იცით თუ არა

თქვენ ფიქრობთ, რომ ახლა მთელ დედამიწაზე 2023 წელია?

fun time

16:00 შაბ. 7 იანვარი, 2023 წელი

2023 წელი დედამიწის
სხვადასხვა კუთხეში

14
დაკოპირებულია

სულ ცოტა ხნის წინ ერთმანეთს 202023 წლის დადგომა მივულოცეთ, თუმცა წელთაღრიცხვის ახალ სისტემას ბევრი ქვეყანა არ აღიარებს. საერთოდაც, წელთაღრიცხვის ათვლის წერტილზე კაცობრიობა ჯერ არ შეთანხმებულა, ამიტომ ახლა ზოგი ქვეყნის ანგარიშით 5778 წელია, ზოგის გამოთვლით კი - 30...  და მაინც - როგორ უნდა გამოვთვალოთ სამყაროს შექმნის დასაწყისი?

ეპოქის დასაწყისი, რომლის შესახებაც ჯერ არავინ არაფერი იცის

როცა რომში ქალაქის დასაწყისიდან 753 წელი იდგა და იმპერატორ ავგუსტუსის მმართველობიდან 31-ე წელი. რომის პროვინცია იუდეაში სამყაროს დაარსებიდან 3761 წელს ითვლიდნენ. მსოფლიომ არაფერი იცოდა ქრისტეს დაბადების შესახებ და არც ამ თარიღს მიიჩნევდა ახალი ეპოქის დასაწყისად.

სამყაროს შექმნის დასაწყისს სხვადასხვაგვარად ითვლიდნენ.

IV საუკუნეში ქრონისტ ევსევი კესარიელის გამოთვლით (რომელიც ბიბლიას ეყრდნობოდა), სამყარო ქრისტეს დაბადებამდე 5199 წლის წინათ იყო შექმნილი.

ბიზანტიაში მიიჩნევდნენ, რომ სამყარო ქრისტეს დაბადებამდე 5501, 5508 ან 5509 წლის წინათ შეიქმნა. სხვადასხვა დროს სულ 200-მდე თარიღი იყო დასახელებული.

შედეგად ისტორია, უბრალოდ, გაიყო ქრისტემდე და ქრისტეს შემდეგ.

525 წელი - აღრიცხვის ახალი წერტილი

ამ დროს დაშლილ დასავლეთ რომის იმპერიის ოლქებში რომის დაარსებიდან 1278 წელს ითვლიდნენ, ხოლო მის ტერიტორიებზე შექმნილ ბარბაროსულ სამეფოებში წლებს ადგილობრივი მეფეების ტახტზე ასვლიდან ანგარიშობდნენ.

ბერმა დიონისე მცირემ წინადადება წამოაყენა, რომ წლები ქრისტეს დაბადებიდან აეთვალათ, მაგრამ მაშინ იდეამ გავრცელება ვერ პოვა.

სამაგიეროდ ფართოდ გახდა ცნობილი დიონისეს მიერ გამოთვლილი ქრისტეს დაბადების წელი, რომელსაც ახლა ახალი ერის დასაწყისად მივიჩნევთ.

ამასთანავე, მკვლევართა ის ნაწილი, რომელნიც ქრისტეს არსებობას ჭეშმარიტებად მიიჩნევენ, არ ეთანხმებიან დიონისეს: წყაროების მიხედვით ქრისტე „ქრისტეს დაბადებამდე“ მე-7 და მე-4 წლებს შორის დაიბადა.

731 წელი - ხელნაწერში ქრისტეს დაბადებიდან თარიღის პირველი მინიშნება

ამ დროს ნორთუმბრიის სამეფოში (ბრიტანეთის კუნძულები) მეფე კეოლვულფის მმართველობის მეორე თუ მესამე წელი იდგა.

ნორთუმბრიელმა სწავლულმა ბერმა ბედა ღირსმა თავის მთავარ ნაშრომში „ინგლისელი ერის (ანგლების) საეკლესიო ისტორია“ წლები მიუთითა P.X. (ლათინურად anno Domini).

