ვარსკვლავური და-ძმები, რომლებიც ჯერ არ გინახავთ

საკნატუნო ამბები

5 თებერვალი 16:00, 2018 წელი

ძალიან ხშირად ოჯახში მხოლოდ ერთი სიმპათიური და ნიჭიერი ბავშვი არ იბადება, მათი რიცხვი შესაძლოა, რამდენიმე იყოს. უბრალოდ, ოჯახის სხვა წარმომადგენლების დანახვა "დიდი" ვარსკვლავის შუქის გამო გაძნელებულია. არადა გაოცების გამოწვევა მათაც შეუძლიათ.

მარგო და ქემერონ რობი



როგორც გაირკვა, მშვენიერ მარგოს არანაკლებ სიმპათიური ძმა ჰყავს. ქემერონ რობი დამწყები მსახიობი და სელფის მოყვარულია. თუმცა მისი "ინსტაგრამის" მიხედვით ის თავის გარეგნობას იუმორის გარკვეული დოზით უყურებს.


კიტ და ჯონ ჰარინგტონები



"ჩრდილოეთის მეფის" ძმის შესახებ ცოტა რამაა ცნობილი. ჯონი (რომელსაც ოჯახში რატომღაც ჯეკს ეძახიან) ჰარინგტონი თავის ძმასთან ერთად ხშირად ჩნდება მაღალი წრის ღონისძიებებზე. ის ამავე დროს კარგ დამოკიდებულებაშია კიტის საცოლესთან - როუზ ლესლისთან.


დაუტცენ და რენს კრუსები



რენს კრუსს თავის დაზე - Victoria’s Secret-ის ყოფილ ანგელოზზე არანაკლები გარეგნობა აქვს, მაგრამ მის კვალზე არ წასულა. მან თავისი გზა გამონახა. რენსს კერძების მომზადება უყვარს და კულინარიაზე რამდენიმე წიგნი უკვე გამოსცა.


 როუზ და ტობი ჰანტინგტონ-უაიტლები


 


 როუზ ჰანტინგტონ-უაიტლის უმცროსმა ძმამ  თავისი კარიერა ფიტნეს-მწვრთნელობით დაიწყო. მაგრამ მისი ფოტოგენური გარეგნობა სამოდელო ინდუსტრიის წარმომადგენლებმა მალე შეამჩნიეს და ახლა ტობი ჰანტინგტონ-უაიტლი მოდის სამყაროში უკვე პირველ ნაბიჯებს დგამს.


 დეიზი და კიკა-როუზ რიდლები



კიკა-როუზ რიდლი თავისი დის, როუზის დუბლიორად ნამდვილად გამოდგებოდა, მაგრამ მან სხვა გზა აირჩია. სამოდელო სააგენტო Models 1-თან კონტრაქტი გააფორმა და, როგორც ჩანს, თავის კარიერაში არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდება, ვიდრე „უკანასკნელი ჯედაის“ ვარსკვლავი.


 ლინდსი და კოდი ლოჰანები



სკანდალურად ცნობილი მსახიობის უმცროსმა ძმამ, 21 წლის კოდი ლოჰანმა რამდენიმე წლის წინათ სამოდელო სააგენტო IMG Models-თან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ხოლო გასული წლის აგვისტოში უკვე იაპონური გამოცემა Vogue-ს ყდაზე გამოჩნდა.


სილვესტრ და ფრენკ სტალონეები



ალბათ, ბევრმა არც იცის, რომ სილვესტრ სტალონეს ძმა, ფრენკი კინოს სფეროში ასევე წარმატებული კარიერით არის ცნობილი. მაგრამ ის ეკრანებზე ნაკლებად ჩანს. საქმე ისაა, რომ ფრენკი საკმაოდ ცნობილი მუსიკოსია. იგი „ოქროს გლობუსის“ მფლობელია საუნდტრეკისთვის და რამდენიმე „ემიც“ აქვს მიღებული.


 პოლ, კალებ და კოდი უოკერები



პოლ უოკერის ძმები მსახიობის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ გახდნენ ცნობილები. სწორედ მაშინ „ფორსაჟის“ შემქმნელებმა ისინი ფილმში ძმის დუბლიორებად მიიწვიეს. ამჟამად კალები და კოდი თავიანთ სამსახიობო კარიერას აგრძელებენ.


დონი, პოლ და მარკ უოლბერგები



უოლბერგების დიდ ოჯახში მხოლოდ მარკს არ მიუძღვნია ცხოვრება კინოსთვის. მისი ძმა დონიც საკმაოდ ცნობილი მსახიობია, რომელიც შეგვიძლია ვიხილოთ ისეთ ფილმებში, როგორიცაა „ხერხი 2“, „ხერხი 3“ და „მეექვსე გრძნობა“.


 რეიჩელ და კეილინ  მაკადამსები



რეიჩელ მაკადამსის და, კეილინი ჰოლივუდში ცნობილი ვიზაჟისტია, რომელიც წითელ ხალიჩაზე გამოსასვლელად მრავალ ცნობილ ქალს ამზადებს. და, რაღა თქმა უნდა, თავად რეიჩელიც თავის მაკიაჟს მხოლოდ დას ანდობს.


დაბოლოს, როგორ შეიძლება გვერდი ავუაროთ ოთხ ძმა ბოლდუინს?


 


თუმცა ამ ფოტოზე ძმები ბოლდუინები ალეკ ბოლდუინის უხეირო კლონებად ჩანან.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?