დისნეის მულტფილმებში დამალული სექსუალური ნიშნები, რომლებიც არ შეგიმჩნევიათ

საკნატუნო ამბები

15 თებერვალი 19:00, 2018 წელი

სექსუალურად მომწიფებული მაყურებლების გასართობად დისნეის სტუდიის რეჟისორები დრო და დრო მულტფილმებში „უზნეო“ მინიშნებებს აკეთებენ - ბავშვები მაინც ვერაფერს გაიგებენ, მოზრდილებმა კი ამ ხუმრობებზე შეიძლება, გულიანად იცინონ...

ეს სექსუალური მინიშნებები თავგადაკლულმა ფანატებმაც კი მხოლოდ წლების შემდეგ შეამჩნიეს. 


მაშველები



მრავალი წელი მონტაჟის უხეშ შეცდომას ვერავინ ამჩნევდა - შიშველი ქალი ერთ-ერთ ფანჯარაში. ფილმი კინოთეატრებში 1978 წელს გამოჩნდა, ხოლო ქალი 1992 წელს შენიშნეს, როცა მულტფილმი კასეტებზე გამოვიდა. დისნეის ათასობით მაყურებლის წინაშე ბოდიშის მოხდა და ყველა ასლის გაყიდვიდან ამოღება მოუწია.


აზკაბარის ტუსაღი



პიტერ პენის შესახებ მესამე ფილმის დამასრულებელი ტიტრები მაროდიორების რუკის მსგავსად გააკეთეს. რუკაზე მონიშნული ჩვენთვის ნაცნობი ყველა გმირის გარდა, მარცხენა ქვედა კუთხეში ორი წყვილი ფეხის ანაბეჭდია, რომლებიც საინტერესო მდგომარეობაშია „გაყინული“.


ფუტკარი მაია



სულა ახლახან ამერიკელმა დიასახლისმა და დედამ ჩეი რობინსონმა თავისი პირმშოს საყვარელ საბავშვო სერიალში უწმაწური მინიშნება აღმოაჩინა. თავის „ფეისბუკში“ ქალმა დაწერა: „გეთაყვა, ყურადღებით შეამოწმეთ, რას უყურებენ ჩვენი შვილები! ეს გამოსახულება ჩემი რედაქტირებული არაა, ეს „ფუტკარი მაიაა“, 1 სეზონი, 35-ე სერია...“ უფრო ადრე მეორე ყურადღებიანმა დედამ, კეი ლაპეიროუსმა, გადაიღო ვიდეო, სადაც აშკარად ჩანს ამოკაწრული ფალოსი. რას აღარ იპოვის ყურადღებიანი დედა საბავშვო მულტფილმებში!


ფანტაზია



შესაძლოა, ბავშვობაში „ფანტაზია“ მოსაწყენად გვეჩვენებოდა, მაგრამ აბა, ახლა ნახეთ. კონკრეტულად სეგმენტი „ღამე მელიის მთაზე“, სადაც დემონი ვალპურგიის ღამეს შეკრებას აწყობს. ამ შეკრებაზე ბოროტი სულები, მოჩვენებები და კუდიანები მოიწვიეს. თუკი სტოპ-კადრს გამოიყენებთ, მაშინ ადვილად შეამჩნევთ ფრთიან ჰარპიას, რომელსაც შიშველი ქალის მკერდი მოუჩანს.


მეფე ლომი



საკვირველია, საიდან უნდა მოხვდეს ცხოველების შესახებ მულტფილმში ეროტიკა? მაგრამ დიზაინერების დაუფასებლობა არ შეიძლება! „მეფე ლომის“ პოსტერი ყველაზე გამოსაჩენ ადგილას ვიწრო ტრუსებში ჩაჭედილ ქალის უკანალს „მალავს“. თუ კარგად დააკვირდებით უკანალის მფლობელს ბიუსტჰალტერი საერთოდ არ უკეთია.