მალე ეს სისტემა ბედა ღირსის ავტორიტეტის გამო, რომელსაც „ინგლისის ისტორიის მამაც“ უწოდეს, მწიგნობრებში პოპულარული გახდა.

დაახლოებით, 1060 წელი - კათოლიკურმა ეკლესიამ ქრისტიანული წელთაღრიცხვა მიიღო

ამ დროს აღმოსავლური ეკლესიის მრევლისთვის სამყაროს შექმნიდან LXVI (66-ე) საუკუნე იყო.

მართლმადიდებლები კვლავინდებურად აგრძელებდნენ წლების აღრიცხვას სამყაროს შექმნიდან, კათოლიკურმა ეკლესიამ კი ახალი წელთაღრიცხვა ოფიციალურად მიიღო. მაგრამ დასავლეთ ევროპაში ახალმა წელთაღრიცხვამ ფეხი 1000-იდან 1300 წლებში მოიკიდა.

ყველაზე ბოლოს ის ოფიციალურად პორტუგალიაში 1422 წელს და ნავარის სამეფოში 1500 წელს მიიღეს.

1699 წელი - რუსეთი წელთაღრიცხვის ახალ სისტემაზე გადავიდა

ამ დროს რუსეთში სამყაროს შექმნიდან 7207 წელი იდგა.

პეტრე I-მა განაცხადა, რომ მომდევნო წელი არა 7208-ე, არამედ დასავლეთ ევროპის მსგავსად, 1700-ე იქნებოდა.
ამას გარდა, ის 1-ელი სექტემბრის ნაცვლად 1-ეელ იანვარს დადგებოდა.

ასე რომ, 1699 წელი რუსეთის ისტორიაში ყველაზე მოკლე წელი იყო: მასში მხოლოდ 4 თვე იყო - სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით.

1873 წელი - იაპონიაში ევროპული კალენდარი მიიღეს

ამ დროს იაპონიაში ლეგენდარული პირველი იმპერატორის გამეფებიდან 2533 წელი იდგა (კიგენის წელთაღრიცხვა).

ევროპული წელთაღრიცხვის მიხედვით, ეს ძვ. წ. 660 წელს მოხდა.

იმავდროულად ეს მეიძის ეპოქის მეექვსე წელიც იყო. ანდა სრულდებოდა 76 ეპოქის მე-9 წელი და იწყებოდა მე-10, მამლის წელი (იაპონური გან-ჩჟის სისტემით).

იმპერატორმა მუცუჰიტომ მანამდე ევროპელებისთვის ჩაკეტილ ქვეყანაში ევროპული ცივილიზაციის მიღწევები დანერგა. მათ შორის გრიგორიანული კალენდარიც იყო, რომლის თანახმადაც წელი 1-ელ იანვარს იწყებოდა.
მეიძის ეპოქაში ახალი წელთაღრიცხვის სისტემა სამ ტრადიციულ სისტემას დაუმატეს.

1912 წელი - ევროპული წელთაღრიცხვა ჩინეთში დამკვიდრდა

ამ დროს ჩინეთში მინგოს ეპოქის პირველი წელი იდგა (მონარქიის დამხობისა და რესპუბლიკის გამოცხადების შემდგომ).

ასევე, 18 თებერვალს ძველი აღმოსავლური კალენდრით მეორე ეპოქის მე-16 ციკლის წყლის ვირთხის 49 წელი დადგა. ამ კალენდრით ყოველი ეპოქა 60-წლიანი ციკლისგან შედგებოდა.
ციკლის შიგნით ხუთი 12-წლიანი ქვეციკლი იყო და თითოეულ წელს ცხოველებისა და ხუთი სტიქიის სახელი ერქვა.

დასავლური წელთაღრიცხვა ჩინეთში კი მიიღეს 1912 წელს, მაგრამ დიდხანს პოპულარული იყო სხვა ახალი სისტემა - მონარქიის დამხობიდან.

მხოლოდ 1949 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნის შემდეგ მთელი ქვეყანა ახალ კალენდარზე გადავიდა.

