ამ ვარსკვლავებმა ახალგაზრდობის წამალს მიაკვლიეს!

საკნატუნო ამბები

15 იანვარი 17:00, 2018 წელი

ამბობენ, მარადიული ახალგაზრდობის მიღწევა მხოლოდ პლასტიკური ქირურგიის გზით შეიძლება, მაგრამ ზოგიერთ ლამაზმანს მიაჩნია, რომ ქირურგია აუცილებელი არ არის - მათ ალტერნატიული გზა გამონახეს.

  • ჯენიფერ ლოპესი, 48 წლის

    ის ჩვენს სიაში ყველაზე ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე შეიძლება იმის თმა, რომ იგი ასეთივე გარეგნობის იქნება 60 წლის ასაკშიც. როგორც მსახიობი ამბობს, ის არასდროს არ სვამდა ალკოჰოლს.


  • ჯულია რობერტსი, 49 წლის

    ჯულია რობერტსი მთელი თავისი გარეგნობით ადასტურებს ერთ მარტივ ჭეშმარიტებას: ღიმილი საუკეთესო სამკაულია. მაგრამ მხოლოდ ღიმილით ამგვარი კანის შენარჩუნება ძალიან ძნელია. მსახიობი სისტემატურად დამატენიანებელ, მზისგან დამცავ საშუალებებს იყენებს.


  • სალმა ჰაიეკი, 50 წლის

    მსახიობი უარს აცხადებს ბოტოქსის ინექციაზე. ამის სანაცვლოდ იგი ჭამს. „მე ვჭამ ცხიმიანს, მე ვჭამ ბოსტნეულს, მე ვჭამ ყველაფერს!“ - აღიარებს ის. ამას გარდა, სალმა დილით გამწმენდ საშუალებებს არ იყენებს - მისი აზრით,  საღამოს გაწმენდა სავსებით საკმარისია, ვარდის წყალს იპკურებს და ქოქოსის ზეთით იცილებს მაკიაჟს.


  • სინდი კროუფორდი, 51 წლის

    „როცა 35 წლის ქალი თავის კანს უვლის, ეს არ ჩანს, მაგრამ ის აუცილებლად გამოჩნდება, როცა ჩემი ასაკის გახდება“, - ამბობს სინდი. - „ახალგაზრდობის საიდუმლო იმაშია, რომ არავითარი საიდუმლო არ არსებობს: არ მოწიო, გამოიძინე, დალიე საკმარისი წყალი და იპოვე ის, რაც ბედნიერს გაგხდის“.


  • ჰალი ბერი, 51 წლის

    ჰალი ბერის შეუძლია ქუჩაში უმაკიაჟოდ გამოსვლა. ამასთანავე, სახის კანის მოვლის მისი რიტუალი მარტივია: ჯერ იწმენდს კანს, შემდეგ ტონიკს ისვამს, შემდეგ დამატენიანებელი კრემი და კანის კრემი თვალების გარშემო, კვირაში ერთხელ კი სახის ნიღაბი.


  • შერონ სტოუნი, 59 წლის

    მსახიობის სიტყვებით, კანის მოვლა დედამ ასწავლა: „მან დამატენიანებელი კრემი მომცა და მითხრა, რომ გამეწმინდა კანი დილა-საღამოს, სულ ესაა, რასაც ვაკეთებ“. მაგრამ თავის ტვინში სისხლის ჩაქცევის შემდეგ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მაშინ მან ფილერების დახმარებით კონტურულ პლასტიკს მიმართა და ამის აღიარების სულაც არ რცხვენია.


  • კრისტი ბრინკლი, 63 წლის

    კრისტი ბრინკლის მტკიცებით, მისი ახალგაზრდობის საიდუმლო იმაშია, რომ ის რამდენიმე წელია ცხოველურ პროდუქტებს არ მიირთმევს. ერთადერთი გამონაკლისი ზღვის პროდუქტებია.


  • ლინდა კარტერი, 65 წლის

    პირველი „ქალი-საოცრება“ ლინდა კარტერი მიიჩნევს, რომ სილამაზის შენარჩუნებაში დედის რჩევები დაეხმარა - ბოროტად არ იყენებდა რუჯს, რათა „ქლიავის ჩირს“ არ დამგვანებოდა. ისე კი მსახიობი კოსმეტიკას ნაკლებად იყენებს, არ უყვარს წამწამების დაგრძელება და ფრჩხილების ლაქი.


  • გრეის ჯონსი, 69 წლის

    მომღერალი და მსახიობი გრეის ჯონსი სპორტს ბავშვობიდან მისდევდა და შესაძლოა, ოლიმპიური ჩემპიონიც გამხდარიყო, რომ არა მისი მკაცრი მამა. ის მიიჩნევდა, რომ გოგონამ არ შეიძლება შეჯიბრზე „ფეხები გამოაჩინოს“. პროფესიული სპორტიდან წამოსვლის შემდეგ გრეის ფიზიკური ვარჯიში არ მიუტოვებია.


