იცით თუ არა

რა მოხდება, თუკი საღეჭი რეზინი გადაგეყლაპათ?

fun time

18:00 კვი. 4 ივლისი, 2021 წელი

საღეჭი რეზინის
გადაყლაპვა

14
დაკოპირებულია

ბავშვობაში მშობლები ბევრი „საშინელებით“ გვაშინებდნენ: გადააბიჯებ მწოლიარეს და ის "აღარ გაიზრდება", იჯღანები - "ასეთად დარჩები", ხოლო თუ კევი გადაყლაპე, შიგნით ყველაფერი "დაგეწებება". კევთან დაკავშირებული ეჭვები ბევრს დიდობაშიც გაჰყვა. მაშ ასე, რა ცვლილებებია ორგანიზმში კევის გადაყლაპვის დროს?

კევი - ბავშვების საყვარელი სასუსნავი და დიდებისთვის სტრესის საწინააღმდეგო საშუალება (განსაკუთრებით, თუკი თამბაქოს თავს ანებებს), უამრავი მითის წყაროა. ჩვენთან სჯერათ, რომ გადაყლაპული კევი შიგნეულს აწებებს, ინგლისში კი მიაჩნიათ, რომ ის სხეულში ზუსტად 7 წელი რჩება.

ვის დავუჯეროთ? რა თქმა უნდა, მეცნიერებას.

იმის დაჯერება, რომ კევი ორგანიზმში 7 წელი რჩება, იგივეა, რაც გადაყლაპული საზამთროს კურკიდან კუჭში საზამთროს გაზრდას ელოდო. თუმცა ამ მითში არის რაციონალური მარცვალი:

მართალია, კევში არსებული სხვადასხვა მინარევის გადამუშავება კუჭს არ უჭირს, მაგრამ სინთეტიკურ საფუძველს ვერაფერს აკლებს.

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ წებოვანი მასა კუჭში წლობით დარჩება. დროთა განმავლობაში ის წვრილ ნაწლავში მოხვდება, იქიდან - მსხვილში და ადამიანის ნაწლავებში „მოგზაურობას“ ჩვეული გზით დაასრულებს. თანაც, ამ „მოგზაურობას“ ერთ კვირამდე მოუნდება და არა - 7 წელი.

ასე რომ, კევის გადაყლაპვა კვირაში ერთხელ ზიანს ვერ მოგვიტანს. თუმცა:

თუ ამას რეგულარულად გავაკეთებთ, მაშინ კევის ნარჩენებისგან სავსებით შესაძლებელია ბეზოარის წარმოქმნა. ეს უცხო სხეულია, რომელსაც ვერც კუჭი გადაამუშავებს და ვერც ნაწლავში გაეტევა. ეს უკვე რთული პრობლემა იქნება, რომელმაც შესაძლოა, ნაწლავების გაუვალობა გამოიწვიოს.

ასე რომ, არ დაგავიწყდეთ კევის გადმოგდება ჭამის ან დაძინების წინ და ეს ბავშვებსაც აუხსენით, ოღონდ ყოველგვარი შეშინების გარეშე.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი