თუკი მოდის მიმდევარი ხართ და თან თქვენთვის მნიშვნელობა აქვს, როგორ შთაბეჭდილებას ტოვებთ საპირისპირო სქესზე, ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ...
მაღალყელიანი და დიდი ზომის ჯემპრი - მასში გოგოები, კაცების აზრით, თევზსაჭერი გემის მეზღვაურებს ჰგვანან.
აკეცილი ჯინსები - თითქოს ამაში არაფერია უშნო, მაგრამ კაცების უმრავლესობას ის არ მოსწონს, თანაც თუ მაღალყელიანი წინდა გიჩანთ.
მამაკაცური ფეხსაცმელი - ეს, მამაკაცების აზრით, ქალურ იმიჯს აფუჭებს.
კამუფლაჟის პრინტი - გახსოვდეთ, რომ ზოგადად კამუფლაჟის დანიშნულებაა, ვერ შეგამჩნიონ. ასე რომ, ამ პრინტით იმაზე პრეტენზია, რომ გამორჩეული და თვალშისაცემი იყოთ, ცოტა ალოგიკურია.
ჯინსები ძალიან მაღალი წელით - ეს ამახინჯებს ფიგურას. ყოველ შემთხვევაში, 3-4 კილოგრამს მაინც მატებს.
აგები - მამაკაცების აზრით, ეს ფუმფულა ფეხსაცმელი გოგოების ფეხის ფორმას ამახინჯებს და „სტოლბასავით“ წარმოაჩენს.
„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.