იმისთვის, რომ კაცებმაც შეიგრძნონ სექსიზმის გემო
საკნატუნო ამბები
22 იანვარი 19:00, 2018 წელი
„ბიძაჩემი ამბობს, რომ ქალები უკეთესი მზარეულები არიან, სამზარეულოშია მათი ადგილი და „ქალური მოვალეობაც“ კარგად უნდა შეასრულონ“, - წერს ბეირუთელი ფოტოგრაფი ალი რეზკალაჰი. „ვიცი, რომ ყველა კაცი ბიძაჩემივით არაა, ამიტომაც გამოვიგონე პარალელური სამყარო, სადაც კაცისა და ქალის როლები შევცვალე, რათა კაცებმაც შეიგრძნონ სექსიზმის გემო“.
სრულყოფილი ქალის სტერეოტიპი ყველასთვის ცნობილია - მორჩილი ცოლი, რომელიც მთელი დღე სახლშია, ქმრისთვის საჭმელს ამზადებს, შვილებს უვლის და რაც მთავარია, მუდამ იღიმის. ასეთი სურათი ბევრ რეკლამაში გვხვდება. სწორედ ამ სტერეოტიპს წარმოაჩენს იუმორით ალი რეზკალაჰი თავის ილუსტრაციებში, რომლის სახელწოდებაა „პარალელურ სამყაროში“ - აქ გენდერული როლები შეცვლილია.
ავტორი: ბადრი ქევანიშვილი