1925 წელი - დასავლურ კალენდარზე თურქეთი გადავიდა

ამ დროს თურქეთში ისლამური მთვარის კალენდრით 1344 წელი იდგა. მუსლიმანები ამ კალენდარს დღესაც იყენებენ: წელთაღრიცხვა ჰიჯრიდან იწყება (622 წელი) - ამ დროს მუჰამედი მექადან მედინაში გადავიდა.

იმავდროულად გრიგორიანული რუმის კალენდრით 1341 წელი იდგა, ეს წეთაღრიცხვაც ჰიჯრიდან იწყება, ოღონდ მას მზის ციკლით ანგარიშობენ.

რუმის კალენდარი ჰიჯრით 1265 წელს (1840 წელს) შემოიღეს და 70 წლის განმავლობაში მთვარისა და მზის კალენდრებს შორის ორწლიანი სხვაობა დამყარდა.

წელთაღრიცხვის ევროპული სისტემა მუსტაფა ქემალ ათათურქმა შემოიღო. ის ოსმანთა იმპერიის დამხობის შემდეგ შექმნილი თურქეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა.

2023 წელი - რომელი წელია ახლა სხვა ქვეყნებში?

იაპონიაში ჰეისეის ეპოქის (იმპერატორ აკიჰიტოს მმართველობის) 35-ე წელი


ჩინეთში 18 თებერვალს მე-18 ციკლის მეორე ეპოქის 39-ე წელი - ცისფერი წყლის ვეფხვის წელი სრულდება და 39-ე - შავი წყლის კურდღლის წელი იწყება.

ირანსა და ავღანეთში 21 მარტიდან ჰიჯრით 1402 წელი დაიწყება (მზის კალენდრით).

სხვა მუსლიმანურ ქვეყნებში ჰიჯრით 1444 წელი (სექტემბრამდე) - აღრიცხვა მთვარის კალენდრით ხდება.

ინდოეთში 1945 წელი (22 მარტიდან). იქ 1957 წლიდან ერთიანი ეროვნული კალენდარი მიიღეს, უძველესი საკების ეპოქის დასაწყისიდან.

ტაილანდში, ლაოსში, შრი-ლანკასა და მიანმარში 2566 წელია. აქ წელთაღრიცხვას ბუდას სიკვდილიდან იწყებენ (ძვ.წ. 543 წელი).

ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში 2973 წელია - ბერბერების კალენდრის მიხედვით. წელთაღრიცხვა ქრისტეს დაბადებამდე 950 წელს იწყება, როცა ეგვიპტის ტახტზე პირველი ლიბიელი ფარაონი ავიდა.

ებრაელთათვის 5783 წელია (9 სექტემბრამდე), ისინი წლებს კვლავინდებურად სამყაროს შექმნიდან ითვლიან.

ასევე, გირჩევთ, წაიკითხოთ:

უცნაური ნოსტრადამუსი - 5 ფაქტი დიდი წინასწარმეტყველის ცხოვრებიდან

რა მოხდება, დედამიწამ ბრუნვა საპირისპირო მიმართულებით რომ დაიწყოს?

ტბა კივუ - შენელებული მოქმედების ნაღმი დედამიწაზე!

რატომ შეიძლება ჰიროსიმასა და ნაგასაკში ადამიანების ცხოვრება, ჩერნობილში კი არა?



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ქერა ფერადკანიანები - მეცნიერები დი...

ფერადკანიანი, ქერა
ადამიანები მელანეზიაში

რატომ სხედან ტაძარში კათოლიკეები და...

კათოლიკეები

6 მიზეზი იმისთვის, რომ წვიმაში სიარ...

6 მიზეზი იმისთვის, რომ
წვიმაში სიარული
შეიყვაროთ

ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა..?

შალიანის ხატი, სვანეთი

რატომ არ ერევა ერთმანეთს წყნარი და...

რატომ არ ერევა ერთმანეთს
ორი ოკეანეს წყლები

რატომ არ უნდა მოკლათ გერმანიაში კრა...

რატომ არ უნდა მოკლათ
გერმანიაში კრაზანა და
ფუტკარი?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?