მსოფლიოში საუკეთესო განათლების სისტემა - ქვეყნების ტოპ-10

საკნატუნო ამბები

9 თებერვალი 17:00, 2018 წელი

განათლების სფეროში ამ ქვეყნების მიღწევებით შეუძლებელია, არ მოიხიბლოთ. როგორ ფიქრობთ, მაინც რომელი ქვეყანა იქნება ამ რეიტინგში პირველ ადგილზე?

10. პოლონეთი

ეს მსოფლიოს პირველი ქვეყანაა, სადაც საკუთარი განათლების სამინისტრო შეიქმნა. ის დღესაც საუკეთესოდ და საიმედოდ მოქმედებს. პოლონეთის უმაღლესი სკოლა ბევრ ქვეყანაში აღიარებულია თავისი მუდმივად მაღალი შედეგების გამო. სტუდენტების 70% პოლონეთში განათლებას ინგლისურ ენაზე იღებს.


9. ირლანდია

ამ ქვეყანაში განათლება სრულიად უფასოა. უფასოა ყველა დონეზე, მათ შორის უმაღლეს სასწავლებლებსა და კოლეჯებში. მოსახლეობის 89%-ს სასკოლო განათლების სავალდებულო დონე აქვს. ახლა ქვეყანაში აქცენტს უკვე ირლანდიურ ენაზე სწავლებაზე აკეთებენ.


8. ნიდერლანდები

ამ ქვეყნის მოსახლეობა მსოფლიოში ყველაზე უფრო ლიტერატურულად განათლებულია. ამას გარდა, ის კიდევ ერთი ქვეყანაა, სადაც განათლება უფასოა. განსაკუთრებულ ნიშნად ითვლება ის ფაქტი, რომ 16 წლამდე ყველა მოსწავლე მთელ დროს განათლებას უთმობს. ამ ასაკის შემდეგ მოსწავლეებს უკვე შეუძლიათ, აარჩიონ განათლების სრული ანდა არასრული დღე, ჩააბარონ უმაღლეს სასწავლებელში თუ არა. ერთი კია, ნიდერლანდებში უმაღლესი სასწავლებლები რელიგიურებად და საზოგადოებრივებად იყოფა.



7. კანადა

კანადა იმითაა ცნობილი, რომ უმაღლესი განათლების ხარისხის გამო ბევრი უცხოელი სწორედ ამ ქვეყანაში აგრძელებს სწავლას. სხვადასხვა პროვინციებში განათლების სისტემები განსხვავებულია, მაგრამ ხარისხი და სტანდარტი ყველგან მაღალია. უმაღლეს  განათლებას, როგორც წესი, ცალკეულ პროვინციათა ხელისუფლება აფინანსებს.


6. დიდი ბრიტანეთი

ეს ქვეყანა კარგადაა ცნობილი მთელ მსოფლიოში თავისი სასკოლო და უმაღლესი განათლების სისტემის ხარისხით. დიდი ბრიტანეთი, ასევე, ცნობილია, როგორც პიონერი განათლების სფეროში. ერთი კია, უფრო მეტ ყურადღებას უმაღლესი განათლების ხარისხს ანიჭებენ, ხოლო სასკოლო განათლებას ნაკლები ყურადღება ეთმობა. სწორედ ამით აიხსნება დიდი ბრიტანეთის მეექვსე ადგილი.


5. ფინეთი

ეს ქვეყანა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის დიდი თავისუფლების მინიჭებით არის ცნობილი. განათლება აქ სრულიად უფასოა, თუ მოსწავლე სკოლაში მთელ სამუშაო დღეს ატარებს, მაშინ კვებასაც სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს. აქ განათლებას ბიუჯეტის საკმაოდ დიდი წილი ეთმობა - 11 მილიარდ ევროზე მეტი. ფინეთში თითქმის 100%-იანი განათლებაა.


4. ჰონკონგი

ეს ქვეყანა რეიტინგში ერთი მიზეზით მოხვდა: მის მოსახლეობას ყველაზე მაღალი  IQ-ს დონე აქვს მსოფლიოში. ტექნოლოგიების სფეროში მაღალი შედეგებიც განათლების დამსახურებაა. სკოლაში 9-წლიანი სავალდებულო სწავლებაა. ჰონკონგი ხარისხიანი განათლების მიღების კუთხით კარგი არჩევანია.


3. სინგაპური

ეს ქვეყანა მოსახლეობის IQ-ს დონით კიდევ ერთი ლიდერია. აქ დიდი ყურადღება ექცევა როგორც განათლების სისტემას, ისე მოსწავლეებსა და სტუდენტებს. სინგაპური მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და განათლებული ქვეყანაა. ყოველ წელს განათლების სფეროში 12 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია იდება და აქ განათლების დონე 96%-ს აღწევს.


2. სამხრეთი კორეა

საოცარია, მაგრამ ამ ქვეყნის განათლების სისტემის შესახებ  ათი წლის წინათ  ცოტა ვინმე თუ საუბრობდა. მაგრამ სამხრეთი კორეა სწრაფად ვითარდება და უკვე გასულ წელს მას რეიტინგში პირველი ადგილი ეკავა. ქვეყანა უმაღლეს განათლებულთა რიცხვით ერთ-ერთი ლიდერია. ეს სამთავრობო რეფორმების დამსახურებაა. განათლების სისტემის წლიური ბიუჯეტი - 11,3 მილიარდ დოლარს, ხოლო განათლების დონე 99,9%-ს აღწევს.


1. იაპონია

თავისი ტექნოლოგიებით ცნობილი ქვეყანა განათლების სფეროშიც პირველია. ეს განათლების სისტემის რეფორმირების შედეგია. იაპონელებმა შეძლეს და განათლების მოდელი მთლიანად შეცვალეს და ამ სფეროში კონტროლის ეფექტური სისტემა შექმნეს. მიუხედავად იმისა, რომ სავალდებულო მხოლოდ დაწყებითი განათლებაა, იაპონიაში განათლების დონე მაინც 99,9%-ს აღწევს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?