23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

საკნატუნო ამბები

22 იანვარი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
შესაფერისი დროა ძველი ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად. სასურველია, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობას მოერიდოთ. მოთმინებით აღიჭურვეთ და ამ პერიოდსაც გადალახავთ. ის დიდხანს არ გაგრძელდება.


კურო
ამ დღეს მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. ბევრს ქრონიკული დაავადებებიც გაუმწვავდება. სასურველია, ორგანიზმის გაწმენდის პროცედურების ჩატარება. ეს ახალი ძალებით აგავსებთ და მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩატარების წინ თავს მხნედ და ენერგიულად იგრძნობთ.


ტყუპები
მძიმე და საკმაოდ სახიფათო დღეა კვებითი ინტოქსიკაციისა და გონებადაფანტულობის გამო. ფრთხილად მოეკიდეთ ახალ იდეებს და შეთავაზებებს. მათ მხოლოდ იმედგაცრუება მოაქვთ. სარკეში ჩახედვისას, საკუთარი გამოსახულებით უკმაყოფილო ხართ? იქნებ, ეს არასწორი ცხოვრების წესის ბრალია?


კირჩხიბი
ბუნებით ეჭვიანი ადამიანი ხართ და თქვენი ჯანმრთელობის პრობლემების უმეტესობა აქედან მომდინარეობს. რა გაეწყობა... ჯობს, გამუდმებით სამედიცინო გამოკვლევები იტაროთ და დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი წესრიგში გაქვთ, ვიდრე არარსებული დაავადების გეშინოდეთ.


ლომი
სავარაუდოდ, მოულოდნელი ფინანსური შემოსავალი გელით. შეძენილი ნივთები ძალიან დიდხანს მოგემსახურებათ. წარმატებით დასრულდება თქვენი მოღვაწეობაც, რომელიც პროფესიული უნარების ამაღლებისა და კარიერული წინსვლისთვის არის გამიზნული, თუმცა სულიერმა ტრავმამ შესაძლოა, თქვენი იდილიური მდგომარეობა შეაჩეროს. გახსოვდეთ, თებერვლიდან თქვენს ცხოვრებაში რთული პერიოდი იწყება.


ქალწული
შესაძლოა, სიყვარულში მეტისმეტად დელიკატურ პრობლემას შეეჯახოთ. ზოგიერთი ქალწული დროებით, დამოუკიდებლობასაც კი დაკარგავს. გაწყვიტეთ ურთიერთობა, რომელიც გზღუდავთ, თუნდაც ამის გაკეთება ძნელი იყოს.


სასწორი
ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ ამ დღეს კოშმარები, დეპრესია და სასოწარკვეთა გელოდებათ. ეს არის გაუცნობიერებელი ფიქრების რეალიზაცია. ნუ დაკავდებით დიპლომატიური შეხვედრებითა და სერიოზული მიმოწერით. ამ დღეს გარისკვა არ ღირს.


მორიელი
ეს დღე შესანიშნავია ახალ და მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობის დასაწყებად. წარმატებული იქნება ამ პროექტთან დაკავშირებით გადადგმული თითოეული ნაბიჯი. დაასრულეთ ძველი სამუშაო და მოაწესრიგეთ პირადი ნივთები. დაკავდით იმ საქმით, რომელსაც მაქსიმუმ დამოუკიდებლად გაუმკლავდებით.


მშვილდოსანი
ოჯახში, სავარაუდოდ, პრობლემები გელოდებათ. დაძაბულობა არც სამსახურში გამოირიცხება. ასევე, კონფლიქტი გელოდებათ შეყვარებულთან ან ბიზნესპარტნიორთან. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად ვარსკვლავები გირჩევენ, მოერიდოთ ორაზროვან ქმედებებს და უფრო სერიოზულობისკენ მოგიწოდებენ.


თხის რქა
ამ დღეს პირველ ადგილზე უნდა დააყენოთ პირადი ურთიერთობები. სამსახურებრივი საქმეებით გადაღლილი სიმშვიდეს ოჯახში იპოვით. მოგიწევთ, ახლებურად შეხედოთ ოჯახურ პრობლემებს, ნათესავებთან და მეზობლებთან ურთიერთობებს. შესაძლოა, ისე განვითარდეს მოვლენები, რომ მათ მიმართ გაცილებით მეტი პატივისცემა გამოიჩინოთ.


მერწყული
მიუხედავად იმისა, რომ იანვარში, მერწყულების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა არ მომხდარა, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი ცხოვრება სხვებთან შედარებით უმნიშვნელოა. პირიქით, ოჯახურ პრობლემებსა და ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებს მუდმივად განიხილავთ. მიიყვანეთ ბოლომდე პრობლემის გადაწყვეტა და ნუ დატოვებთ რამეს შუა გზაში.


თევზები
სამუშაო დღის ბოლოს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა თქვენგან დიდ ყურადღებას მოითხოვს. დროულად მიმართეთ ექიმს, რადგან, ერთი შეხედვით, უწყინარი სიმპტომი შესაძლოა, რომელიმე სერიოზული დაავადების პირველი ნიშანი გახდეს.

დღის ჰოროსკოპი

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა დაინახეთ ერთი შეხედვით? - ფსიქოლოგიური ტესტი ქალებისთვის

პასუხებში ამოიკითხავთ, თუ როგორი მამაკაცი გაგაბედნიერებთ...
დღის ჰოროსკოპი

1-ლი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც წინაპრების კარმა იფარავს

უძველესი დროიდან სჯეროდა ხალხს, რომ თაობებს ერთმანეთთან უწყვეტი კავშირი აქვთ. ასტროლოგების თქმით, ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი, თითქოს, თავადაც კი გრძნობს, როგორ იფარავენ მას წინაპრები ყველა ხიფათისგან - დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე. 
ამბები

პირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“

●    რეგიონული ტურნირის საპრიზო ფონდი 50 000 ლარია, გამარჯვებული 10 000 ლარს მიიღებს ●    ონლაინ ჩემპიონატს რეგიონში სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა მასპინძლობს ●    ჩემპიონატში მონაწილეობა „ევროპაბეთზე“ ფასიანი რეგისტრაციითა და უფასო ბილეთით შეიძლება
დღის ჰოროსკოპი

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ურთიერთობა

9 ნაბიჯი, როგორ აღვადგინოთ ურთიერთობა ყოფილთან

ამ სიაში „დათვერი და მიწერე“ რჩევას ვერ ამოიკითხავთ...
დღის ჰოროსკოპი

28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

„კონფუცის წერტილი“ - განსაკუთრებული მნიშვნელობის ადგილი ჩვენს სხეულზე

ჩინელები ამბობენ, რომ „ადამიანის ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობას 3 წერტილით მართავს: საჭმლის მონელება - „ჩინგისხანის წერტილი“, დროის მართვა - „ცზუ-სან-ლის წერტილი“ და გონების მართვა - „კონფუცის წერტილი“. 
დღის ჰოროსკოპი

27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ივნისს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

„სიმპსონების“ მისტიკა - მომავლის წინასწარმატყველება და Covid-19

ანიმაციური სერიალი „სიმპსონები“ 31 წელია, აქტუალობას არ კარგავს. მულტსერიალის შემქმენელებმა ამოუხსნელი მიზეზებით დედამიწაზე მომხდარი ბევრი მოვლენა ათეულობით წლის წინ იწინასწარმეტყველებს. ჩვენ შევაგროვეთ რამდენიმე ასეთი ფაქტი „სიმპსონებიდან“...