რას საქმიანობდნენ ვარსკვლავები, სანამ კარიერას აიწყობდნენ?!

საკნატუნო ამბები

10 იანვარი 16:00, 2018 წელი

ალბათ, ძნელი დასაჯერებელია, რომ ერთ დროს ისინი ლუკმაპურის საშოვნელად ნებისმიერ სამუშაოს თანხმდებოდნენ... ასე რომ, არასდროს იცი, რა გელოდება მომავალში, უბრალოდ, არ უნდა დანებდე და არ თქვა უარი ოცნებებზე. 

 

  • სტივ ბუსჩემი მეხანძრე იყო. 9/11-ის აფეთქებისას ის თავის ყოფილ სამსახურს დაუბრუნდა, რათა ნიუ-ორკის მეხანძრეებს დახმარებოდა.

  • ქრისტოფერ ვოლკენი ლომების მწვრთნელი იყო და 16 წლისა ძუ ლომ შიბასთან ერთად წარმოდგენებს მართავდა.

  • დენი დევიტო მიცვალებულების დალაქი იყო. ის გარდაცვლილ ქალბატონებს თმებს ვარცხნიდა, რათა პატივით დაეკრძალათ.

  •  ჰარისონ ფორდი დურგალი იყო.

  • ქრისტოფერ ლი სადაზვერვო სამსახურში მუშაობდა.

  • ჯონი დეპი ქოლ-ცენტრში  მუშაობდა და თავის სამსახურს ვერ იტანდა - მან მხოლოდ ერთი პროდუქტის გაყიდვა შეძლო. 

  • პირს ბროსნანი პროფესიონალი მეფოკუსე გახლდათ და სამი წლის მანძილზე საუკეთესოთა სიაში იყო შეყვანილი.

  • ჯიმ ქერიმ სწავლა მიატოვა და დამლაგებლად მუშაობდა, რათა ოჯახს დახმარებოდა.

  • რიანა სამხედრო იყო.

  • ბრედ პიტი ჰოლივუდში ელ პოლო ლოკოს რესტორნისთვის ქათმის კოსტიუმში გამოწყობილი დადიოდა. 

  • ბარაკ ობამა „ბასკინ რობინსის“ ნაყინის სკუტერს დაატარებდა.

  • ჰიუ ჯეკმანი სპორტდარბაზში მწვრთნელი-მასწავლებელი იყო.

  • ბობ როსი სამხედრო-საჰაერო ძალების სერჟანტი იყო.

  • ჯორჯ ქლუნი ქალების ფეხსაცმელს ყიდდა, იყო სადაზღვევო აგენტი, მშენებელი და თამბაქოს დამჭრელი ქარხანაში.

  • ბილ მიურეი წაბლს ყიდდა ჩიკაგოს სურსათის მაღაზიის შესასვლელთან.

  • გალ გადოტი ისრაელის თავდაცვის სამხედრო ძალებში მსახურობდა.

  • დევიდ ბოუი ყასბის თანაშემწე იყო.

  • ქატრინ ვინიკის მესამე ხარისხის შავი ქამარი აქვს ტაიკვანდოში და მეორე ხარისხის შავი ქამარი კარატეში. 21 წლისამ მან დააარსა და ხელმძღვანელობდა საბრძოლო ხელოვნების სამ სკოლას.

  • ჯეისონ ლი პროფესიონალი სკეიტბორდისტი იყო.

  • ქრის პატი სტრიპტიზიორი იყო და ცდილობდა, ჰავაიში თავი როგორმე ერჩინა.

  • ჰელენ მირენი სამხრეთ ზღვის პარკის პრომოუტერი იყო.

  • ტომ ჰენკსი ბატიბუტსა და მიწის თხილს ყიდდა.

  • ქეით უინსლეტი სენდვიჩებს ამზადებდა. 

  • ლიამ ნისონი პედაგოგიურზე სწავლობდა. 

  • ვუპი გოლდბერი სტილისტი იყო.

  • სანდრა ბალოკი მენჰეტენის რესტორანში ბარმენად და მიმტანად მუშაობდა.

  • ტიმ ალენი ნარკოტიკებით ვაჭრობდა.

  • ჩანინგ ტატუმი სტრიპტიზიორი იყო.

  • ნიკოლ კიდმანი მასაჟს სწავლობდა, რათა დედამისისთვის ემკურნალა, რომელსაც მკერდის კიბო ჰქონდა.

  • ჯერარდ ბატლერი იურისტი იყო, მაგრამ სამსახურიდან გაათავისუფლეს, რადგან სამუშაოს ხშირად აცდენდა. 

  • შარლის ტერონი ბალეტის მოცეკვავე იყო ნიუ-იორკში, მაგრამ მოუწია, თავი დაენებებინა, რადგან 19 წლისამ მუხლი დაიშავა.

  • ჯონ ჰამი პორნოფილმებისთვის კოსტიუმერი იყო.

