რატომ არ თვრებიან დაზვერვის აგენტები? - სპეცსამსახურების დიდი საიდუმლო, რომელზეც ლეგენდები დადის

რატომ არ თვრებიან დაზვერვის აგენტები? - სპეცსამსახურების დიდი საიდუმლო, რომელზეც ლეგენდები დადის

საკნატუნო ამბები

23 იანვარი 19:00, 2018 წელი

სპეცსამსახურის თანამშრომლისთვის ჩვეული ვითარებაა, როცა სუფრასთან სასმელის დალევა უწევს და ამასთანავე, რა თქმა უნდა, ფხიზლად უნდა დარჩეს. თურმე, არსებობს რამდენიმე ხერხი, რომლებიც, როგორც ამბობენ, სპეცსამსახურების გატესტილი და შემუშავებულია.

სასარგებლო რჩევები



1. დალევის წინ ჯობს, კარგად ისადილოთ. წვეულებამდე ორი საათით ადრე კი 100 გრამი არაყი ან რამე სხვა მაგარი სასმელიც მიიღეთ. რისთვის? ჩვენს ორგანიზმში სპეციალური ნივთიერებების გამომუშავება დაიწყება, რომლებიც სპირტის ათვისებას უწყობს ხელს. ამის გამო წვეულებაზე სასმელი ნაკლებად დაგათრობთ.


2. კიდევ ერთი საშუალება, მიიღეთ აქტივირებული ნახშირი ან სხვა აბსორბენტი. ის სპირტისა და ე.წ. „რახის ზეთებისგან“ გაგათავისუფლებთ. ასევე, შეიძლება, სასმელის მიღებამდე ერთი საათით ადრე „მეზიმის“ და „ფესტალის“ მიღებაც. აბები კუჭის მოქმედების ნორმალიზებას ახდენს და ალკოჰოლის ათვისება ნორმალურად მოხდება.


3. თრობას, ასევე, ხელს უშლის ვიტამინი С. ბოკალში ლიმონის ანდა ფორთოხლის ნაჭრის ჩაგდება შეგიძლიათ. მაგრამ გახსოვდეთ, С ვიტამინით მდიდარი ნებისმიერი პროდუქტი კუჭის ლორწოვან გარსს აღიზიანებს.


4. სუფრასთან გარკვეული წესი უნდა დაიცვათ. მაგალითად, არ შეიძლება სხვადასხვა სასმელის არევა. აირჩიეთ ერთ-ერთი და ის დალიეთ, თორემ მალე დათვრებით. ამას გარდა, ნაკლებად სუსტი სასმელი უფრო ძლიერის შემდეგ არ მიიღოთ. გამორიცხეთ ყოველგვარი „ჩაფენა“. მაგალითისთვის - არ დალიოთ ლუდი არყის შემდეგ!


5. მეტი იმოძრავეთ. თუკი არ გსურთ, დათვრეთ, პერიოდულად ადექით მაგიდიდან და გაისეირნეთ. ანდა კიდევ უკეთესი - იცეკვეთ.


 
ანტიალკოჰოლური მითები


რამდენიმე საკვები პროდუქტის შესახებ გავრცელებულია მითი, თითქოს ისინი ალკოჰოლს მარტივად ანეიტრალებენ და შედეგად ადამიანი ადვილად აღარ თვრება. კერძოდ:


მითი პირველი: უმი კვერცხი. მისი მიღება რეკომენდებულია დალევის წინ. როგორც ამბობენ, ის ხელს უშლის დათრობას და ნაბახუსევის სინდრომსაც აგაცილებთ.
სინამდვილეში უმი კვერცხი მართლაც რამდენადმე ანელებს თრობის პროცესს, მაგრამ დიდ დატვირთვას უქმნის კუჭს, რამაც შემდგომში შესაძლოა, ვითარება, პირიქით, დაამძიმოს. ისევ არ უნდა დავივიწყოთ სალმონელაც.


მითი მეორე: ცხიმიანი კერძი. ზოგი გვირჩევს, დათრობის წინ კარაქის ანდა ქონის ნაჭერი მივირთვათ ან  ერთი კოვზი მცენარეული ზეთი დავლიოთ. თითქოს ცხიმი კუჭის კედლებს ეკრობა და სპირტის ათვისებას უშლის ხელს.
მაგრამ გახსოვდეთ, იმისთვის, რომ მთელი კუჭი ცხიმის ფენით დაიფაროს, უბრალოდ, დიდი რაოდენობის ცხიმია საჭირო!


