20 საოცარი ფაქტი დედამიწის შესახებ - ჩაინიშნეთ და მოუგეთ სანაძლეო ნებისმიერს!

საკნატუნო ამბები

15 თებერვალი 16:00, 2018 წელი

იცით, რომ აზია ფართით მთვარეზე დიდია? რატომ? - ამის და კიდევ სხვა მოულოდნელი ფაქტებისა და მათი მიზეზების შესახებ დღეს მოგიყვებით...

1. მსოფლიოში ყველაზე გრძელი ტოპონიმი - ბორცვი ახალ ზელანდიაში, რომელსაც სახელად ტაუმატაფაკატანგიხანგაკოაუაუოტამატეატურიპუკაკაპიკიმაუნგახორონუკუპოკაიფენუაკიტანატაჰუ ეწოდება.

იგი ასე ითარგმნება: "ბორცვის  წვერი, სადაც ტამატეამ, დიდი მუხლების მქონე კაცმა, რომელიც გორავდა, ადიოდა და ყლაპავდა მთას, ცნობილი, როგორც მიწის მჭამელი, შეყვარებულისთვის დაუკრა თავის ფლეიტაზე".

2. მსოფლიოში ყველაზე დიდი ქალაქი დაკავებული ფართობის მიხედვით არის მონღოლური ქალაქი ხულუნ-ბუირი, რომელიც საფრანგეთზე მხოლოდ ორჯერ ნაკლებია. ხულუნ-ბუირის საქალაქო ოკრუგს 263 900 კვადრატული კილომეტრი უკავია, მთელი საფრანგეთის ფართობი კი 674 685 კვადრატული კილომეტრია.

3. სტამბოლი ერთადერთი ქალაქია, რომელიც ორ კონტინენტზე მდებარეობს.

ბოსფორის სრუტე მის აზიურ და ევროპულ ნაწილებს ერთმანეთისგან ჰყოფს.

4. ფინეთსა და ჩრდილოეთ კორეას ერთმანეთისგან მხოლოდ ერთი ქვეყანა ყოფს და ეს ქვეყანა რუსეთია.  

5. ალასკიდან რუსეთი მართალია, არ ჩანს, მაგრამ ბერინგის სრუტეზე ხიდი რომ იყოს გადებული, მის გავლას მხოლოდ 1 საათი დასჭირდებოდა. ალასკასა და რუსეთს ერთმანეთისგან ხომ მხოლოდ 88 კილომეტრი ჰყოფს.

6. აშშ-ის შტატებიდან აფრიკასთან ყველაზე ახლოს მენის შტატია.

მენის შტატში მდებარე ნახევარკუნძულ კუოჯი-ჰედიდან მაროკოში მდებარე ელ-ბედუზამდე 5 075 კილომეტრია. ეს უფრო ნაკლებია, ვიდრე ფლორიდიდან ანდა ჩრდილოეთ კაროლინიდან.

7. ნევადის შტატის კაზინოებით განთქმული ქალაქი რინო ლოს-ანჯელესის დასავლეთით მდებარეობს.

ეს როგორ? მარტივად, რინოსთან შედარებით ლოს-ანჯელესი უფრო აღმოსავლეთითაა.

8. რომი ნიუ-იორკთან შედარებით უფრო ჩრდილოეთით მდებარეობს.

რომი  41°54'N განედზე მდებარეობს, ნიუ-იორკი კი - 40°40'N. ამ დროს იტალია მუდმივი ზაფხულის ქვეყნად მიიჩნევა.

9. ჩიკაგო ბარსელონის, რომისა და სტამბოლის განედზე მდებარეობს.

არადა ჩიკაგო, როგორც წესი, თოვლთან, ყინულთან და ისევ თოვლთან ასოცირდება, განსხვავებით სამი დასახელებული ქალაქისგან.

10. მინეაპოლისი კი პარიზის განედზე მდებარეობს.

ისევ ჩნდება კითხვა: ეს როგორ?!

11. ალასკა ერთდროულად აშშ-ის ყველაზე ჩრდილოეთი, ყველაზე დასავლეთი და ყველაზე აღმოსავლეთი შტატია.

ერთი შეხედვით, ეს გეოგრაფიულად შეუძლებელია, მაგრამ ალასკის კუთვნილი უდაბური შვიდმწვერვალა კუნძული თარიღთა ცვლის ხაზის დასავლეთით მდებარეობს. ასე რომ, ის ფორმალურად აშშ-ის ყველაზე აღმოსავლეთი წერტილია.

12. აფრიკაში თავისუფლად მოთავსდება მთელი აშშ, ჩინეთი და ინდოეთი.



 13. აზიის ზედაპირის ფართობი მთვარეზე მეტია.

აზიის ზედაპირის ფართი 44 580 000 კვადრატული კილომეტრია, მაშინ როცა მთვარის - მხოლოდ 38 000 000 კვადრატული კილომეტრი.

14. დეტროიტის ზოგიერთი რაიონიდან სამხრეთით რომ წახვიდეთ, კანადაში მოხვდებით.



15. პლანეტის მოსახლეობის 90% ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ცხოვრობს.



16. მსოფლიოს უდიდესი უდაბნო საჰარა კი არა, ანტარქტიდაა. საქმე ის არის, რომ უდაბნოს - ქვიშისა და აქლემების რაოდენობა კი არა, ნალექების რაოდენობა განსაზღვრავს. ანტარქტიდის 14 000 000 კვადრატულ კილომეტრზე წლის განმავლობაში, სულ რაღაც, 20 სანტიმეტრი ნალექი მოდის.  

17. ევერესტი მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი სულაც არ არის.

თუ ზღვის ფსკერიდან გავზომავთ, მაშინ ყველაზე მაღალი ჰავაიზე მდებარე მაუნა-კეა გახლავთ. ევერესტის სიმაღლე 8 848 მეტრია, მაუნა-კეასი კი 10 210 მეტრი.

18. ყველაფერთან ერთად ევერესტი არც კოსმოსთან უახლოესი მწვერვალია. კოსმოსთან ყველაზე ახლოს ეკვადორში მდებარე ვულკანი ჩიმბორასოა - ის დედამიწის ცენტრიდან ყველაზე მაღლა მდებარეობს.

19. მინესოტის შტატის სანაპირო ხაზი (144 840 კილომეტრი) უფრო მეტია, ვიდრე ერთად აღებული კალიფორნიის, ფლორიდისა და ჰავაის.

20. ქვეყნებს შორის ყველაზე გრძელი სანაპირო ხაზი კანადას აქვს - 200 000 კილომეტრი.

ამ მაჩვენებლით ის ავსტრალიასაც კი უსწრებს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?