2017 წლის ამბები, რომლებმაც ინტერნეტი „ააფეთქა“

საკნატუნო ამბები

15 იანვარი 19:00, 2018 წელი

საახალწლო არდადეგები დასასრულს მიუახლოვდა და 2017 წელი საბოლოოდ გავისტუმრეთ. ვნახოთ, რა იყო 365 დღის განმავლობაში ყველაზე რეიტინგული და მნიშვნელოვანი ინტერნეტსაზოგადოებისთვის.

მომღერალი ბიონსე ტყუპზე დაფეხმძიმდა




ამ სიახლემ 18 საათში 8 მილიონზე მეტი მოწონება დაიმსახურა „ინსტაგრამზე“, დღეისთვის კი მოწონებების რიცხვი 11 მილიონს აჭარბებს. მთავარი კი ისაა, რომ ბიონსემ და ჯეი-ზიმ შეძლეს ურთიერთობაში გაჩენილი პრობლემის გადალახვა და კვლავ ერთად არიან.


 „სამეფო კარის თამაშებში“ მოხდა ის, რასაც ბევრი სულმოუთქმელად ელოდა



აი, ბოლო მე-7 სეზონში მოხდა ის, რის გარკვევასაც მილიონობით მაყურებელი მოუთმენლად ელოდა: ჯონ სნოუ რეიგარ ტარგარიანის და ლიანა სტარკის შვილი აღმოჩნდა. ის რკინის ტახტის კანონიერი მემკვიდრე და  დეინერისის ძმისშვილია. მაგრამ მათ შორის ხომ... ამას ფანატები შეეგუებიან? მოითმენენ? მათ იციან, მაგრამ გმირმა ხომ ჯერ არ იცის. ამ დროს ღამის მეუფემ კედელი დაანგრია... რა იქნება შემდეგ?  


ლუის ფონსისა და დედი იანკის კლიპი «Despacito»
 
 



ლუის ფონსის და დედი იანკის შესრულებით ამ ზაფხულის ერთ-ერთი ცხელი ტრეკი ყოველი მხრიდან ისმოდა. სწორედ ამიტომ მისამღერის ტექსტი იმანაც კი ისწავლა, ვინც ესპანურად ერთი სიტყვაც კი არ იცოდა. მსმენელებმა არა მხოლოდ სიმღერა, არამედ კლიპიც სათანადოდ დააფასეს - დღეისთვის ის YouTube-ზე 4,5 მილიონმა ადამიანმა ნახა.


სერიალ „თვინ პიკსის“ მე-3 სეზონი



დევიდ ლინჩისა და მარკ ფროსის მცდელობების შედეგად მაყურებელმა, როგორც იქნა, შეძლო დიდი დროის შემდეგ თვინ პიკსში დაბრუნება. მაგრამ ამჯერად სიუჟეტი ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა: ნამდვილად ლინჩისეული, ჩახვეული, წარმოუდგენელი და ბევრი კითხვის გამჩენი.


 2017 წლის 21 აგვისტოს მზის დაბნელება



გასული წლის ზაფხულის ბოლოს მზის სრული დაბნელება მოხდა. მას მთელი დედამიწა უყურებდა, მაგრამ ყველაზე მეტად აშშ-ს მოქალაქეებს გაუმართლა: პირველად 100 წლის მანძილზე დისკოს ჩრდილმა მთელი ამერიკის კონტინენტი გადაკვეთა. სწორედ ამიტომ უწოდეს ამ დაბნელებას „დიდი“. შემდგომ მსგავსი რამ მხოლოდ 2026 წელს განმეორდება, მაგრამ იმ დროს უკვე ამერიკელებს ნაკლებად გაუმართლებთ.


ახალი iPhone X გამოვიდა



3 ნოემბერი. Apple-ის მაღაზიებთან კილომეტრიანი რიგებია. ახალი iPhone გამოვიდა - ლეგენდარული სტივ ჯობსის მიერ პირველი  გაჯეტის პრეზენტაციიდან ზუსტად 10 წლის თავზე. თუმცა ბევრს მიაჩნია, რომ „ეს ჯერ კიდევ არაა ის, რაზეც ვოცნებობთ“.


პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ნიშნობა



ჟღალთმიანი პრინცის მარტო ცხოვრებას წერტილი დაესვა. 33 წლის ჰარი ოფიციალურად დაინიშნა 36 წლის ამერიკელ მსახიობ მეგან მარკლზე. მეგანი განათხოვარია და თანაც ბრიტანელი არ არის.  მიუხედავად ამისა, ელისაბედ II მაინც დასთანხმდა შვილიშვილის ამ არჩევანს. ქორწილს 2018 წლის 19 მაისისთვის გეგმავენ.


 სპინერი



მსოფლიოს სიგიჟე შეეყარა. დაავადებას სახელად „სპინერი“ ეწოდება, თუმცა ექიმების მტკიცებით, ეს სათამაშო საუკეთესო ანტისტრესი და ხელის მოტორიკის განმავითარებელია. მართლაც, 1993 წელს სპინერი ქეთრინ ჰეტინგერმა მიასთენიით დაავადებული თავისი ქალიშვილისთვის გამოიგონა, რომელსაც კუნთები სწრაფად ეღლებოდა. 2017 წელს მთელ მსოფლიოში 50 მილიონზე მეტი სპინერი გაიყიდა. უფრო მეტიც - Google-ის საძიებოში სიტყვა „სპინერს“ უფრო ბევრჯერ კრეფენ, ვიდრე „დონალდ ტრამპს“.