  • სიუზან ლუჩი, 70 წლის

    მსახიობის განცხადებით, ახალგაზრდობაში ევროპაში მოგზაურობისას ის ერთმა ფაქტმა გააკვირვა: ქალები მინიმალური მაკიაჟით შესანიშნავად გამოიყურებოდნენ. მას შემდეგ იგი უპირატესობას ანიჭებს კანის მოვლის ევროპულ საშუალებებს. ამასთანავე, სიუზანი ბევრ წყალს სვამს და მზეზე დამცავი კრემის გარეშე არ გადის.


  •  შერი, 71 წლის

    შერი არ მალავს, რომ პლასტიკურ ქირურგიას მიმართავს. მას ახალგაზრდობიდანვე არ მოსწონდა თავისი ცხვირი და სხეულის სხვა ნაწილები. მაგრამ ქირურგია მისი ახალგაზრდობის შენარჩუნების ერთადერთი საშუალება არაა. ის დღესაც ბევრს ვარჯიშობს.


  • პეგი ლიპტონი, 71 წლის

    ახალგაზრდობაში ნარკოტიკების პრობლემამ და კიბოსთან წარმატებულმა ბრძოლამ პეგის სილამაზე ვერ წაართვა. ის დიდი ხანია ვეგეტარიანულ დიეტას იცავს.


  • რაქელ უელჩი, 77 წლის

    რაქელის მტკიცებით, მას პლასტიკური ქირურგიისთვის არასდროს მიუმართავს. ის დაბალნახშირწყლებიან დიეტას იცავს, იოგას მიმართავს, მაგრამ მისი მთავარი საიდუმლო კრემია, რომელიც თავიდან მოწველის წინ ძროხის ცურის დასარბილებლად გამოიყენებოდა. მსახიობი ამ კრემს ძილის წინ ისვამს.


  • ჯეინ ფონდა, 79 წლის

    ჯეინმა მუხლისა და თეძოს სახსრებზე ოპერაცია გადაიტანა. ამის მიუხედავად იგი არ წყვეტს ფიზიკურ ვარჯიშებს, მედიტირებს და 8 საათზე ნაკლები არ სძინავს.


  •  სოფი ლორენი, 82 წლის

     სოფი ლორენის აღიარებით ახალგაზრდობაში მისმა მეუღლემ და კინოსტუდიამ მისი „ძალიან დიდი ცხვირისა და დიდი პირის“ გამოსწორება სცადეს. მაგრამ მსახიობმა ნებისმიერ პლასტიკურ ოპერაციაზე უარი განაცხადა. იგივე პრინციპს იცავს ის ახლაც. სილამაზის შენარჩუნებაში მას ეხმარება ადრე ადგომა, ვარჯიში, ფეხით სეირნობა და სწორი კვება. თუმცა საყვარელ იტალიურ პასტაზე უარი არასდროს განუცხადებია.


  •  ნეიმი ვან დორენი, 86 წლის

    „სამი М“-ის კლუბის წევრი (სადაც მის გარდა მერილინ მონრო და ჯეინ მენსფილდიც შედიოდნენ), მსახიობი მეიმი ვან დორენი ახლა იმაზე უკეთ გამოიყურება, ვიდრე 1980 წელს. კოსმეტიკა თავისას შვრება - მისი სახე ნიღბად არ იქცა და სახის ნაკვთები კვლავ ნაცნობია. მთავარ საიდუმლოდ მსახიობი მაინც ბედნიერებას მიიჩნევს - იგი იოგას მისდევს, ხვდება მეგობრებს, სეირნობს ოთხფეხა მეგობრებთან ერთად და პიკანტურ ფოტოსესიებშიც მონაწილეობს.

წყარო
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.
ამბები

რა სახის სამუშაოებს უნდა აარიდოს დამსაქმებელმა ორსული, ახალნამშობიარები, მეძუძური ქალი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სამუშაოები, რომლებითაც დამსაქმებელმა ორსული ან ახალნამშობიარები ქალი, ასევე, მეძუძური დედა არ უნდა დაასაქმოს.
სილამაზე/ჯანმრთელობა

ლამაზი ვარცხნილობის გაკეთება 2 წუთში!

ამას ნებისმიერი შეძლებს. საჭიროა მხოლოდ კარგი მაკრატელი, ცოტა წყალი, თმის ფენი და მრგვალი სავარცხელი.
FUN-ტესტი

პიროვნული ტესტი - რა შეცდომას უშვებთ რთულ სიტუაციაში?

აირჩიეთ ერთი ლაბირინთი, რომელიც თქვენში სტრესის ასოციაციას იწვევს. ეს ფსიქოლოგიური ტესტი კარგი საშუალებაა, გაარკვიოთ, რა გეშლებათ რთულ სიტუაციაში, რათა შეცვალოთ თქვენი ქცევა და უფრო სწრაფად მიიღოთ შედეგი. 
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

„ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიაში ფსიქოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრები სრული დატვირთვით მარტის ბოლომდე ჩაერთვებიან - კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს სრულ სარეაბილიტაციო კურსს უფასოდ სთავაზობს.
დღის ჰოროსკოპი

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
მებაღის რჩევები

ნიორი - ოთახის მცენარეების მოსავლელად

ნიორი - ბუნების გულუხვი საჩუქარია, თანა - არა მხოლოდ ადამინი ჯანმრთელობისთვის. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ნივრის კბილს და ნივრიან წყალს ჯადოსნური თვისებები აქვს მცენარეებისთვისაც!
დღის ჰოროსკოპი

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?