მეგან მარკლის ეს ფოტოები დედოფალს არ ანახოთ!

საკნატუნო ამბები

12 იანვარი 20:00, 2018 წელი

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მომავალ წევრს, ყოველი ჩვენგანის მსგავსად, თავისი წარსული აქვს. მას იღებდნენ ტელესერიალში, იყო გათხოვილი და, როგორც ამბობენ, პრინც ჰარის გაცნობისას ჯერ კიდევ თავის ყოფილთან ცხოვრობდა...

სამეფო ოჯახსაც აქვს თავისი წარსული, რომლის სრულყოფილებასაც რაღაც დეტალები უშლის ხოლმე ხელს. სწორედ ამიტომ ოჯახის თავი და მეგან მარკლის საქმროს ბებია ასე ჩაკირკიტებით სწავლობს სამეფო ოჯახის წევრობის პრეტენდენტთა ცხოვრებას. საბედნიეროდ, დედოფალმა უკვე მისცა დაქორწინების ნებართვა შეყვარებულებს, მაგრამ მაინც, ჯობია, ბებიამ ეს ფოტოები არ ნახოს.

  • გამარჯობა დედოფალო, ეს მე ვარ, მეგან მარკლი!

    2003 წელს მეგან მარკლი ჯერ კიდევ მხოლოდ ოცნებობდა სამსახიობო კარიერაზე. იმ დროისთვის მას მხოლოდ „მთავარი ჰოსპიტალის“ ეპიზოდში ჰქონდა ნათამაშები. აგენტმა ფოტოგრაფის დაქირავება და პორტფოლიოს შექმნა ურჩია. ალბათ, ტაქსოფონთან გადაღებულ ამ ფოტოს მის კარიერაში გარღვევა უნდა მოეხდინა.


  • ცეცხლოვანი ქალი!

    თუკი 2003 წელს მეგანი მსახიობობაზე მხოლოდ ოცნებობდა, ათი წლის შემდეგ უკვე ავტოგრაფებს არიგებდა, როგორც სრულფასოვანი ვარსკვლავი. როგორ ფიქრობთ, ასეთი ჩაცმულობა სამეფო სტანდარტებშია?


  • ცხელა...

    ეს კიდევ ერთი ფოტოა მეგანის 2003 წლის პორტფოლიოდან...


  •  ძალიან ცხელა!

     ახლა კი უკვე ჩვენც ვნერვიულობთ, ეს ფოტო დედოფალს თვალში არ მოხვდეს.


  • უპს!

    „ფორს-მაჟორის“ გადაღებისას მეგან მარკლი-რეიჩელ ზეინი ხშირად ჩნდებოდა პიკანტურ სცენებში მინიმალური სამოსით, მაგრამ აქ ის პრაქტიკულად შიშველია, მაშინ როდესაც მისი კოლეგა პატრიკ ჯ. ადამსი სოლიდურად არის ჩაცმული.






  • ნამდვილი „ფორს-მაჟორი“!

    თუ რამეა, ვიღაცამ დედოფალს თვალებზე ხელი ააფარეთ...


  • ოჰ, ეს ქორწილი...

    საბედნიეროდ, 2002 წელს ანგლიკანურმა ეკლესიამ, რომლის მეთაურიც დედოფალია,  სამეფო ოჯახის წევრებზე დაქორწინების წესს გადახედა. მაგრამ მაინც, მეგან მარკლის და ტრევორ ენგელსონის ქორწილის სურათები, ჯობს, დედოფალმა არ ნახოს...


  • დარტყმა პირდაპირ გულში

    რას იტყვის ბებია, პრინც ჰარის მომავალი მეუღლე რინგზე რომ ნახოს? თუნდაც ეს საკულტო სერიალ „გზების რაინდის“ ერთ-ერთი კადრი იყოს... 


  • სამახსოვროდ...

    მეგან მარკლის ჩაცმის ახლანდელ სტილს დედოფალი ვერ დაიწუნებს, მაგრამ მის წარსულს რა ვუყოთ? ყოველ შემთხვევაში, თაყვანისმცემლები საყვარელ მსახიობს ასე შილიფად ჩაცმულს ვეღარ იხილავენ.


