https://www.facebook.com/events/245085283386708 თემაზე: GDPR და ქართული კანონმდებლობა.
ამბები

კიბოს რისკისგან დაზღვევა - ფონდი სიმშვიდისთვის

ავთვისებიანი სიმსივნის პირისპირ: 27 წლის ნინოს „ჯიპიაი ჰოლდინგმა“, კიბოს რისკისგან დაზღვევის პროგრამა „ონკო ქეარით“, 150 000 ლარი აუნაზღაურა.
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?