  • ვიქტორია ბექჰემმა სპერმის როლი ითამაშა „ბიბისის“ სექსუალური განათლების შოუში „სხეული მნიშვნელოვანია“.

  • მიშელ ფაიფერი სუპერმარკეტში მოლარე იყო.

  • ჯეიქ გულენჰალი პირადი მცველი იყო.

  • შერლი ქროუ მუსიკის მასწავლებელი იყო დაწყებით სკოლაში.

  • ევანგელინე ლილი სტუარდესა იყო.

  • ედრიენ დროდი ბავშვების დაბადების დღეებზე მაგიურ სანახაობებს აწყობდა და მეტსახელი ჰქონდა „გასაოცარი ედრიენი“.

  • რეიჩელ მაკადამსი მაკდონალდსში მუშაობდა.

  • ლუსი ლიუ იყო მდივანი, აერობიკის ინსტრუქტორი და ჰოსტელის თანამშრომელი.

  • ჯონ ბონ ჯოვი საშობაო დეკორაციებს ამზადებდა.

  • მეთიუ მაკკონახი ქათმების გალიებს ასუფთავებდა და თეფშებს რეცხავდა.

  • ჯულია რობერტსი „ბასკინ რობინსის“ ნაყინების სკუტერს დაატარებდა.

  • ბრედლი კუპერი სასტუმრო „მორგანსის“ შვეიცარი იყო.

  • მიკ ჯაგერი ბექსლის ფსიქიატრიული საავადმყოფოს მენაგვე იყო.

  • ჯენიფერ უინსტონი ქოლცენტრში მუშაობდა.

  • ჯენიფერ ლოპესი იურისტი იყო.

  • უოლტ დისნეი გაზეთების გამყიდველი იყო.

  • ჰოლი ბერი „დეილი ექსპრესში“ მუშაობდა.

  • ეშტონ კატჩერი ჯენერალ მილსის ქარხანაში ნარჩენ პროდუქტებს წმენდდა, ერთხელ სისხლიც კი ჩააბარა ფულის საშოვნელად.

  • ქუინ ლატიფა „მაკდონალდსში“ მუშაობდა.

  • ქეით ბოსვორთი მხედარი იყო.

  • მაიკლ ფესბინდერი მნათე იყო ქორწინებისა და ნათლობის დღეებზე ეკლესიაში.

  • ვინს ვაუგი პირადი მცველი იყო YMCA-ში.

  • პატრიკ დემპსი ჟონგლიორი იყო.

  • ჯეიკ ჯონსონი ქუჩაში ბურიტოს ყიდდა.

  • ოზი ოზბორნი საყასბოში მუშაობდა.

  • მადონა „დანკინ დონატსში“ მუშაობდა, სანამ გააგდებდნენ.

  • დემი მური ვალების შემგროვებელი იყო.

  • ელონ მასკი მტვერს წმენდდა სასტუმროს ნომრებში და თითო საათში $18-ს იღებდა.

  • ჯეიმს ფრანკო „მაკდონალდსში“ მუშაობდა.

  • მეგან ფოქსი მიმტანი იყო, მან თავი დაანება სამსახურს, რადგან კლიენტები მუდამ ეფლირტავებოდნენ.

  • გვენ სტეფანი დირი ქვინში მუშაობდა.

  • ევა მენდესი პიცისა და ჰოთ-დოგის ადგილობრივ სასადილოში მუშაობდა.

  • კორტნი კოქსი ნიუ-ორკის კონცერტების ბილეთების დაჯავშნის სააგენტოში მუშაობდა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ვინ იყო პირველი ღიად ლესბოსელი ქალი, ვინც მე-19 საუკუნის ქუთაისში იმოგზაურა

ბავშვობიდან სხვანაირი იყო. მისი მშობლები მის მკაცრ ხასიათს ვერ უმკლავდებოდნენ. ბრწყინვალე განათლება მიიღო და სწავლობდა ანატომიასაც, რათა გაეგო, საიდან ჰქონდა ლტოლვა ქალების მიმართ... 
ამბები

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცებისა და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პირველადი  მოხმარების პროდუქტებისა და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო“, - ამის შესახებ ინფორმაციას „ვისოლი“ ავრცელებს.
საკნატუნო ამბები

ყოფილი ცოლების ჰოროსკოპი

რა ხდება განქორწინების შემდეგ?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ყინულის დიეტა მსოფლიოს იპყრობს

ყინულის დიეტის დაწყების დროა... ერთად გავერკვეთ, რას გულისხმობს ეს და როგორ ეხმარება ორგანიზმს ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში.  
დღის ჰოროსკოპი

3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

რა ხდება როდესაც მოდა და ტექნოლოგიები ერთიანდებიან?

მოდისა და ახალი ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილი ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორიაჯეოლაბი გახდა.
დღის ჰოროსკოპი

31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანეები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად?