საკნატუნო ამბები

ბებიები და გაჯეტები - სახალისო ფოტოები

fun time

12:00 ორშ. 25 ოქტომბერი, 2021 წელი

ბებიები და სმარტფონები

14
დაკოპირებულია

ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ბებიები და ბაბუები დახმარებისთვის უმცროს თაობას მიმართავენ - მაგალითად, მაშინ, როცა ახალი ტექნოლოგიების ათვისებას აპირებენ.

ელექტრონული ფოსტა

ბებომ ახალი ტელეფონი შეიძინა და გადაწყვიტა, პირველი სელფი შვილიშვილთან გაეგზავნა. არავინ ელოდებოდა, რომ ბებო ამას შეძლებდა. გადაიღო ფოტო, დააბეჭდვინა, ჩადო კონვერტში და შვილიშვილს ჩვეულებრივი ფოსტით გაუგზავნა😀

სმარტფონის ზუმი ბებიასებურად

90 წლის ბებოს არ აუხსნეს ტელეფონში გამოსახულების გადიდების ფუნქცია. ბებო ადგა და თვითონ იპოვა გამოსავალი😀

ტელევიზორის პულტი

მწარმოებლები ცდილობენ, მაქსიმალურად ბევრი ფუნქციით გამოუშვან მოწყობილობები, რაც ასაკოვანი ადამიანისთვის ძალიან დამაბნეველია. ეს ფოტო ნათელი მაგალითია იმისა, როგორ ცდილობენ ისინი ტელევიზორის პულტის მოხმარებას😀 ❤️

3D-სათვალე

ეს ბებო ნათელი მაგალითია იმისა, როგორ შეუძლია უფროს თაობას აქტიურად აღიქვას ინოვაციები😀 🙌

„გაფუჭებული“ საათი ტელეფონზე

ბებომ შვილიშვულს შესჩივლა, რომ მისი ტელეფონი მუდმივად არასწორად უჩვენებდა დროს. აღმოჩნდა, რომ ტელეფონის ეკრანზე გადაკრული იყო დამცავი ლენტი ციფერბლატის გამოსახულებით 😀

კალკულატორი

საყვარელ ბაბუას კალკულატორი ტელეფონში აერია და გადაწყვიტა, შვილიშვილთან სწორედ კალკულატორით დაერეკა😀


ბებოს საყვარელი საიტები

ბებომ გადაწყვიტა, ფავორიტი საიტების მისამართები ფურცელზე ჩაენიშნა და რვეულში არა მხოლოდ საიტის მისამართები, არამედ მთლიანი ბმული გადაიწერა. ბებოს სიჯიუტე აღფრთოვანებას იმსახურებს! 😀👏💖

კომპიუტერის მაუსი

ბაბუამ შვილიშვილს სთხოვა, აეხსნა, რატომ მოძრაობდა კურსორი კომპიუტერის ეკრანზე არასწორი მიმართულებით მაუსის მოძრაობის დროს.
აღმოჩნდა, რომ ბაბუმ მაუსი პროცესორში კი სწორად შეაერთა, მაგრამ მაუსს 180 გრადუსით შემოტრიალებულ მდგომარეობაში იყენებდა😀


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ამერიკაში მოტორიზებული თხილამურები...

ძრავიანი თხილამური

4 შემთხვევა, როდესაც ციდან ფული მარ...

4 შემთხვევა, როდესაც ციდან
ფული მართლა ცვიოდა

ალასკის მკაცრ კლიმატს რომ გაუძლონ,...

როგორ უძლებს ბაყაყი
ყინვას?

როგორ საუბრობენ პრეზიდენტები ტელეფო...

როგორ საუბრობენ
პრეზიდენტები ტელეფონით?

ფეხსაცმელი, როგორც ოქსფორდის უნივერ...

მამაკაცის ფეხსაცმელი -
ოქსფორდების ისტორია

სად ჯობია დასვენება ფსიქიკის აღსადგ...

სად ჯობია დასვენება
ფსიქიკის აღსადგენად?

რატომ იმატა მსოფლიოში ტყუპების რაოდ...

რატომ მოიმატა მსოფლიოში
ტყუპების რაოდენობამ?

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ...

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ
დალიმ შექმნა

რატომ უჭირს კატას ხიდან ჩამოსვლა, თ...

რატომ უჭირს კატას ხიდან
ჩამოსვლა