 სიცოცხლისთვის ვარგისი პლანეტები



ვარსკვლავ TRAPPIST-1-ს შვიდი პლანეტა აქვს, რომლებიც დედამიწის თანაბარზომიერები არიან და ყოველ მათგანზე შესაძლოა, წყალი იყოს. ამასთანავე, 4 პლანეტაზე ტემპერატურა ან ძალიან დაბალია, ან პირიქით - ძალიან მაღალი. მხოლოდ 3 პლანეტაა სიცოცხლისთვის მეტ-ნაკლებად ვარგისი. ისინი ჩვენგან 39,5 სინათლის წლით არიან დაშორებულები.


 გალ გადოტი - ქალი-საოცრება




წლის ყველაზე ცნობილ ქალად მსახიობი გალ გადოტი იქცა. მან ამაზონების პრინცესა დიანას როლი შეასრულა  DC-ს კომიქსების მიხედვით გადაღებულ კინოს ისტორიებში. მისი მონაწილეობით ფილმმა კინოგაქირავებაში 800 მილიონი დოლარი მოიტანა. კინოკომპანია Warner Brothers-მა ფილმი „ოსკარზე“ 15-ჯერ წარადგინა, მათ შორის საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაშიც.


ბიტკოინი



სიტყვა „ბიტკოინი“ წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტერმინი გახდა. ამ კრიპტოვალუტის კურსის მატება იმდენად სწრაფი იყო, რომ მის შესახებ იმათაც გაიგეს, ვინც ფინანსურ საკითხებში საერთოდ ვერ ერკვეოდა. მთელი 2017 წელი ბიტკოინი საკუთარ რეკორდებს აუმჯობესებდა და წლის მეორე ნახევარში 2 ათასი დოლარიდან 20 ათას დოლარამდე გაიზარდა. თუმცა შემდეგ მისი პოზიციები ისევ დასუსტდა. ეს გარკვეულწილად Bitcoin Cash-ის გაჩენამ გამოიწვია და რაც უფრო მაღალი იქნება ამ უკანასკნელის მნიშვნელობა, მით დაბალი იქნება საკუთრივ ბიტკოინის კურსი.


 „ოსკარი“



სულ მალე „ოსკარ-2018“-ის ნომინანტებს გამოაცხადებენ, სამყაროს კი ჯერაც ახსოვს 2017 წლის გახმაურებული ცერემონია. იმ საღამოს თეატრ „დოლბის“ სცენაზე რაღაც საოცრებები ხდებოდა: პრეზიდენტ ტრამპს პირდაპირი ეთერიდან Twitter-ში ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდნენ, წამყვანი ცნობილი მსახიობების მისამართით მწარედ ხუმრობდა, ხოლო დარბაზში საექსკურსიო ჯგუფები დაჰყავდათ. ყველაზე მთავარი  კი გამარჯვებულის გამოცხადება იყო: გამარჯვებულად ჯერ ფილმი „ლა-ლა ლენდი“ გამოაცხადეს, ხოლო შემდეგ აღმოჩნდა, რომ „მთვარის სინათლეს“ გაუმარჯვია.


 მშვიდობით ჩესტერ



2017 წელმა სამწუხარო ამბებითაც დაგვამახსოვრა თავი. 20 ივლისს გაზეთები ააჭრელა ცნობამ: Linkin Park-ის ფრონტმენი ჩესტერ ბენინგტონი გარდაიცვალა. როგორც ამბობენ, მუსიკოსი ხანგრძლივი დეპრესიის შემდეგ სიცოცხლეს გამოემშვიდობა. თავადაც ბევრჯერ უთქვამს, რომ ნორმალური ჩესტერის გარდა, მასში ის „ოხერი ბიჭიც“ ცხოვრობს, რომელიც ძალიან არ მოსწონდა.


 ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის განქორწინება



მიუხედავად იმისა, რომ ამ ჰოლივუდური წყვილის გაყრის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2016 წელს ისმოდა, ისინი საბოლოოდ მაინც 2017-ში დაშორდნენ ერთმანეთს.


 მთელ მსოფლიოში გაჭირვებულთა დახმარება



გულმოწყალება გასული წლის ერთ-ერთი მთავარი ტრენდი გახდა. Google-ს ვერსიით, ქსელში სულ უფრო მეტი ადამიანი გამოთქვამდა გაჭირვებულთა დახმარების სურვილს. მაგალითად, ცნობილები ტელემარათონებში ოპერატორებად მონაწილეობდნენ და მხოლოდ ერთ საათში 14,5 მილიონი დოლარი შეაგროვეს. ისინი საკუთარ თანხებსაც რიცხავდნენ და საქველმოქმედო ფლეშმობი #PuberMe შექმნეს. ამ ვარსკვლავებს შორის იყვნენ ტომ ჰენქსი, ჯულია რობერტსი, ლეონარდო დი კაპრიო, რიზ უიზერსპუნი და ბევრი სხვა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?