მითი მესამე: რძის პროდუქტები. ნაბახუსევზე მაწონი და კეფირი მართლაც გვეხმარება, მაგრამ თრობის თავიდან ასაცილებლად - ნაკლებად.
სინამდვილეში, რძის პროდუქტებისა და სპირტის ერთად მიღება საზიანოა. ისინი კუჭქვეშა ჯირკვლის გააქტიურებას უწყობენ ხელს და შესაძლოა, ძლიერი ალკოჰოლური მოწამვლა მივიღოთ.


მითი მეოთხე. სპეციალური პრეპარატები. ოდესღაც დასავლეთის პრესა წერდა, რომ სუკ-ის აგენტები წვეულების დროს „მუშაობისას“ პრეპარატ RU-21-ს იღებდნენ, რომლის დახმარებითაც სიფხიზლეს ინარჩუნებდნენ. ეს პრეპარატი ორგანიზმში იმ ფერმენტის წარმოშობას უშლიდა ხელს, რომელიც ალკოჰოლს აცეტალდეჰიდად გარდაქმნიდა.
„ამგვარი აბები არ არსებობს, - ამბობს საგარეო დაზვერვის გადამდგარი გენერალ-მაიორი იური კობალაძე. - ყოველ შემთხვევაში მე ჩემს პრაქტიკაში ის არ გამომიყენებია“.


დაზვერვის რეცეპტები


თუმცა ამ განცხადების მიუხედავად, მზვერავებს თავიანთი რეცეპტები მაინც აქვთ.
მაგალითად, ლონდონში ამზადებდნენ კოქტეილ „ოისტერს“, რომელიც მზესუმზირის ზეთის, ორი სუფრის კოვზი ტომატის წვენის, ჩაის კოვზი კონიაკისა და კვერცხის გულისგან შედგება. გამოყენების წინ მას მარილს, წიწაკას უმატებენ და ურევენ.


გერმანიაში მზვერავები ნაბახუსევზე თევზის მარინადს ხახვით მიირთმევდნენ და იოგურტს აყოლებდნენ.


ფინეთში საუნაში მიდიან. ის ძალიან ცხელი არ უნდა იყოს: 80 გრადუსი საკმარისია. როგორც ამბობენ, ამ ტემპერატურაზე ტოქსინები კანის ფორებიდან ყველაზე უკეთ გამოდის.


 ჩინეთში არაყსა და ვისკის მწვანე ჩაისთან ერთად მიირთმევენ.


მექსიკაში დაზვერვის ოფიცრები ცხარე წვნიანს მიირთმევენ, რომელიც ხბოს ფეხებისა და შიგნეულისგან მზადდება. წვნიანს ემატება მჭადის ფქვილი, წიწაკა და სანელებლები. ამგვარ კერძში ბევრი ვიტამინი და გლიცინია, ამიტომაც ორგანიზმზეც შესაბამისად მოქმედებს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს დაუფინანსებს

 „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა  Responsible.ge-ს დაფინანსებით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას თამაშზე დამოკიდებული ადამიანები „მენტალ ჰაბშიც“ შეძლებენ
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ტრანსფორმაციის სტრატეგია: წინ, ახალი რეალობისკენ!

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ბაზარზე განვითარების ახალ სტრატეგიას აანონსებს, რაც საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ეხმიანება და გრძელ ვადაში კომპანიის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ჯიპიაი ჰოლდინგში“ აცხადებენ.
დღის ჰოროსკოპი

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

9 რამ, რაც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ

ტექნიკის ბრენდმა „ზუმერმა“ წინასაგამოცდოდ აბიტურიენტების წახალისება გადაწყვიტა და ვიდეორგოლში ის მომენტები შეკრიბა, რომელიც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ.
ამბები

რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში - 50 000 ლარისთვის 5 ქვეყანა იბრძოლებს

სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში ევროპაბეთი და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია, პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონალურ ონლაინ-ჩემპიონატს ატარებენ. 5 ივლისიდან სტარტი აიღო საკალიფიკაციო პირველობებმა, უშუალოდ ჩემპიონატი კი 26 ივლისს, europebet.com-ზე დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

როგორ ჩატარდება და გაკონტროლდება რეგიონული ჩემპიონატი ნარდში „ევროპაბეთზე“

ტურნირი სტარტს 26 ივლისს აიღებს, კვალიფიკაციები 5 ივლისიდან დაიწყება ირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“
დღის ჰოროსკოპი

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?