„ფლირტი არ არის სექსუალური შევიწროება!“ - ფრანგი ქალები მამაკაცების დასაცავად ერთიანდებიან

საკნატუნო ამბები

11 იანვარი 20:00, 2018 წელი

გაზეთი Le Mond აქვეყნებს ლეგენდარული ფრანგი მსახიობის კატრინ დენევისა და მასთან ერთად 100-მდე ცნობილი ფრანგი ქალის კოლექტიურს წერილს, რომელშიც მოითხოვენ, რომ „კაცს უნდა ჰქონდეს ფლირტის უფლება“ და ეს არ უნდა ჩაითვალოს ძალადობად ან შევიწროებად.

მსახიობი კატრინ დენევი და მისი თანამოაზრეები წერილში აცხადებენ, რომ მამაკაცების წინააღმდეგ 2017 წლის ოქტომბრიდან აგორებული კამპანია #MeToo პურიტანიზმის ნიშნებს შეიცავს.

როგორც წერილშია აღნიშნულია, ამერიკელი პროდიუსერის ჰარვი ვაინშტაინის ირგვლივ ატეხილი სკანდალი საფრთხეს უქმნის „სექსუალურ თავისუფლებას“. ამ საზოგადოებრივი მოძრაობის ქარიშხალმა იმ კაცებსაც გადაუარა, ვინც, უბრალოდ, ქალის ამბორი ან მუხლის თავზე შეხება სცადეს და მათი მცდელობა მძიმე დანაშაულად შეფასდა. 

„გაუპატიურება - ეს მძიმე დანაშაულია. მაგრამ ფლირტი, თუნდაც დაჟინებული, არ წარმოადგენს უფლებების დარღვევას, ისევე როგორც გალანტურობას არ შეიძლება ვუწოდოთ აგრესიული მექალთანეობა. ჰარვი ვაინშტაინის საქმის კონტექსტში სამართლიანი ყურადღება გამახვილდა, ზოგადად, სექსუალური შევიწროების პრობლემაზე და ეს აუცილებელი ნაბიჯი იყო. თუმცა ამ მიმართულებით სიტყვის თავისუფლებამ დღეს საპირისპირო შედეგები მოიტანა - გვაიძულებს, ვილაპარაკოთ ის, რაც „საჭიროა“ და თუ სხვა აზრი გვაქვს, უნდა გავჩუმდეთ. ვინც ამ მოთხოვნებს არ ეთანხმება, მას მოღალატედ ან დამნაშავის თანამზრახველად აფასებენ“, - ნათქვამია Le Mond-ში გამოქვეყნებულ წერილში.


ცნობისთვის - 2017 წლის ოქტომბერში რამდენიმე ათეულმა მსახიობმა ქალმა აღიარა, რომ ჰოლივუდელი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი მათ სექსუალური ხასიათის ქმედებებისკენ უბიძგებდა. მათი აღიარების შემდეგ ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტებზე კიდევ ბევრი ქალი ალაპარაკდა. 


 


.

ამბები

„ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა

ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა.
დღის ჰოროსკოპი

16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

შოუბიზნესის მუქკანიანი ლამაზმანები

ეს მსახიობები ეკრანზე გამოჩენისთანავე განსაკუთრებულ შარმს სძენენ ფილმებს.
საკნატუნო ამბები

სიშიშვლე, რომელმაც დროს გაუძლო (+18)

სემ ჰასკინსკი - ფოტოგრაფი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო ფოტოგრაფიაში, განსაკუთრებით კი ნიუს ჟანრში.
დღის ჰოროსკოპი

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

13 ტრენდი, რომლებიც შეგიძლიათ, საშინელი სიზმარივით დაივიწყოთ

ნათქვამია, დრო იცვლება და ჩვენც, მასთან ერთად! ის, რაც „გუშინ“ მოდურად მიიჩნეოდა, დღეს შეიძლება სასაცილოდ მოგვეჩვენოს...
დღის ჰოროსკოპი

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მოხარშული ძეხვი „მუნდირში“

„ბუტერბროდის“ ასეთი ვარიანტი საუზმეზე ძალიან მოგეწონებათ!
საკნატუნო ამბები

10 სიტუაცია, როცა შედეგზე არავინ იფიქრა

ეცადეთ, მსგავსი სისულელე არ ჩაიდინოთ, თორემ დარვინის პრემია არ აგცდებათ!
დღის ჰოროსკოპი

12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

9 სერიალი ძლიერი ნერვების მქონე მაყურებლისთვის

ვისაც ნერვები კარგ დღეში გაქვთ და არ გაშინებთ ეკრანზე უხეში სექსის, სისხლის, ძალადობისა და სისასტიკის ხილვა, მაშინ აირჩიეთ ამ სერიალებიდან რომელიმე და ჩაუჯექით.
ამბები

გურჯაანელების ლაივ-ფლეშმობი ფეისბუქზე - გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრები ასე დაპატიჟეს

გურჯაანელებმა გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრების მოსაწვევად სოციალურ ქსელში ლაივ-ფლეშმობი მოაწყვეს და 12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ღვინის ფესტივალზე დაპატიჟეს.




×

საბანერო პოზიცია
300x150