  • ლოგინში კარგია

    სულ ახლახან მეგანმა ბრენდ «Lunya»-სგან პიჟამის რამდენიმე კომპლექტი მიიღო წარწერით „კარგია ლოგინში“. პასუხად მეგანმა ინსტაგრამში ამგვარი ფოტო დადო. რამდენად გაიგებს ბებია-დედოფალი სიტყვების ამგვარ თამაშს, ეს სხვა საკითხია.


  • ჯეკ-პოტი

    სამსახიობო კარიერის გარიჟრაჟზე მეგანი სხვადასხვა ტელეშოუში მონაწილეობდა. მაგალითად, ეს ფოტო «Deal Or No Deal»-დან არის. პრინცის საცოლე 26-დან ერთ-ერთი გოგონა იყო, რომელთაც ჩემოდნები გამოჰქონდათ. სიმართლე რომ ითქვას, „წარსულის ამ ფოტოს“ მეგანი ყველაზე მეტად ვერ იტანს.


  • გაქცევა

    რა საჭირო იყო ავტომობილის კარზე გადაძრომა, როცა მისი გაღებაც შეიძლებოდა!


  • როგორ, კიდევ ერთი დედოფალი?

    გამოსაშვებ საღამოზე მეგანი დედოფლად აღიარეს. 20 წლის შემდეგ ის კიდევ ერთ გვირგვინს დაიდგამს, ამჯერად ნამდვილს. და დაიჯერებს ბებია-დედოფალი, რომ ტახტს საფრთხე არ ემუქრება?


  • მას სხვა ჰყავს?

    მეგანის კიდევ ერთი ფოტო - კადრი ფილმიდან. აქ უკვე, როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია.


  • ძილი ნებისა!

    მეგან მარკლმა ყველა სოციალურ ქსელში გააუქმა თავისი აქაუნთები. სულ მალე ის სამეფო ოჯახის ნაწილი ოფიციალურად გახდება და ამის შემდეგ მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე ინფორმაციას მხოლოდ კენსინგტონის სასახლის სამსახური გამოაქვეყნებს. ახლა უკვე დედოფალი საწოლში სელფის გადაღების ნებას ნამდვილად არ მისცემს!


წყარო
ამბები

„ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა

ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა.
დღის ჰოროსკოპი

16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

შოუბიზნესის მუქკანიანი ლამაზმანები

ეს მსახიობები ეკრანზე გამოჩენისთანავე განსაკუთრებულ შარმს სძენენ ფილმებს.
საკნატუნო ამბები

სიშიშვლე, რომელმაც დროს გაუძლო (+18)

სემ ჰასკინსკი - ფოტოგრაფი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო ფოტოგრაფიაში, განსაკუთრებით კი ნიუს ჟანრში.
დღის ჰოროსკოპი

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

13 ტრენდი, რომლებიც შეგიძლიათ, საშინელი სიზმარივით დაივიწყოთ

ნათქვამია, დრო იცვლება და ჩვენც, მასთან ერთად! ის, რაც „გუშინ“ მოდურად მიიჩნეოდა, დღეს შეიძლება სასაცილოდ მოგვეჩვენოს...
დღის ჰოროსკოპი

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მოხარშული ძეხვი „მუნდირში“

„ბუტერბროდის“ ასეთი ვარიანტი საუზმეზე ძალიან მოგეწონებათ!
საკნატუნო ამბები

10 სიტუაცია, როცა შედეგზე არავინ იფიქრა

ეცადეთ, მსგავსი სისულელე არ ჩაიდინოთ, თორემ დარვინის პრემია არ აგცდებათ!
დღის ჰოროსკოპი

12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

9 სერიალი ძლიერი ნერვების მქონე მაყურებლისთვის

ვისაც ნერვები კარგ დღეში გაქვთ და არ გაშინებთ ეკრანზე უხეში სექსის, სისხლის, ძალადობისა და სისასტიკის ხილვა, მაშინ აირჩიეთ ამ სერიალებიდან რომელიმე და ჩაუჯექით.
ამბები

გურჯაანელების ლაივ-ფლეშმობი ფეისბუქზე - გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრები ასე დაპატიჟეს

გურჯაანელებმა გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრების მოსაწვევად სოციალურ ქსელში ლაივ-ფლეშმობი მოაწყვეს და 12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ღვინის ფესტივალზე დაპატიჟეს.




×

საბანერო პოზიცია
300x150