როგორ იღებენ ეროტიკულ სცენებს ფილმებში? (10 ფოტო)

როგორ იღებენ ეროტიკულ სცენებს ფილმებში? (10 ფოტო)

საკნატუნო ამბები

23 იანვარი 23:00, 2018 წელი

იმისთვის, რომ მსახიობები გააშიშვლონ, რეჟისორები და ოპერატორები სხვადასხვა ხრიკებზე მიდიან.


  • რა თქმა უნდა, ინტიმური სცენის გადასაღებად ვარსკვლავების მონაწილეობის გარეშე არაფერი გამოვა. ამგვარი გადაღებებისთვის არსებობს სპეციალური შენიღბული სამოსი. მაგალითად, მისაკრავი მკერდი ან მისაკრავი უკანალი.

  • სხვათა შორის, შენიღბული მკერდიც და უკანალიც საკმაოდ ბუნებრივად გამოიყურება, თან მსახიობებს გაწითლება არ უწევთ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ან ნათესავებთან.

  • პროფესიონალ მსახიობებს, როგორც წესი, ფილმში შიშველი სხეულის გამოჩენა არ ხიბლავთ: „როდესაც სამოსით თამაშობ, ეს - მხატვრული ფილმია, ხოლო თუკი ტანსაცმლის გარეშე - ეს დოკუმენტური. მე არ ვარ დოკუმენტური კინოს მსახიობი“, - ამბობს მსახიობი ჯულია რობერტსი. ყოველი ახალი კონტრაქტის ხელმოწერისას რობერტსი დეტალურად არკვევს, რა დონეზე მოუწევს ფილმში სიშიშვლის დემონსტრირება.

  • კეტი ბეირსი დიდი ხნის განმავლობაში ათანხმებდა რეჟისორთან სცენას, სადაც ჯეკ ნიკოლსონთან ერთად აბაზანაში შიშველი უნდა ჩაწოლილიყო. ჯეკ ნიკოლსონი, რომელსაც კომპლექსები არ აწუხებს, დასთანხმდა, სხეული სპეციალური შესანიღბი სამოსით დაეფარა.

  • ანჯელინა ჯოლი და ანტონიო ბანდერასი არ ერიდებიან ყველაზე ინტიმურ სცენებში შიშველ მდგომარეობაში გამოჩენას. ფილმ „ცდუნების“ გადაღების დროს ანტონიო იმდენად შეიჭრა როლში, რომ გადასაღებ მოედანზე მისი ცოლი, მელანი გრიფიტი მივიდა.

  • რეჟისორები ამტკიცებენ, რომ ინტიმური სცენის გადაღების დროს მსახიობებმა უნდა გაიხადონ და მიბაძონ, მაგალითად, შერონ სტოუნს, რომელმაც ფილმ „ძირითად ინსტინქტში“ საკუთარი სხეული თამამად გამოაჩინა. 

  • ფილმმა „ცხრა-ნახევარი კვირა“, რომელშიც მიკი რურკი და კიმ ბესინჯერი მონაწილეობენ, ეკრანებზე გამოჩენისთანავე დიდი ხმაური გამოიწვია. როგორც თვითმხილველები იხსენებენ, კიმი მიკის ვერ იტანდა და მისი ეშინოდა კიდეც, რადგან რურკი ძალიან ეუხეშებოდა. გადასაღები მოედნის მიღმა ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ. ერთი ლიფტით მგზავრობაზეც კი უარს ამბობდნენ. მაგრამ, ამის მიუხედავად, ინტიმურ სცენებში დუბლიორის გარეშე მონაწილეობდნენ. 

  • ლეონარდო დიკაპრიოს არაერთხელ შეუსრულებია ფილმებში სასიყვარულო როლები და ყოველთვის კმაყოფილია. თუმცა, ფილმ „სრულ დაბნელებაში“ ინტიმური სცენის გადაღების დროს გადასაღებ მოედანზე ლეონარდოს კინაღამ გული აერია. საქმე ის არის, რომ პარტნიორი იყო კაცი, დევიდ ტიულისი. თუ გახსოვთ, ფილმი ეხებოდა ფრანგი პოეტების არტულ რემბოს და პოლ ვერლენის დაძაბულ ურთიერთობას.

  • ესპანელი რეჟისორი პედრო ალმოდოვარი მიიჩნევს, რომ ინტიმური სცენები მუშაობის პროცესს ანელებს. ალმოდოვარმა ფილმ „დაბრუნებაში“ პენელოპა კრუსი აიძულა, მისამაგრებელი უკანალით ესარგებლა. ხელოვნური უკანალით პენელოპა ექვსი თვის განმავლობაში სარგებლობდა, სანამ გადაღებები არ დასრულდა. ფილმზე მუშაობის დასრულების შემდეგ მსახიობმა აღიარა, რომ ხელოვნურ უკანალთან გამომშვიდობებისას ემოციური კრიზისი გადაიტანა.


  • ფილმის ინტიმური სცენის გადაღების დროს, შერონ სტოუნს შესთავაზეს, სპეციალური შესანიღბი ტრუსი ჩაეცვა, თუმცა, სტოუნმა უარი თქვა როგორც სპეცტრუსებზე, ისე დუბლიორზე.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა დაინახეთ ერთი შეხედვით? - ფსიქოლოგიური ტესტი ქალებისთვის

პასუხებში ამოიკითხავთ, თუ როგორი მამაკაცი გაგაბედნიერებთ...
დღის ჰოროსკოპი

1-ლი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც წინაპრების კარმა იფარავს

უძველესი დროიდან სჯეროდა ხალხს, რომ თაობებს ერთმანეთთან უწყვეტი კავშირი აქვთ. ასტროლოგების თქმით, ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი, თითქოს, თავადაც კი გრძნობს, როგორ იფარავენ მას წინაპრები ყველა ხიფათისგან - დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე. 
ამბები

პირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“

●    რეგიონული ტურნირის საპრიზო ფონდი 50 000 ლარია, გამარჯვებული 10 000 ლარს მიიღებს ●    ონლაინ ჩემპიონატს რეგიონში სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა მასპინძლობს ●    ჩემპიონატში მონაწილეობა „ევროპაბეთზე“ ფასიანი რეგისტრაციითა და უფასო ბილეთით შეიძლება
დღის ჰოროსკოპი

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ურთიერთობა

9 ნაბიჯი, როგორ აღვადგინოთ ურთიერთობა ყოფილთან

ამ სიაში „დათვერი და მიწერე“ რჩევას ვერ ამოიკითხავთ...
დღის ჰოროსკოპი

28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

„კონფუცის წერტილი“ - განსაკუთრებული მნიშვნელობის ადგილი ჩვენს სხეულზე

ჩინელები ამბობენ, რომ „ადამიანის ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობას 3 წერტილით მართავს: საჭმლის მონელება - „ჩინგისხანის წერტილი“, დროის მართვა - „ცზუ-სან-ლის წერტილი“ და გონების მართვა - „კონფუცის წერტილი“. 
დღის ჰოროსკოპი

27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ივნისს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

„სიმპსონების“ მისტიკა - მომავლის წინასწარმატყველება და Covid-19

ანიმაციური სერიალი „სიმპსონები“ 31 წელია, აქტუალობას არ კარგავს. მულტსერიალის შემქმენელებმა ამოუხსნელი მიზეზებით დედამიწაზე მომხდარი ბევრი მოვლენა ათეულობით წლის წინ იწინასწარმეტყველებს. ჩვენ შევაგროვეთ რამდენიმე ასეთი ფაქტი „სიმპსონებიდან“...