რომელია მსოფლიოში ყველაზე მდიდარი კომპანია?

საკნატუნო ამბები

2 მარტი 16:00, 2018 წელი

წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი კომპანიების ტოპათეულს. პირველ ადგილზე მყოფი კომპანიის საბაზრო ღირებულება 175 მილიარდი დოლარია და, Forbes-ის შეფასებით, გასულ წელს მიღებული შემოსავლებითაც ლიდერია.

1. Apple — 175 მილიარდი დოლარი



მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია, რომლის ფასი რეკორდულ 175 მილიარდ დოლარს აღწევს. ბაზარზე გამოჩენის დღიდან ბრენდის ფასი 50 პროცენტით გაიზარდა. ბოლო წელს მისი მოგება 17%-ით გაიზარდა, ხოლო პროდუქციის გაყიდვების ზრდამ 49%-ს გადააჭარბა.


2. Microsoft — 69,3 მილიარდი დოლარი



პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კორპორაცია Microsoft-ი რეიტინგში მეორე ადგილზეა. მისი ფასი 69,3 მილიარდი დოლარია. წელს კომპანიის მოგება 10%-ით გაიზარდა. 2014 წლიდან კომპანიის სათავეში სატია ნადელაა, სწორედ მას მიაწერენ ამ წარმატებას.


3. Google — 65 მილიარდი დოლარი



მაღალი ტექნოლოგიების დარგში გიგანტი-კომპანიის ფასი 65 მილიარდ დოლარს აჭარბებს. წლის განმავლობაში კომპანიის მოგება 16%-ით გაიზარდა.


4. Coca-Cola — 56 მილიარდი დოლარი



2000 წლიდან კომპანიის გაყიდვების ზრდამ იკლო, ხოლო  2014 წლიდან საერთოდ შემცირება დაიწყო. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ეს დაკავშირებულია ადამიანთა კვების ცვლილებებთან და ჯანმრთელი ცხოვრების წესზე გადასვლასთან.


5. IBM — 49,8 მილიარდი დოლარი



ამ კომპანიას დარგის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის. გასულ წელს მისი მოგება 4%-ით გაიზარდა. თუმცა შარშან მას გარკვეული პრობლემები ჰქონდა.


6. McDonald’s — 40 მილიარდი დოლარი



2015 წლიდან ამ სწრაფი კვების მსოფლიო ლიდერ კომპანიას დიდი პრობლემები ჰქონდა - შემოსავალი 11%-ით შემცირდა. ამის მიუხედავად, მას რეიტინგში მე-6 ადგილი მაინც უკავია. 100 ქვეყანაში ყოველდღიურად 70 მილიონამდე სტუმარი. ევროპასა და ამერიკაში კომპანიის კრიზისი კვების წესების ცვლილებას უკავშირდება, ხოლო აზიის ქვეყნებში პრობლემა საკვები პროდუქტების ხარისხთან არის დაკავშირებული. ამის გამო 2015 წლისთვის  McDonald’s-ის 700-მდე რესტორანი წამგებიანი გახდა.


7. Samsung — 37,9 მილიარდი დოლარი



სამხრეთ კორეის ერთ-ერთი უმდიდრესი კომპანია რეიტრინგში მე-7 ადგილზეა. კომპანიის ფასი 37,9 მილიარდი დოლარია. 2014 წლისთვის მისი მოგება 8%-ით გაიზარდა, თუმცა 2015 წლისთვის მოგებამ შემცირება იწყო. ამის მიზეზი ბაზრის გიგანტ Apple-თან მისი კონკურენციაა.


8. Toyota — 37,8 მილიარდი დოლარი



ეს საავტომობილო კომპანია 1937 წელს დაარსდა. დღეისთვის მის საწარმოებში 350 ათასი ადამიანი შრომობს. კომპანიის ფასი 37,8 მილიარდ დოლარს აღწევს. გასულ წელს კორპორაციის გაყიდვები 21%-ით გაიზარდა. უფრო მეტიც, კორპორაციაა ყველაზე გაყიდვად საავტომობილო კონცერნად გამოცხადდა.


9. General Electric — 37 მილიარდი დოლარი



ეს კომპანია სხვადასხვა ტექნიკის გამოშვებით არის დაკავებული. ის აშშ-ის ერთ-ერთი უძველესი კომპანიაა - დაარსდა 1878 წელს. 2016 წლისთვის მისმა ღირებულებამ 37 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. გასულ წელს მისი მოგება 1%-ით გაიზარდა. ასეთი მცირე მოგება ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდება. გასული წლის მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია თავის იაპონურ ქვედანაყოფებს ყიდის. მყიდველის სახელი ჯერ უცნობია. საინტერესო ფაქტი: კომპანიის წარმოშობა სახელოვან გამომგონებელ თომას ალვა ედისონს უკავშირდება.


 10. Facebook — 36,5 მილიარდი დოლარი



ამ სოციალური ქსელის ფასი 36,5 მილიარდ დოლარს აღწევს. გასულ წელს კომპანიის მოგება 54%-ით გაიზარდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. ყოველდღიურად Facebook-ს 930 მილიონი ადამიანი იყენებს, ხოლო ყოველთვიურად მომხმარებელთა რიცხვი 1,5 მილიარდს აღწევს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?