კონცენტრაციის დროს ტვინი უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ორგანიზმიდან წამოსულ სიგნალებს, რაც ეხმარება გონებას, დროულად დაიჭიროს ინფორმაცია დანაყრების შესახებ. ხოლო თუკი საკვების მიღების პროცესი გაუცნობიერებელია, ადამიანი საჭმელს გადაჭარბებული რაოდენობით იღებს.
ჰარვარდის მეცნიერებმა უკვე დაამტკიცეს, რომ საკვებზე ფოკუსირება მისი მიღების დროს თვეში, მინიმუმ, სამი კილოგრამის დაკლების საშუალებას იძლევა. „გააზრებული ჭამა“ ადამიანს ეხმარება, ეს პროცესი აკონტროლოს და მაცივართან მირბენის რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანოს.