თუკი 25 წლის ხართ და საკუთარ ბიზნესს ახლა იწყებთ - რას გირჩევთ მილიარდერი?!

საკნატუნო ამბები

17 იანვარი 23:00, 2018 წელი

„რას იზამდით, 25 წლის რომ იყოთ და საკუთარ ბიზნესსაქმიანობას ახლა იწყებდეთ?“ - ეს შეკითხვა დაუსვა ახალგაზრდა ბიჭმა Alibaba Group-ის დამფუძნებელ ჯეკ მამს, რომლის ქონება დღეს 41,8 მილიარდი დოლარია.  

Alibaba Group ჩინური კომპანიაა, რომელიც ინტერნეტკომერციის სფეროში მუშაობს. კომპანია ჯეკ მამმა 1999 წელს დააფუძნა და შარშან ჰქონდა შემთხვევა, როცა საკუთარი კაპიტალი ერთ დღე-ღამეში 2,76 მილიარდი დოლარით გაზარდა! 

მაშ ასე, მილიარდერის რჩევები:

1. შესაძლებლობები ყველგანაა. ყველა აღნიშნავს, რომ ინტერნეტი მომავალია. 10 წლის წინათ ინტერნეტი ნამდვილად  კარგი იყო, რადგან მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ახლა ინტერნეტში დარჩენა რთულია, რადგან ყველა ჭკვიანი ადამიანი მისკენ არის მიმართული. ამიტომ თქვენთვის უმჯობესია რეალურ სექტორში გამოსვლა.


2. თუკი რესტორნის გახსნა გსურთ, გამოიყენეთ ტექნოლოგიები და გახადეთ თქვენი საქმიანობა უნიკალური. თუკი სილამაზის სალონის გახსნა გსურთ, გამოიყენეთ IT ტექნოლოგიები და Data, იყავით ყველასგან განსხვავებული. ტექნოლოგიებით სარგებლობა ნებისმიერ სფეროში შეიძლება.


3. იფიქრეთ „საპირისპირო მიმართულებით“. როდესაც ყველა ერთ აზრზე თანხმდება, წუთით დაფიქრდით - სწორია? მართლაც ასეა? როდესაც ყველა ეწინააღმდეგება კონკრეტულ აზრს - აქაც დაფიქრდით. იქნებ ცდებიან? ან იქნებ აქ არის შესაძლებლობები?


4. თუკი 25 წლის ხართ - არ ინერვიულოთ. თქვენ მიერ დაშვებული ნებისმიერი შეცდომა თქვენთვის უდიდესი გაკვეთილია.


5. ჩემთვის ასეთი „სქემა“ ჩამოვაყალიბე, რომელსაც ახალგაზრდა თაობას ვუყვები:


- 20 წლამდე უნდა იყოთ სტუდენტი. ისწავლეთ და მოემზადეთ საკუთარი საქმისთვის;


- 30 წლამდე თვალი ადევნეთ პროფესიონალებს. იმუშავეთ საშუალო კომპანიაში. მართალია, დიდ კომპანიებშიც კარგ პრაქტიკას გაივლით, თავს დიდი სისტემის ნაწილად იგრძნობთ, მაგრამ პატარა კომპანიაში ისწავლით საკუთარი საქმის გულშემატკივრობას და ოცნებას, ასევე, უამრავ წვრილ-წვრილ დავალებასთან გამკლავებას. 30 წლამდე მნიშვნელოვანია არა ის, რომელ კომპანიაში რა თანამდებობაზე იმუშავეთ, არამედ ის, როგორი ხელმძღვანელი გყავდათ. კარგი ბოსი ბევრ რამეს გასწავლით;


- 30-დან 40 წლამდე საკუთარ თავზე მუშაობთ, თუკი ნამდვილად გსურთ, გქონდეთ საკუთარი და საყვარელი საქმე;


- 40-დან 50 წლამდე - აკეთებთ იმას, რაც კარგად გამოგდით, არ ცდილობთ კიდევ ახალი საქმის შესწავლას - ახალი სფეროს დასაუფლებლად უკვე დაგვიანებულია. კონცენტრირება მოახდინეთ თქვენს საუკეთესო მიღწევებზე;


- 50-დან 60 წლამდე იმუშავეთ ახალგაზრდებზე. მათ ბევრი კარგის გაკეთება შეუძლიათ თქვენთვის, ამიტომ ასწავლეთ მათ და მოახდინეთ ინვესტირება მათში;


- 60 წლის შემდეგ დახარჯეთ დრო საკუთარ თავზე, თქვენ გელოდებათ მზე, ზღვა, სანაპირო.


6. ჩემი რჩევა 25 წლის ადამიანებს - დაუშვით საკმარისი შეცდომები და არ ინერვიულოთ. თუ წაიქცევით, კვლავ ადგებით, ისევ წაიქცევით, ისევ ადგებით. დატკბით ამით, დატკბით საკუთარი ახალგაზრდობით და ცხოვრებით.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?