სტილისტების რჩევები და ტესტი იმის გასაგებად, ჯანმრთელია თუ არა თქვენი თმა!

საკნატუნო ამბები

1 მარტი 17:00, 2018 წელი

იცით, რომ რაც უფრო ხშირად ვიბანთ თმას, მით სწრაფად ჭუჭყიანდება? ან თმის ლიმონათის შესახებ თუ გსმენიათ? მსოფლიოში ცნობილი სტილისტები ბევრ საინტერესო რჩევას გვაძლევენ....

შამპუნის პროფესიულად დატანა



1. წყალი კომფორტული ტემპერატურის უნდა იყოს. დადექით შხაპის ქვეშ და დარწმუნდით, რომ თმა მთლიანად დასველდა.


2. ხელისგულზე ცოტაოდენი შამპუნი დაისხით და ხელებში გაგლისეთ. ნაზი წრიული მოძრაობებით გადაიტანეთ შამპუნი თმებზე. ხელები ამოძრავეთ თხემიდან თმების ზრდის მიმართულებით.


3. ჩამობანას ორჯერ მეტი დრო სჭირდება ვიდრე შამპუნის დატანას. რეკომენდებულია შამპუნის ჩამობანა 5 წუთის განმავლობაში. შამპუნის შემორჩენილმა და გამხმარმა ნაწილაკებმა შეიძლება თმა გაახუნოს და თავის კანი აქერცლოს.


4. დაბანა ცივი წყლის გადავლებით უნდა დაასრულოთ: კუტიკულები მაგრდება, თმა უფრო მეტ ტენს შეინარჩუნებს და იბრწყინებს.


ვარცხნილობის დაგეგმვა



ყოველდღიურად ვარცხნილობის დაგეგმვა და მისი თანდათანობითი გართულება საშუალებას მოგვცემს თმა უფრო იშვიათად დავიბანოთ და ყოველდღე ლამაზად გამოვიყურებოდეთ.


სალბის ნაყენი



 თმის სისუფთავის შენარჩუნებაში ბალახების ნაყენიც გამოგვადგება. სალბის ნაყენი არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას. ამშვიდებს თავის კანს და მკურნალობს ანთებას. 1 ლიტრ წყალზე 4 სუფრის კოვზი ხმელი სალბი - მისი ნაყენის დამზადება ჩაის მსგავსად შეიძლება. გაციებულ ნაყენს თმაზე ისხამენ (შემდეგ თავზე გრილი წყალი უნდა გადავივლოთ).


დაბანის გრაფიკი



თავის ყოველდღიურ დაბანაზე ჯობს ხელი თანდათანობით ავიღოთ: დროთა განმავლობაში ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობის ინტენსივობა იკლებს - მათ აღარ მოუწევთ ყოველდღიურად თავის დაბანის შემდეგ თავზე კანის ბალანსის აღდგენა.


მშრალი შამპუნი - ვარჯიშამდე



მშრალი შამპუნის ვარჯიშის შემდეგ გამოყენება უშედეგოა: ვარჯიშის შემდეგ თმა იმდენად ცხიმიანია, რომ შამპუნი ვერაფრით დაგვეხმარება. ამიტომ ჯობს, მშრალი შამპუნი ვარჯიშამდე გამოვიყენოთ, ამგვარად ის ვარჯიშისას გამოყოფილ ოფლს შთანთქავს.


 „გრაფიკი“ ბალიშის პირისთვის



სუფთა თეთრეულზე ძილი თმებისთვის სასარგებლოა. ბალიშის პირზე თანდათანობით გროვდება ეპიდერმისისა და კოსმეტიკის ნარჩენები, ეს კი ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს. ამიტომ ბალიშის პირის გამოცვლა კვირაში ერთხელ მაინცაა საჭირო, ხოლო ცხიმიანი თმის შემთხვევაში - კვირაში ორჯერ.


ლიმონათი თმისთვის



„ლიმონათი“ თმებისთვის ზედმეტ ცხიმიანობას აგვაშორებს, ვარცხნილობას დიდხანს შეინარჩუნებს და თმას მბზინვარებას მიანიჭებს. 1ლიტრ წყალს 1 ლიმონიდან გამოწურული წვენი უნდა დაემატოს. თავს ვიბანთ ჩვეულებრივად და შემდეგ ამ „ლიმონათს“ გადავივლებთ.


მაღალი ვარცხნილობა



მაღალი ვარცხნილობა თმის სიჯანსაღეს გაცილებით დიდხანს ინარჩუნებს. სახლში თმა მაღალ კონად შეიკარით, სახლიდან გასვლის წინ კი გაიშალეთ.


თმის კანის ღრმა მოვლა



მოვლის საშუალებები - ნიღბები, ბალზამები და კონდიციონერები - ძირითადად თმის ბოლოებისთვისაა საჭირო. თუმცა არის გამონაკლისიც - ნიღაბი თავის კანისთვის. მათი გაკეთება ღრმა პილინგთან ერთად არის საჭირო. დანამული კანი ზედმეტ ცხიმს აღარ გამოიმუშავებს. ნიღაბი მხოლოდ თხემზე არ უნდა წავისვათ, ფრთხილად უნდა გადავანაწილოთ კულულებზე და რბილად ჩავიზილოთ.


ბონუსი: ჯანმრთელი თმის გამოსავლენი ტესტი



სტილისტი ტომას ტოუ (Thomas Taw), რომლის კლიენტებს შორის სარა ჯესიკა პარკერი, ბლეიკ ლაივლი, ელენ პეიჯი და ჯად ლოუ არიან, თმის დაზიანების გამოსავლენად მარტივ ტესტს გვთავაზობს. ამისთვის თმა სუფთა წყლიან ჭიქაში უნდა ჩავაგდოთ. თუკი თმა ტივტივებს, ის ჯანმრთელია, თუ იძირება, მაშინ მას აღდგენა სჭირდება.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?