რისი ეშინია ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს?

საკნატუნო ამბები

10 იანვარი 14:00, 2018 წელი

გიამბობთ იმაზე, რის გაფიქრებასაც კი ვერ ბედავთ.

ვერძი
თავისუფლებისმოყვარე და დამოუკიდებელი ვერძები სერიოზულ ურთიერთობებს უფრთხიან. თავიანთი არაკომუნიკაბელურობის გამო მარტოობის შიში - ისოლოფობიაც უჩნდებათ. ამას ჩაკეტილი სივრცის შიში - კლაუსტროფობიაც ემატება.

კურო
კურო ზოდიაქოს ერთ-ერთი იშვიათი ნიშანია, რომელსაც, წესით, არავითარი ფობია არ აწუხებს, მაგრამ ფული მის ცხოვრებაში მთავარ როლს ასრულებს და ამიტომაც უფულოდ დარჩენის შიში კუროს ყველაზე მთავარი შიშია.

ტყუპები
ტყუპებს უჭირთ სიბნელის შიშის (ნიკტოფობია), სიღრმის შიშის (ბატოფობია) და ჩაკეტილი სივრცის შიშის (კლაუსტროფობია) დაძლევა. ფიზიკური სიძლიერის მიუხედავად, ტკივილის ბარიერი ძალიან დაბალი აქვთ, ამიტომაც სულ მცირედ ტკივილსაც კი ცუდად იტანენ (ალგოფობია).

კირჩხიბი
ისინი ბუტიები არიან, ამიტომაც დაცინვის ობიექტად ყოფნა აშინებთ. ეს შიში შესაძლოა, პათოლოგიაშიც გადაიზარდოს, რაც საბოლოოდ კატაგელოფობიას იწვევს. ამას გარდა, კირჩხიბებს ძალიან ეშინიათ მაღალი სიჩქარის (ტახოფობია) და დიდ სიმაღლეზე ფრენის (ავიაფობია).

ლომი
ლომებს, ტყუპებივით, ტკივილის ეშინიათ. არ უყვართ ექიმები, განსაკუთრებით სტომატოლოგები. მაღალ სიმაღლეზე თავბრუ ეხვევათ, საღამოობით კი სიბნელის შიში ეუფლებათ.

ქალწული
ქალწულებს სიყვარულის არ სჯერათ, ამიტომაც ასაკთან ერთად გამოფობია - გათხოვების შიში ეუფლებათ. მათ, ასევე, ეშინიათ ობობების (არაქნოფობია), ტარაკნების (ბლატოფობია) და სხვა მწერების. როცა ბევრი შიში უგროვდებათ, ქალწულებს ფობოფობია - გადატანილი შიშის ხელახლა განცდა - ემუქრებათ.

სასწორი
სასწორებს პანიკურად ეშინიათ მწერების (ენტომოფობია) და ქვეწარმავლების (გერპეტოფობია), განსაკუთრებით გველებისა და ბაყაყების. ისინი ცუდად იტანენ ტკივილს და ექიმებს მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში აკითხავენ. მათ ასევე ცხოვრების თანამგზავრის გარეშე დარჩენა აშინებთ, ხოლო ყველაზე მძიმე პერიოდში მარტო სიკვდილის შიშით (აუტოფობია) იტანჯებიან.

მორიელი
მორიელები მშიშრები არ არიან. მათი შიშების ჩამოსათვლელად ბევრი დრო არ დაგვეხარჯება. მორიელის შიშები უფრო ორიგინალურობით იქცევს ყურადღებას: კუთხეების, ალბინოსებისა და აზარტული თამაშების შიში.

მშვილდოსანი
მშვილდოსნებს მისტიკის სჯერათ და ბნელი ძალების ეშინიათ. მსგავს თემებზე სტატიების ხშირი კითხვა სატანოფობიის განვითარებას უწყობს ხელს. ამას გარდა, თავისუფლების სიყვარულის გამო კლაუსტროფობიაც აშინებთ.

თხის რქა
ბუნებით ძალიან მოკრძალებულ თხის რქებს საზოგადოებრივი ადგილებისა და ერთად თავმოყრილი ბევრი ხალხის ეშინიათ (აგორაფობია). ასევე, შესაძლოა, შორი ფრენისა და დიდ სიჩქარის შიშიც ჰქონდეთ.

მერწყული
მერწყულებს, ტყუპებისა და ლომების მსგავსად, ტკივილის ეშინიათ. მათ მომავალზე ფიქრიც აშინებთ. ამას გარდა, ვერძებისა და სასწორების მსგავსად, ცხოვრების მარტოობაში გატარებაც აშინებთ.

თევზები
მშვილდოსნების მსგავსად, თევზებსაც მისტიკურისა და იდუმალის სჯერათ. ეშინიათ ჯადოქრების, მოჩვენებების, სულებისა და უცხოპლანეტელების. თევზები ძლიერ მგრძნობიარეები არიან, ამიტომაც თუკი ბავშვობაში კუთხეში ხშირად აყენებდნენ, მთელი ცხოვრება სასჯელის შიში (მასტიგოფობია) გაჰყვებათ.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ვინ იყო პირველი ღიად ლესბოსელი ქალი, ვინც მე-19 საუკუნის ქუთაისში იმოგზაურა

ბავშვობიდან სხვანაირი იყო. მისი მშობლები მის მკაცრ ხასიათს ვერ უმკლავდებოდნენ. ბრწყინვალე განათლება მიიღო და სწავლობდა ანატომიასაც, რათა გაეგო, საიდან ჰქონდა ლტოლვა ქალების მიმართ... 
ამბები

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცებისა და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პირველადი  მოხმარების პროდუქტებისა და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო“, - ამის შესახებ ინფორმაციას „ვისოლი“ ავრცელებს.
საკნატუნო ამბები

ყოფილი ცოლების ჰოროსკოპი

რა ხდება განქორწინების შემდეგ?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ყინულის დიეტა მსოფლიოს იპყრობს

ყინულის დიეტის დაწყების დროა... ერთად გავერკვეთ, რას გულისხმობს ეს და როგორ ეხმარება ორგანიზმს ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში.  
დღის ჰოროსკოპი

3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

რა ხდება როდესაც მოდა და ტექნოლოგიები ერთიანდებიან?

მოდისა და ახალი ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილი ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორიაჯეოლაბი გახდა.
დღის ჰოროსკოპი

31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანეები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად?