+18

სექსის მათემატიკა - ვზომავთ ყველაფერს

fun time

23:00 ხუთ. 12 აგვისტო, 2021 წელი

სექსის მათემატიკა

14
დაკოპირებულია

თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში სექსს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. თუმცა, სექსოლოგების მტკიცებით, ქალების 40% სექსს შოპინგს ამჯობინებს. იმედს ვიტოვებთ, გამოკითხვა საშობაო ფასდაკლებების დროს ჩატარდა.

იდუმალი მეცნიერება - სექსოლოგია და საინტერესო მონაცემები ციფრებში:

2-3 წუთი - სექსოლოგების უმეტესობის აზრით, ასეთია სექსუალური აქტის საშუალო ხანგრძლივობა. მათივე თქმით, ამ მეცნიერებაში ნორმების დაცვა შეუძლებელია. ნორმად მიიჩნევა ის, რაც ორივე პარტნიორს აკმაყოფილებს. ზედმეტად „ჩქარი“ მამაკაცი შესაძლოა, ქალის დაუკმაყოფილებლობის მიზეზი გახდეს.

3 - ამ ციფრს ასახელებენ ქალები, როდესაც მათ ეკითხებიან „რამდენი სექსუალური პარტნიორი გყავდათ?“ გამოკითხულთა ასაკი 20-დან 59 წლამდე მერყეობს. კაცები, რომელთაც ტრაბახი უყვართ, ამ შეკითხვაზე, საშუალოდ, 7 პარტნიორს ასახელებენ.

3 წამი საკმარისია სხვა ადამიანის სექსუალურ მიმზიდველობაში დასარწმუნებლად და იმისთვის, რომ მასთან ერთად თავი საწოლში წარმოიდგინოთ. კვლევამ, რომელშიც, დაახლოებით, 10 000 ქალი და კაცი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ადამიანების უმეტესობა სექსუალური თავსებადობის შესახებ გადაწყვეტილებას წამიერად და ქვეცნობიერის დონეზე იღებს.

17,4 - ქალების საშუალო ასაკი, როდესაც ისინი სექსუალურ ცხოვრებას იწყებენ.

30% - მსოფლიოში კაცების ეს რაოდენობა სხვადასხვა ფორმით განიცდის ნაადრევ ეაკულაციას. ამ პრობლემის ერთ-ერთ მიზეზად თავის ტვინში სეროტონინის მოქმედების დარღვევა სახელდება.

45 კმ/სთ - ამ სიჩქარით ხდება ეაკულაცია, რის შემდეგაც სიჩქარე მნიშვნელოვნად იკლებს და სპერმატოზოიდს საკვერცხეში გადასასვლელად, სულ მცირე, 5 წუთი სჭირდება.

75% - მსოფლიოში კაცების ეს რაოდენობა რეგულარულად განიცდის ორგაზმს. ძლიერ სქესს ამ თვალსაზრისით აშკარად გაუმართლა, რადგან ქალებში ეს რიცხვი მხოლოდ 29%-ია.

300 კკალ იწვება საშუალო ხანგრძლივობის სექსუალური აქტის დროს. შედარებისთვის, ამდენივე კალორია იწვება კარგი ტემპით 40-წუთიანი სეირნობისას. ის, თუ ენერგიის ხარჯვის რომელ ხერხს აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში