„მკიდია“ - ღვინოები უცნაური სახელწოდებებით!

საკნატუნო ამბები

11 თებერვალი 16:00, 2018 წელი

ღვინის მწარმოებლები მზად არიან, მომხმარებელთა ყურადღების მისაქცევად ყველანაირ ხრიკს მიმართონ. ღვინოს სასაცილო სახელით აუცილებლად შეამჩნევთ და ბოთლისკენ ხელსაც წაიღებთ - ესე იგი, მწარმოებლის მიზანი მიღწეულია!

 ღვინო „ვახ!“ (Oops)

ჩილეს ღვინო „Oops“ კარმენერის ჯიშის ყურძნიდან იწარმოება. ამ ვაზს „ბორდოს დაკარგულ ვაზსაც“ უწოდებენ. ის წარმოშობით ფრანგია, მაგრამ სამშობლოში ფილოქსერას ეპიდემიამ 1867 წლისთვის თითქმის მთლიანად გაანადგურა. ის ჩილეში მე-19 საუკუნის ბოლოს ჩაიტანეს და მიივიწყეს. მისი ცალკეული ვენახები მერლოს ჯიშის ნაირსახეობად მიაჩნდათ. მაგრამ 1964 წელს მეღვინე Jean-Michel Boursiquit-მა ეს შეცდომა აღმოაჩინა. უპს! უფრო სწორად - ვახ!

 ღვინო „სქელი ნაბიჭვარი“ (Fat bastard)

ღვინო სამხრეთ საფრანგეთიდანაა. მისი ავტორები არიან ფრანგი ტიერი ბუდინო და ინგლისელი გაი ანდერსონი. მათი განცხადებით, არაფერი ცუდი აზრად არ ჰქონიათ. ახალი ექსპერიმენტული ღვინის გასინჯვის შემდეგ მათ უბრალოდ ეს სიტყვები წამოსცდათ. მათ ეს აღტაცების წამოძახილი სახელწოდებად აქციეს. ეტიკეტის მიხედვით მას „სახელი ინგლისური ენის იმ იდიომური გამოთქმის პატივსაცემად ეწოდა, რომელიც ბრწყინვალე და მდიდრულ ღვინოს აღწერს“. ეს თვალსაზრისი ღვინოს ავტორების კისერზე იყოს. ჟურნალმა BusinessWeek-მა Fat bastard-ს მარკეტინგული ფენომენი უწოდა.

 ღვინო „მეხუთე ფეხი“ (Fifth leg)

დასავლეთ ავსტრალიის ღვინო. ბრენდი 1996 წლიდან არსებობს. მარანი, სადაც ეს ღვინო იწარმოება, ლეგენდარული გამოქვაბულის, ეშმაკის ბუნაგის ახლოს მდებარეობს. სწორედ ამ გამოქვაბულში აღმოაჩინეს ტასმანიური ვეფხვის გაქვავებული ნეშტი, რომელსაც იდუმალი მეხუთე ფეხი აღმოაჩნდა. მეღვინეების განმარტებით, ეს რეალური ისტორიაა. სერიოზული ღვინო მხიარული გაფორმებით „დამოუკიდებლობისა და ნონკონფორმიზმის სულის სიმბოლოა".

ღვინო „სპილო ბაგირზე“ (Elephant on a Tightrope)

ფრანგული ღვინო ლანგედოკიდან. ამ უცნაურ სახელს მწარმოებლები იმით ხსნიან, რომ სურდათ, ხაზი გაესვათ ღვინის ბალანსურობისთვის. არადა ბალანსის დაცვა მომხმარებელს ხანგრძლივი დეგუსტაციისას ნამდვილად სჭირდება.

 ღვინო „მკიდია!“ (Moi, Je M'En Fous!)

 ცენტრალური საბერძნეთის ღვინო. რელაქსაციის, სულიერი სიმშვიდისა და ჯანსაღი დაკიდების სიმბოლო. ღვინის მწარმოებლებს სურდათ, შეეხსენებინათ, რამდენად ძვირფასია წუთები, როცა ბავშვებივით უზრუნველები ვართ. 2013 წელს გამოჩენილი ახალგაზრდა ბრენდი ახალგაზრდა მომხმარებელს ეძღვნება. ღვინის სერიის დიზაინი მხატვარ Andrew Boukas-ის შექმნილია.

ღვინო „შეშლილი დიასახლისი“ (Mod Housewife)

კალიფორნიული ღვინო. ამ მარკის სლოგანია „განა შესაძლებელია, სახლში განცხრომა წვეთი ღვინის გარეშე?“ მწარმოებლებმა მთელი ფილოსოფია შექმნეს, რომელიც რამდენიმე ფრაზაში გამოხატეს. „ეს ღვინო შექმნილია მხიარულებისა და განტვირთვისთვის. ეს ის არის, რისი უფლებაც მძიმე დღის ბოლოს შეგიძლიათ, თავს მისცეთ. ეს თქვენი დროა. დრო, როცა შეგიძლიათ, მომენტით დატკბეთ. მომენტით სიშლეგის გარეშე". ეს კონცეფცია ბევრ ამერიკელ დიასახლისს მოეწონა, რამაც ღვინო პოპულარული გახადა.

ღვინო „დასვენება დედიკოსთვის“ (Mammy's Time Out)

კიდევ ერთი ამერიკული ღვინო ქალბატონებისთვის სახელად „დასვენება დედიკოსთვის“. ის ყურძნის იტალიური ჯიშებისგან მზადდება.

შემდგომში ფირმამ ბაზარზე „მამიკოს უქმე“ გამოუშვა.


 ღვინო „USB Port“ (USB Port Wine)

ევროკავშირში მიღებული წესების მიხედვით, თუკი ღვინო პორტუგალიაში არაა წარმოებული, ღვინის ქარხნებს ღვინის სახელებში სიტყვა „პორტის“ გამოყენება ეკრძალებათ. ამგვარად პორტვეინი (სიტყვასიტყვით „პორტუგალიური ღვინო“) მხოლოდ პორტუგალიაში შეიძლება აწარმოონ. ამერიკულმა ღვინის კომპანია Peltier Station-მა მახვილგონივრული გამოსავალი მონახა. მან თავის ღვინოს USB Port Wine უწოდა და ევროკავშირის ამ აკრძალვას თავი დააღწია.

ღვინო „კაცმა თქვა, ქალმა თქვა“ (He Said She Said)

ღვინო ავსტრალიის დასავლეთში იწარმოება. ქალსა და კაცს შორის გაუგებრობამ ზოგჯერ შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს. ამ მარკის ღვინის მწარმოებლების აზრით, ჯობია, ყველა გაუგებრობა ვიწრო წრეში ბოთლ ღვინოსთან ერთად გადაწყდეს. ეს ღვინო სადილისას სასარგებლო დისკუსიას უწყობს ხელს.

ღვინო „ჩასაჯდომი ტალონი“ (Boarding Pass Shiraz)

სამხრეთ ავსტრალიური ღვინო. იწარმოება 2007 წლიდან ავსტრალიური ვაზის ჯიშის Shiraz-ისგან. მთელი ინფორმაცია ღვინის შესახებ თვითმფრინავში ჩასაჯდომი ტალონის სახითაა გადმოცემული, მის ქვემოთ კი ღვინის გამოყენების ინსტრუქცია ნაბიჯ-ნაბიჯაა მოცემული. 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?