ყველაზე მდიდარი შინაური ცხოველები

საკნატუნო ამბები

1 მარტი 19:00, 2018 წელი

მათ თავიანთმა პატრონებმა იმდენი ქონება დაუტოვეს, რომ ვერც კი წარმოიდგენთ!

კატა ტინკერი



უჯიშო და უსახლკარო კატა ტინკერი 8 წლის იყო, როცა ის აწ გარდაცვლილმა მარგარეტ ლეინმა აიყვანა. მოხუც ქალს შვილები არ ჰყავდა. მისი ქონება 586 000 გირვანქად ფასდებოდა. როცა მისის ლეინი გარდაიცვალა, აღმოჩნდა, რომ უსახლკარო კატას ჩრდილოეთ ლონდონში დიდი სახლი და 100 000-გირვანქიანი  მიზნობრივი ფონდი ერგო. ანდერძში მითითებული იყო, რომ ტინკერის მეურვეებად მოხუცი ქალის მეზობლები - ენ და ევგენი უიტლები სახელდებოდნენ.



მალტური ბალონკა ტრაბლი



როცა ლეონა ჰელმსი გარდაიცვალა, მისი ოჯახი შოკში აღმოჩნდა - ლეონას საყვარელ ძაღლს 12-მილიონდოლარიანი მემკვიდრეობა ერგო. ჰელმსის შვილიშვილებმა სასამართლოს მიმართეს - მათი განცხადებით, მოხუცი სრულ ჭკუაზე არ იყო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძაღლს მხოლოდ 2 მილიონი დოლარი ერგო. ამის მიუხედავად, 2012 წლამდე (სანამ ძაღლი მოკვდებოდა) მისი გატაცების მუქარებით აღსავსე წერილები რეგულარულად მოდიოდა. ამის გამო, ძაღლს დღე და ღამე ყარაულობდნენ.



ფრენკი, ანი და პეპე



უცნობმა კეთილისმყოფელმა ბედნიერ მეზობელ ლენის პატრიკს 9 მილიონი ევრო დაუტოვა, რათა მას მისი ძაღლისა და ორი კატისთვის მოევლო. ეს მილიონერი ცხოველები ბედნიერად ცხოვრობენ სან-დიეგოში 10 მილიონ ევროდ ღირებულ სახლში. მიზნობრივი ფონდიდან მათ ყოველწლიურად 100 000 ევრო ეძლევათ. პატრიკი კი მეზობლად ცხოვრობს და ყურადღებას აქცევს, რათა ფრენკის, ანისა და პეპეს არაფერი მოაკლდეთ.



რეტრივერი პონტიაკი



90 წლის მსახიობი ბეტი უაიტი კვლავინდებურად მონაწილეობს ფილმებში. სულ ახლახან მან 5-მილიონდოლარიანი მიზნობრივი ფონდი შექმნა, რათა თავის საყვარელ ოქროსფერ რეტრივერ პონტიაკს არაფერი მოაკლდეს.



ქათამი გიგუ



მემკვიდრეობა მხოლოდ ძაღლებსა და კატებს არ ხვდებათ. მორიგი მილიონერი ეს ქათამია. მაგნატმა-გამომცემელმა მაილზ ბლეკვილმა თავის მემკვიდრეთა სიაში საყვარელი ქათამი გიგუ შეიყვანა, რომელსაც ისევე ექცევა, როგორც საკუთარ ბავშვს. ქათამი 10 მილიონ დოლარს მიიღებს.



ტომაზო



განსვენებულმა მარია ასუნტამ ეს 4 წლის უსახლკარო კატა რომის ქუჩებში აღმოაჩინა. იტალიელი მაგნატის მდიდარი უშვილძირო ქვრივი 2011 წლის დეკემბერში გარდაიცვალა. მან 13 მილიონი დოლარი ტომაზოს დაუტოვა. კატას ახლა მთელი საბანკო ანაბრები და რომში, მილანსა, და კალაბრიაში განთავსებული უძრავი ქონება ეკუთვნის. გარდაცვალების წინ მარია ასუნტამ თავის ადვოკატს სთხოვა, ცხოველთა დაცვის ასოციაცია მოეძებნა, რომელიც მის კატას მოუვლიდა.



ბლეკი



ბლეკი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. ის მსოფლიოში უმდიდრესი კატაა. ბლეკის მილიონერ-განდეგილ ბენ რისგან 25 მილიონი დოლარი ერგო მემკვიდრეობით. მემკვიდრეობის თანახმად კატამ „ყველაფერი საუკეთესო უნდა მიიღოს“.



კალუ



პატრისია ო'ნილმა, გრაფ კენმორის ქალიშვილმა, ზაირში ტრავმირებული მაიმუნი კალუ გადაარჩინა. ახლა კალუ თავისი მფლობელის მამულში ცხოვრობს. მას მემკვიდრეობით კიდევ 90 მილიონი დოლარი ერგება. როგორც გაირკვა, პატრისიამ კალუზე მთელი თავისი სიმდიდრე გადააფორმა და ამით სამაგიერო გადაუხადა ქმარს.



სპანიელი ტობი რაიმსი



ამ მშვენიერ სპანიელს 92 მილიონი დოლარი ეკუთვნის. მილიონერ ელა უენდელს იმდენად უყვარდა თავისი ძაღლი, რომ მას მთელი თავისი მემკვიდრეობა გადაუფორმა.


გიუნტერ IV



როცა გერმანელი გრაფინია კარლოტა ლიბერშტაინი გარდაიცვალა, მან თავის ნაგაზს გიუნტერ  III-ს 372 მილიონი დოლარი დაუტოვა. მას შემდეგ, რაც გიუნტერ III მოკვდა, ქონებას მისი ლეკვი გიუნტერ  IV დაეპატრონა.


გიუნტერ IV მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ცხოველია. ის მაიმიში მადონას ყოფილ ვილაში ცხოვრობს და ბაჰამის კუნძულებზე ისვენებს. გიუნტერ IV ექსტრავაგანტურ ცხოვრებას ეწევა. მას ახლახან თეთრი ტრიუფელები შეუყვარდა, რომლებიც ცალი 1000 დოლარი ღირს. ყოველდღე მას სადილად ხიზილალა და სტეიკი აქვს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?