ეს კიდევ არაფერი, ერთ-ერთ სცენაში მტვრის ღრუბელი სიტყვა SEX-ს წერს, ხოლო მეორე სცენაზე უდაბნოში დიუნები სპეციფიკურ ფორმებს ქმნის. ღრუბლის თაობაზე სტუდიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იქ სიტყვა SFX წერია. ეს სპეცეფექტების ოსტატების მიმართ პატივისცემის გამო და უცბად ყველამ დაიჯერა, რომ იქ special effects არის დაშიფრული (როგორ არა). აი, დიუნების შესახებ კი საერთოდ არაფერი უთქვამთ.


კუზიანი ნოტრ-დამიდან



ვიღაც იტყვის, რომ სრული გარყვნილი თუ ნახავს ესმერალდას კადრებად დაყოფილ ცეცხლოვან ცეკვას. მაგრამ ვინც ეს გააკეთა, მან ორმაგი ჯილდო მიიღო. ჯერ ერთი, ალში „შიშველი მკერდი“ გამოიკვეთა (დანარჩენიც), და მეორეც, ცოტა ზემოთ სიტყვა SEX გამოჩნდა. ეტყობა, ეს სიტყვა დისნეის სტუდიაში ძლიერ უყვართ. ან იქნებ ეს SFX-ა, ისევე როგორც „მეფე ლომში“?


ვინ გაყიდა კურდღელი როჯერი



საერთოდ „კურდღელი როჯერი“ მხოლოდ სანახევროდ არის მულტფილმი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ მის მულტფილმურ გმირებზე შევჩერდებით. ერთ სცენაში ჯუჯა გერმანი, რომელიც ჩვილ ბავშვად გვაჩვენებს თავს, ქალის ქვედაბოლოს ქვეშ იხედება. როგორც ჩანს, ის სანახაობით კმაყოფილი დარჩა, იმიტომ რომ ერთ ადგილას თითი საზეიმოდ ატაკა. ჰოუმვიდეოზე გამოშვების შემდეგ კრიტიკის ქარ-ცეცხლი ატყდა და DVD-ზე გამოშვების წინ გერმანს შუა თითი წაუშალეს.


ჰერკულესი



„ჰერკულესის“ ერთ-ერთ სცენაში კენტავრი, სახელად ნესი, ქალიშვილ მეგარას აეტორღიალა, მაგრამ დროულად მოსულმა სატიტულო გმირმა უზრდელს თავისი ადგილი მიუჩინა. როცა მოძალადეს თავში საკუთარი ოთხივე ნალი ჩაუკაკუნეს, ნესს შუბლზე კოპი ამოეზარდა, რომელიც საეჭვოდ მიაგავს ფალოსურ სიმბოლოს.



მეორე სცენაში მუზა სიმღერას ასრულებს, რომლის დროსაც ტუნიკა აუფრიალდება და ყველა ხვდება, რომ ქალბატონს საცვლები არ აცვია.


ქალთევზა



„ქალთევზას“ მორალისტებისგან ორჯერ მოხვდა. პირველად სტუდია ვიდეოკასეტის გარეკანისთვის გააკრიტიკეს, რომელზეც ციხე-დარბაზის ორი კოშკი ოქროს ფალოსის მსგავსად იყო დახატული. დისნეის მხატვრებმა თავი იმით იმართლეს, რომ „სიჩქარეში ხატავდნენ და ყველაფერს თვალი ვერ მიადევნეს“.



მეორე „საინტერესო მომენტი“ მაყურებელმა მხოლოდ 90-იანი წლების შუახანებში შენიშნა. „ქალთევზაში“ არის სცენა, სადაც ვანესა (უფრო სწორად - ურსულა) პრინც ერიკზე ჯვრისწერას ჩქარობს. ქორწილი თავისი რიგით მიდის, მაგრამ ეს რა არის ამოშვერილი მღვდლის შარვალში სწორედ იმ ადგილას? ნუთუ ერექციაა? დისნეის სტუდიის განმარტებით, ეს მუხლია, რელიგიური ორგანიზაცია American Life League-ს განცხადებით კი, სტუდიაში ტყუიან. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ დისნეის სტუდიამ 2009 წელს DVD-ზე გამოსვლის წინ მღვდლის მონაწილეობით კადრები თავიდან დახატა და „პენისები“ ყდიდანაც მოაშორა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?